|
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 3 » რჩევები
|
თუ სლოკინი აგივარდათ
ყველაზე მარტივი გზაა, ნელა, დიდი ყლუპებით დალიოთ ცივი უგაზო წყალი. არ გიშველათ? დაჯექით, ხელები გულმკერდზე შემოიჭდეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ, წელში მოიხარეთ და რაც შეიძლება მეტხანს შეიკავეთ სუნთქვა. წესით, უნდა გიშველოთ. გიშველით დაფნის ეთერზეთიც _ უნდა შეისუნთქოთ შეტევის დროს.
გულყრის შემთხვევაში 8დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. 8სასწრაფოს მოსვლამდე ავადმყოფი დააწვინეთ ზურგზე, თავქვეშ ამოუდეთ მუთაქა ან დაგორგლილი ტანსაცმელი. 8თავი გვერდზე მიუბრუნეთ და თუ მაღალზე წევს, თვალყური ადევნეთ, რომ არ გადავარდეს. 8შეუხსენით გულისპირი და შუბლზე დაადეთ ცივი ტილო. 8ასუნთქეთ მკვეთრსუნიანი ნივთიერება _ სუნამო, ოდეკოლონი. 8ცერი და ნეკა თითი ძლიერად დაუზილეთ. 8ეფექტურია ძლიერი დაწოლა ზედა ტუჩსა და ცხვირს შორის.
ცხვირიდან სისხლდენის დროს არ დაწვეთ, თავი უკან არ გადასწიოთ და ცხვირი ტამპონებით არ ამოივსოთ. დაჯექით, თავი ოდნავ დახარეთ და ცხვირის ფუძეზე დაიდეთ ყინული, თუ არ გაქვთ _ ცივ წყალში დასველებული ცხვირსახოცი. ამის შემდეგ მჭიდროდ მიაბჯინეთ ნესტოები ცხვირის ძგიდეს და 2-3 წუთი ასე დარჩით. ამ ხნის განმავლობაში თანაბრად ისუნთქეთ პირით.
გულისრევის დროს თუ არც ორსულად ხართ, არც დაგილევიათ და არც საეჭვო კერძი გიჭამიათ, მაშინ გულისრევა კუჭის მოტორიკის დარღვევას უნდა დავაბრალოთ. უბრალო ენით რომ ვთქვათ, კუჭში გადაუმუშავებელი საკვები დაგროვდა. კუჭის მოტორიკა რომ გაძლიერდეს, საჭიროა ბუნებრივი დამჟანგველები _ შტოში, ხურტკმელი, ბროწეული, წითელი მოცვი. კარგი იქნება, თუ უზმოზე რძეგარეულ გოგლიმოგლს დალევთ. გულისრევას აცხრობს პიტნის ნახარშიც. არცთუ იშვიათად გულისრევას იწვევს წნევის სწრაფი ცვალებადობა, რაც, თავის მხრივ, თავის ტვინის სისხლძარღვთა სპაზმის ბრალია.
თვალები დაგეღალათ და გაგიწითლდათ... ჩაიწვეთეთ ხელოვნური ცრემლი, ინოქსი ან ვიზინი. თუ არ გაქვთ, ბამბის ფთილა დაასველეთ მუქ ჩაის ნაყენში (ნაყენი გრილი ან ნელთბილი უნდა იყოს), დაიდეთ ქუთუთოებზე და 10-15 წუთით გაიჩერეთ. შეშუპებული ქუთუთოები დაცხრება, თუ ზედ ქორფა კიტრის პატარა ნაჭრებს დაიდებთ.
კბილი აგტკივდათ... პირში გამოივლეთ თბილი სოდიანი წყალი (1 ჩაის კოვზი ერთ ჭიქა წყალზე) ან მტკივან კბილზე მიიდეთ ვალოკორდინში დასველებული ბამბა.
ზღვის ავადმყოფობამ შემოგიტიათ... თუ რწევისას (საქანელაზე, ტრანსპორტში) ცუდად ხდებით, უმჯობესია, მუდამ თან იქონიოთ გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებები (ავია-მორე, აერონი, ფენატინი, დრამინა). მათი უქონლობის შემთხვევაში მცირე ყლუპებით დალიეთ გრილი მინერალური წყალი ან რაიმე კისელისმაგვარი სითხე. კარგია შტოშის, წითელი მოცვის, ბროწეულის წვენი. გულისრევის შეტევას აცხრობს ციტრუსის (ფორთოხლის, მანდარინის, გრეიპფრუტის) სუნიც. უკიდურეს შემთხვევაში დაღეჭეთ მენთოლიანი საღეჭი რეზინი. კიდევ ერთი: თუ გრძნობთ, რომ შეიძლება გული აგერიოთ, თავის შეკავებას აზრი არ აქვს _ ეს პროცესი არაკონტროლირებადია.
გაითვალისწინეთ: ატრაქციონებზე ქანაობა არ შეიძლება, როდესაც:
8გაქვთ გულის დაავადება (მანკი, გიდ, გულის უკმარისობა); 8გაქვთ მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა; 8თავის ტვინის ფუნქციის დარღვევა (ინფექციური ან ტრავმის შემდგომი); 8ეპილეფსია; 8შარდკენჭოვანი დაავადების გამწვავება (რყევამ შესაძლოა კენჭის დაძვრა გამოიწვიოს); 8ვესტიბულური აპარატის პრობლემები.
|
ნანახია: 1522 |
დაამატა: makho
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სამკ. მცენარეები |
|
სამ. ლექსიკონი | |
მედიკამენტები | |
|