NOLI NOCERE!!!
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
საიტის კატეგორიები
pharmanews მედიკამენტი [0]
რჩევები [0]
ფარმაცევტული კომპანიები [1]
ჩატი
სტატისტიკა
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 16

 


 

   არაორგანულ ნივთიერებებს შორის ორგანიზმში წყალს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ის ცოცხალი ორგანიზმის მთავარი კომპონენტია. მაგალითად, მედუზას სხეულის 99,9% წყალია, ძუძუმწოვართა უმრავლესობის სხეულის 50-80%-საც წყალი წარმოადგენს, მოზრდილი ადამიანის სხეულში კი მას 65% უკავია

წყლის გადანაწილება ორგანიზმში
ადამიანის ორგანიზმის თითოეული უჯრედი საკვები ნივთიერებებისა და ქიმიური ნაერთების უამრავი სახის წყალხსნარს შეიცავს. სხვადასხვა სისტემასა თუ ცალკეულ ორგანოში წყლის მოცულობითი წილი სხვადასხვაგვარია. მაგალითად, სისხლის 92%-ს, თირკმელების 82%-ს, ტვინის რუხი ნივთიერების 85%-ს, ღვიძლის 69%-ს, კუნთების 75%-ს და ცხიმოვანი ქსოვილის 25%-ს წყალი შეადგენს, ყველაზე ნაკლებია ეს ნივთიერება ძვლებში - მათში წყლის მოცულობითი წილი 20%-ია. მთლიანობაში სხეულის 60-65% წყალია, თუმცა ეს მაჩვენებელი მხოლოდ მოწიფული ასაკისთვის არის მართებული. ახალშობილის სხეულში წყლის შემცველობა გაცილებით მაღალია - 86%-ს უდრის (ემბრიონის 97% წყალია!), ხანში შესული ადამიანი ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 4383 | დაამატა: makho | თარიღი: 2010-09-16 | კომენტარი (0)

უკვე რამდენიმე წელია, ვიმზადებ ძალიან სასარგებლო სასმელს, რომელსაც "შავი ბალზამი" ეწ-ოდება. აქვს სასიამოვნო გემო და არაჩვეულებრივი თვისებები: კლავს წყურვილს, უხდება ნერვულ, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელ სისტემებს. მე ამ სასმელს "პენსიონერების დოპინგს" ვუწოდებ. "შავი ბალზამის" შემადგენლობაში შედის:



კრაზანა - 3 ჩაის კოვზი
ვირისტერფა - 3 ჩაის კოვზი
თავშავა - 2,5 ჩაის კოვზი
გვირილა - 2 ჩაის კოვზი
პიტნა - 2 წილი
სიმინდის ულვაში - 1,5 ჩაის კოვზი
კატაბალახა - 1 ჩაის კოვზი
ასკილის ნაყოფი - 1,5 ჩაის კოვზი
კუნელი - 1 ჩაის კოვზი
ჩაი - 9-10 ჩაის კოვზი.
აიღეთ 1 ჩაის კოვზი ნარევი და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და დააყენეთ. მიირთვით ჩაისავით.

მე უკვე რამდენიმე წელია ამ ჩაის ვსვამ. მართლაც გაცილებით უკეთესად ვგრძნობ თავს - დავმშვიდდი, საჭმლის მონელება მომიწესრიგდა, აღარ მაწუხებს უსიამოვნო შეგრძნებები არც კუჭში, არც ნაწლავებში. თუ ნარევისთვის საჭირო ინგრედიენტების მოგროვება არ შეგიძლიათ, ისინი აფთიაქებში მოიკითხე ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 4574 | დაამატა: makho | თარიღი: 2010-09-16 | კომენტარი (0)


 

  ატამი ვარდისებრთა ოჯახის ხეხილოვანი მცენარეა. მისი სამშობლოა ჩინეთი. გვარში 6 სახეობაა, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია ჩვეულებრივი ატამი. გამოყვანილია მისი 6 ათასამდე კულტურული ჯიში, დანარჩენ სახეობებს კი უმთავრესად დეკორაციულ მებაღეობაში და კულტურული ჯიშების საძირეებად იყენებენ. ნაყოფის წონა 250 გ-მდე აღწევს. ატმის ნაყოფი სახრავია ან საპობი, კანი - მომწვანო, თეთრი, ყვითელი ან მოწითალო, ბუსუსიანი ან გლუვი (ვაშლატამა), რბილობი - თეთრი ან ყვითელი. შეიცავს 7-12% შაქარს, 0,08-1,02% მჟავებს, 0,5-1,2% პექტინოვან ნივთიერებას, ვიტამინებს.

