NOLI NOCERE!!!
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
საიტის კატეგორიები
pharmanews მედიკამენტი [0]
რჩევები [0]
ფარმაცევტული კომპანიები [1]
ჩატი
სტატისტიკა
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 14

 

გამოკვლევების მონაცემებით, მოსახლეობის 64–%–ს თავის ტკივილის პრობლემა აქვს. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ თავის ტკივილი ყველა ცნობილი დაავადების 70–%–ს თან ახლავს. მაშასადამე, ის ,,აისბერგის მწვერვალი’’, რომელიც გვკარნახობს: შეამოწმეთ გული და სისხლძარღვები, ფარისებრი ჯირკვალი; მიხედეთ ოსტეოქონდროზს და ა.შ. ჩვენ კი ორგანიზმს არ ვუსმენთ და მის მიერ გამოგზავნილ სიგნალს ტკივილგამაყუჩებელი აბების მიღებით ვახშობთ.

სპეციალისტებმა გამოყვეს თავის ტკივილის ისეთი მიზეზები, რომლებზეც ეჭვის მიტანა ძნელია, თუმცა თავის დახმარება შესაძლებელია.

1) თავის ტკივილსკენ გზა კუჭზე გადის.

გამოკვლევები გვიჩვენებს: პროდუქტები და სასმელები, რომლებიც შეიცავენ ამინებს, მონონატრიუმის გლუტამატებს, ნიტრიტებს, კოფეინსა და ასპარტამს, თავის ტკივილის სრულად შესაძლებელი პროვოკატორებია.
რჩევა: მენიუდან გამორიცხეთ ხორცისა და ბოსტნეულის კონსერვები, ნახევარფაბრიკატები, ტკბილი გაზიანი სასმელები, საკონდიტრო ნაწარმი, რომელშიც შაქრის ნაცვლად ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1690 | დაამატა: makho | თარიღი: 2010-09-14 | კომენტარი (0)

 

ციტრამონი წარმოადგენს კომპლექსურ პრეპარატს, რომელიც შედგება 0,24 გ აცეტილსალიცილის მჟავას, 0,03 გ კოფეინის, 0,18 გ ფენაცეტინის, 0,03 გ კაკაოს ფხვნილის, 0,02 გ ლიმონის მჟავასა და 0,1 გ შაქრისაგან. ციტრამონის სამკურნალო მოქმედება განისაზღვრება მასში შემავალი კომპონენტების ურთიერთქმედებით (აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას) და გამოიხატება ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი ეფექტით.


პრეპარატი აბების სახით გამოდის, ორგანიზმში მოხვედრისას 90%-ით აითვისება და მიღებიდან ნახევარ საათში იწყებს მოქმედებას. ციტრამონში შემავალი ფენაცეტინი ბლოკავს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ტკივილის გამომწვევი ნივთიერებების გამოყოფას; აცეტილსალიცილის მჟავა ხსნის ქსოვილებში ტკივილის შეგრძნებას, რამდენადმე ამსუბუქებს ანთებით პროცესს და აქვეითებს სხეულის ტემპერატურას; კოფეინი აუმჯობესებს სისხლძარღვთა გამავლობას, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევასა და თავის ტვინის მუშაობას, უზრუნველყოფს ორგანიზმის ზოგად მხნეობას. ციტრამონით შეიძლება სხ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 2099 | დაამატა: makho | თარიღი: 2010-09-14 | კომენტარი (0)

 

დღეს სახსართა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტთა არსენალი საკმაოდ დიდია. ექიმები არც მეთოდების სიმცირეს უჩივიან. უკვე შესაძლებელია, ეფექტურად ვუმკურნალოთ იმას, რის განკურნებაც თუნდაც ათი წლის წინ შეუძლებელი გვეჩვენებოდა. მაგრამ ის, ვისაც სახსრები აწუხებს, მოთმინებით უნდა აღიჭურვოს - ართრიტის, ართროზის, ხერხემლისა და სახსრების სხვა დაავადებების მკურნალობა ექიმისა და ავადმყოფის ერთობლივ სკრუპულოზურ მუშაობას მოითხოვს                                          სახსართა დაავადებების მკურნალობისას რა არის მთავარი ამოცანა და როგორ ხდება ექიმის მიერ მკურნალობის მართვა?

- როდესაც კითხვას ასე ვსვამთ, უნდა დავაზუსტოთ, რომ ძვალ-სახსართა სისტემის პრობლემა შეიძლება იყოს როგორც ამა თუ იმ დაავადების სიმპტომი, ასევე დამოუკიდებელი დაავადება. ასეა თუ ისე, ყველა დაავადების მკურნალობას აქვს ერთი მიზანი: მოიხსნას ტკივილი და ჩაქრეს ანთება, ამიტომ ექიმი, უწინარეს ყოვლისა, ნიშნავს ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს. ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ორი ტიპისაა: სტეროიდ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 21113 | დაამატა: makho | თარიღი: 2010-09-14 | კომენტარი (6)

შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
სამკ. მცენარეები
სამ. ლექსიკონი
MSteam
მედიკამენტები
საიტები
PSP
AVERSI
GPC
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი
ჩანაწერების არქივი