|
მთავარი » მასალის არქივი
მალე ბაზარზე ქართული წარმოების ახალი მედიკამენტი „ფერდი" გამოჩნდება.
პრეპარატის მწარმოებელი კომპანიის„სალხინოს" მენეჯმენტის განცხადებით „ფერდი" მთლიანად მცენარეული ნედლეულითაა დამზადებული და იგი ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი საშუალებაა.
მათი თქმით, პრეპარატი საგვარეულო რეცეპტით მზადდება და იგი წლების მანძილზეა გამოცდილი, თუმცა სერიული წარმოება პირველად ხდება. „ფერდის" ღირებულება ამ დროისათვის ცნობილი არაა, თუმცა „სალხინოში" აცხადებენ, რომ მისი ფასი 30 ლარს არ გადააჭარბებს.
„ფერდის" გარდა კომპანია პრეპარატ „სალხინოსაც" უშვებს, რომელიც ქართულ ბაზარზე თითქმის 25 წელია იყიდება. სადღეისოდ „სალხინოს" მარტო საქართველოში 100 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
ნანახია:
1599
|
დაამატა:
makho
|
თარიღი:
2011-04-06
|
|
დიდ ბრიტანეთში წარმოებს ახალი მედიკამენტის კვლევა, რომელიც დაეხმარება ფილტვის კიბოთი დაავადებულ ადამიანებს. ის აბლოკირებს ცილას, რომელიც ცნობილია „სურვივინომის" სახელით. ის ხელს უწყობს სიმსივნური უჯრედების ზრდას და აფერხებს მათ კვდომას. ცნობილია, რომ ექსპერიმენტში მონაწილე ოქსფორდის უნივერსიტეტის ( Oxford Radcliffe Hospitals NHS Trust) და ბრიტანეთის კიბოს კვლევის საქველმოქმედო ორგანიზაცია (Cancer Research UK) მიაწოდებენ მედიკამენტებს კიბოთი დაავადებულ პაციენტებს, რომელთაც ვერ დაეხმარა ქიმიოთერაპია. პრეპარატის სახელია" დოცეტაკსელი". პაციენტების სხვა ჯგუფს დამატებით მიეცემათ ექსპერიმენტული პრეპარატი სახელწოდებით LY2181308. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ LY2181308–ი შეძლებს სურვივინის ბლოკირებას, რომელიც იშვითად გვხვდება ჯანმრთელ უჯრედებში და გამოიწვევს სიმსივნური უჯრედების კვდომას ისე, რომ გვერდითი მოვლენები მინიმუმამდე შემცირდეს პაციენტებში. „წარმატების შემთხვევაში ახალი პრეპარატი მოგვცემს საშუალებას გავზარდოთ ფილტვის კიბოთი დაავადებულთა სიცოცხლის ხანგრძლივობა"–აცხადებს ექსპე
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
1272
|
დაამატა:
makho
|
თარიღი:
2011-04-06
|
|
მეცნიერებმა ახალი მედიკამენტი გამოიგონეს, რომელიც ვარჯიშს ცვლის. ტაბლეტები განსაკუთრებით დაეხმარება კუნთების დისტროფიით და დიაბეტით დაავდებულებსამერიკელმა მეცნიერებმა გამოიგონეს ორი ტიპის ტაბლეტები, რომლებიც ორგანიზმის რეზერვებს მობილიზებას უკეთებს, ზრდის მუსკულების მასას და წვავს ცხიმებს.