ატმის ზეთს (ოლეუმ პერსიხორუმ) მედიცინაში იმავე დანიშნულებით იყენებენ, როგორითაც ნუშისას, თუმცა მასზე გაცილებით იაფია. ატმის თესლი შეიცავს 55%-მდე უშრობ ცხიმს, ცილებს, ფერმენტ ემულსინს, გლიკოზიდ ამიგდალინს, ეთეროვან ზეთს, სტეროიდებს - სიტოსტერონს, ესტრონს, ესტრადიოლს და სხვა ნივთიერებებს, მათ შორის - შხამიანსაც, ასე რომ, თუ დაუმუშავებლად შევჭამ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 3069 | დაამატა: makho | თარიღი: 2010-09-16 | კომენტარი (0)

მინდა ვიცოდე, რომელი მედიკამენტების მიღება არ შეიძლება საჭესთან ჯდომის დროს.

მამაკაცთა უმრავლესობა მანქანის მფლობელია და საჭესთან დიდ დროს ატარებს. ბევრს საჭესთან დაჯდომის წინ ამა თუ იმ წამლის მიღება უწევს, მაგრამ არ იცის, რა შეიძლება მოჰყვეს ამას. არადა, თურმე მძღოლები პატრულზე მეტად ზოგიერთ მედიკამენტს უნდა უფრთხოდნენ.



სამი ოქროს წესი
მძღოლების დაუძინებელი მტრები არიან ნეიროტროპული საშუალებები - მედიკამენტები, რომლებიც ნერვულ სისტემაზე მოქმედებენ, ამიტომ საჭიროა რამდენიმე წესის დაცვა:
წესი I - თუ ანოტაციაში ამოიკითხავთ: "პრეპარატის მიღების შემდეგ რეკომენდებულია თავი შეიკავოთ სამუშაოსაგან, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს (მათ შორის ავტომობილის მართვისგან)" - ეს იმას ნიშნავს, რომ საჭესთან დაჯდომა კატეგორიულად გეკრძალებათ.
წესი II - თუ წამლის ანოტაციაში ამოიკითხეთ, რომ მედიკამენტი მიეკუთვნება ნეიროლეპტიკებს ან ტრანკვილიზატორებს, მანქანით გასეირნებაზე უმჯობესია უარი თქვათ (რა თქმა უ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1633 | დაამატა: makho | თარიღი: 2010-09-16 | კომენტარი (0)

       რობერთ ჯ. ბილი

CFF-ის საინფორმაციო ბიულეტინის მკითხველთა უმეტესობამ შესაძლოა უკვე იცის, რომ აშშ-ს კისტოზური ფიბროზის (CF) საზოგადოებას გააჩნია CF-ის მედიკამენტების კვლევის აქტიურად მოქმედი "არხი”, რათა CF-ით დაავადებულებმა უსაფრთხოდ და დროულად ისარგებლონ მკურნალობის ახალი მეთოდებით. ახალი მედიკამენტების აღმოჩენა დინამიური პროცესია, რომელიც მუდმივად "მოძრაობის” მდგომარეობაშია. ჩვენ, როგორც აშშ "CF-ის ფონდი”, სხვადასხვა საშუალებებით წლების მანძილზე ვხელმძღვანელობდით გამოჩენილ მეცნიერთა ჯგუფებს, რათა მივახლოებოდით და დაგვენერგა უახლესი ტექნოლოგიები, აუცილებელი CF-ის მიმართულებით წინსვლისთვის. დღეისთვის, ჩვენ შევქმენით "ინფრასტრუქტურა” არხის მართებულად მიმართვისთვის, რასაც თან სდევს მნიშვნელოვანი გამოსაცდელი მედიკამენტები.

უპირველეს ყოვლისა, ნება მომეცით ხაზი გავუსვა იმას, რომ ა ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 1212 | დაამატა: makho | თარიღი: 2010-09-16 | კომენტარი (0)

შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
სამკ. მცენარეები
სამ. ლექსიკონი
MSteam
მედიკამენტები
საიტები
PSP
AVERSI
GPC
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი
ჩანაწერების არქივი