ევროპელი მეცნიერების მტკიცებით, ტაბლეტები, რომლით მკურნალობაც დღეში ორ დოლარზე ცოტათი მეტი ჯდება, გულის უკმარისობის მქონე ადამიანთა სიცოცხლეს გადაარჩენს.
წამალი, სახელწოდებით ივაბრადინი, რომელსაც უკვე იყენებენ სტენოკარდიის სამკურნალოდ დიდ ბრიტანეთში, დაეხმარება მრავალ ათას გულით დაავადებულს.
ექსპერტები პრეპარატის მოქმედებას აკვირდებოდნენ 6,5 ათას გულით დაავადებულზე მსოფლიოს 35 ქვეყნის ფარგლებში. ყველა მათგანი ადრე სარგებლობდა სხვა მედიკამენტით, რომელიც ტრადიციულად გამოიყენებოდა გულით დაავადებების დროს.
გაირკვა, რომ ივაბრადინი გულის უკმარისობით სიკვდილიანობას 26%-ით ამცირებს. მისი გამოყენების შემთხვევაში იგივე პროცენტით მცირდება ავადმყოფთა ჰოსპიტალიზაციის ალბათობაც.
ტრადიციულ წამლებთან შედარებით, როგორიცაა მაგ. ბეტა-ადრენობლოკატორები, ივაბრადინი ანელებს გულის რითმს, მაგრამ ამ დროს არ ამცირებს სისხლის წნევას.
კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პროფესორი მარტინ კოუი აღნიშნავს, რომ გულის უკმარისობის შემთხვევაში გული ყოველთვის ძალზედ
...
კითხვის გაგრძელება »