ამის შესახებ ინფორმაცია დასავლურმა პრესამ წუხელ გაავრცელა.ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მედიკამენტის ზემოქმედებისას კუნთებს 44%-ით მეტი დისტანციის გადალახვა შეუძლიათ, ვიდრე მის გარეშე. თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის თანახმად, მედიკამენტი ცხიმებსაც წვავს. გაწვრთილმა ცხოველებმა ვარჯიშის და პრეპარატის მიღების შემდეგ 77%-ით მეტი მანძილი გაირბინეს, ვიდრე დანარჩენმა, ხოლო ვარჯიშის გარეშე ეს დისტანცია 44%-ით მეტი იყო. ამ წამლების სახელებია AICAR და GW1516. მედიკამენტები მოქმედებენ კუნთების ზრდასთან დაკავშირებულ გენებზე და კუნთების ტონუსს უწყობენ ხელს. Howard Hughes Medical Institute-ის სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი პროფესორი რონ
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
1705
|
დაამატა:
makho
|
თარიღი:
2011-03-27
|
|
სისხლის წნევა - ეს ის ძალაა, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმში მოცირკულირე სისხლი აწვება სისხლძარღვების კედლებს. იგი ორგანიზმის ცხოველქმედების ერთ-ერთი ძირითადი პარამეტრია. არტერიულ წნევას ორი მაჩვენებელი აქვს, რომლებიც ვერცხლისწყლის სვეტის მილიმეტრებით იზომება. ზედა მაჩვენებელი (პირველი რიცხვი) - სისტოლური, ქვედა (მეორე რიცხვი) კი დიასტოლური წნევაა. სისტოლურ წნევას განსაზღვრავს ის ძალა, რომლითაც გული სისხლს უმსხვილეს სისხლძარღვებში გადაისვრის, დიასტოლური წნევა კი იმ ძალით განისაზღვრება, რომლითაც სისხლი გულის მოდუნების პერიოდში მოქმედებს არტერიათა კედლებზე. როგორც არტერიულ, ისე კაპილარულ და ვენურ წნევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის საერთო მდგომარეობის შენარჩუნებისა და ცხოველქმედების პროცესისთვის, რადგან სწორედ მისი საშუალებით გადაადგილდება სისხლი სისხლძარღვებში და ხორციელდება ნივთიერებათა ცვლა. არტერიული წნევა სისხლის მიმოქცევისას თანდათანობით მცირდება. ის იმდენადვე იკლებს, რამდენადაც სისხლძარღვი შორდება გულს, ას
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
1717
|
დაამატა:
makho
|
თარიღი:
2011-02-14
|
|
სურსათის შეძენისას ხშირად ვხელმძღვანელობთ ჩვეული წარმოდგენებით ამა თუ იმ პროდუქტზე, თუმცა ეს წარმოდგენები ყოველთვის მართებული როდია, განსაკუთრებით იმ საკვებზე, რომელსაც მიიჩნევენ დიეტურად, მსუბუქად, სამკურნალოდაც კი. მას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, კარგად გავეცნოთ შემადგენლობას, სასარგებლო და მავნე ინგრედიენტების შემცველობას, გავარკვიოთ, რა გავლენას მოახდენს ეს ნივთიერებები ჩვენს ორგანიზმზე. მოდი, განვიხილოთ ერთი შეხედვით უწყინარი ზოგიერთი პროდუქტი. მარგარინი - "მსუბუქი კარაქი" მარგარინს უკავია "მცენარეული ცხიმის შემცველი" პროდუქტის პოზიცია, რომელიც წონის მომატებას არ გვიქადის. იყენებენ როგორც სამარხვო პროდუქტს. ნაკლი: გადამუშავებისას გადის ჰიდრირებას, ეს კი ძალიან მავნებელია. საექიმო ძეხვი ე.წ. საექიმო ძეხვი ოდითგანვე დიეტურ პროდუქტად მიიჩნევა და დღემდე ინარჩუნებს ასეთ რეპუტაციას, ამიტომ მას ეტანებიან ადამიანები, რომელთაც აწუხებთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ჭარბი წონა. ნაკლი: მაღალი ცხიმიანობა (დაახლოებით 30%), მარილისა და სოიის დანამატების მ
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
1102
|
დაამატა:
makho
|
თარიღი:
2011-02-14
|
|
ადამიანის ორგანიზმი ერთგვარი უნიკალური მინიქარხანაა, რომელიც, გარდა იმისა, რომ თავად გამოიმუშავებს ამა თუ იმ ნივთიერებას, გარემოდან მიღებული ნივთიერებებისგანაც ქმნის თავისთვის საჭირო ქიმიურ ნაერთებს. მკითხველი დაგვეთანხმება, რომ ყოველგვარ წარმოებას თან სდევს საწარმოო ნარჩენების დაგროვება, რომლებიც სხვადასხვა წიდასთან ერთად ხშირად მომწამვლელ ნივთიერებებსაც შეიცავს. ადამიანის ორგანიზმს "სანიტარიულ-ჰიგიენური" სამსახურიც კარგად აქვს ორგანიზებული. ღვიძლის, თირკმელების, ფილტვებისა თუ კანის საშუალებით განუწყვეტლივ ხდება ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებების გარემოში გამოყოფა. ზემოთ აღწერილი სიტუაცია ზუსტად შეესაბამება ჯანმრთელი ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციობას. მაგრამ, მოდი, დავუბრუნდეთ რეალობას. გადის დრო, ადამიანს ასაკი ემატება, სიგარეტის, ალკოჰოლის, ეკოლოგიური მდგომარეობის ზემოქმედების გამო იმუნური სისტემა მოქნილობას ნელ-ნელა კარგავს. ასაკთან ერთად აქტიურდება ქრონიკული დაავადებები, რომელთა სამკურნალო პრეპარატები ორგანიზმზე ზემოქმედების შემდეგ ისეთ "საწარმო
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
4090
|
დაამატა:
makho
|
თარიღი:
2011-02-14
|
|
არაორგანულ ნივთიერებებს შორის ორგანიზმში წყალს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ის ცოცხალი ორგანიზმის მთავარი კომპონენტია. მაგალითად, მედუზას სხეულის 99,9% წყალია, ძუძუმწოვართა უმრავლესობის სხეულის 50-80%-საც წყალი წარმოადგენს, მოზრდილი ადამიანის სხეულში კი მას 65% უკავია წყლის გადანაწილება ორგანიზმში ადამიანის ორგანიზმის თითოეული უჯრედი საკვები ნივთიერებებისა და ქიმიური ნაერთების უამრავი სახის წყალხსნარს შეიცავს. სხვადასხვა სისტემასა თუ ცალკეულ ორგანოში წყლის მოცულობითი წილი სხვადასხვაგვარია. მაგალითად, სისხლის 92%-ს, თირკმელების 82%-ს, ტვინის რუხი ნივთიერების 85%-ს, ღვიძლის 69%-ს, კუნთების 75%-ს და ცხიმოვანი ქსოვილის 25%-ს წყალი შეადგენს, ყველაზე ნაკლებია ეს ნივთიერება ძვლებში - მათში წყლის მოცულობითი წილი 20%-ია. მთლიანობაში სხეულის 60-65% წყალია, თუმცა ეს მაჩვენებელი მხოლოდ მოწიფული ასაკისთვის არის მართებული. ახალშობილის სხეულში წყლის შემცველობა გაცილებით მაღალია - 86%-ს უდრის (ემბრიონის 97% წყალია!), ხანში შესული ადამიანი
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
4382
|
დაამატა:
makho
|
თარიღი:
2010-09-16
|
|
უკვე რამდენიმე წელია, ვიმზადებ ძალიან სასარგებლო სასმელს, რომელსაც "შავი ბალზამი" ეწ-ოდება. აქვს სასიამოვნო გემო და არაჩვეულებრივი თვისებები: კლავს წყურვილს, უხდება ნერვულ, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელ სისტემებს. მე ამ სასმელს "პენსიონერების დოპინგს" ვუწოდებ. "შავი ბალზამის" შემადგენლობაში შედის: კრაზანა - 3 ჩაის კოვზი ვირისტერფა - 3 ჩაის კოვზი თავშავა - 2,5 ჩაის კოვზი გვირილა - 2 ჩაის კოვზი პიტნა - 2 წილი სიმინდის ულვაში - 1,5 ჩაის კოვზი კატაბალახა - 1 ჩაის კოვზი ასკილის ნაყოფი - 1,5 ჩაის კოვზი კუნელი - 1 ჩაის კოვზი ჩაი - 9-10 ჩაის კოვზი. აიღეთ 1 ჩაის კოვზი ნარევი და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და დააყენეთ. მიირთვით ჩაისავით. მე უკვე რამდენიმე წელია ამ ჩაის ვსვამ. მართლაც გაცილებით უკეთესად ვგრძნობ თავს - დავმშვიდდი, საჭმლის მონელება მომიწესრიგდა, აღარ მაწუხებს უსიამოვნო შეგრძნებები არც კუჭში, არც ნაწლავებში. თუ ნარევისთვის საჭირო ინგრედიენტების მოგროვება არ შეგიძლიათ, ისინი აფთიაქებში მოიკითხე
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
4557
|
დაამატა:
makho
|
თარიღი:
2010-09-16
|
|
ატამი ვარდისებრთა ოჯახის ხეხილოვანი მცენარეა. მისი სამშობლოა ჩინეთი. გვარში 6 სახეობაა, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია ჩვეულებრივი ატამი. გამოყვანილია მისი 6 ათასამდე კულტურული ჯიში, დანარჩენ სახეობებს კი უმთავრესად დეკორაციულ მებაღეობაში და კულტურული ჯიშების საძირეებად იყენებენ. ნაყოფის წონა 250 გ-მდე აღწევს. ატმის ნაყოფი სახრავია ან საპობი, კანი - მომწვანო, თეთრი, ყვითელი ან მოწითალო, ბუსუსიანი ან გლუვი (ვაშლატამა), რბილობი - თეთრი ან ყვითელი. შეიცავს 7-12% შაქარს, 0,08-1,02% მჟავებს, 0,5-1,2% პექტინოვან ნივთიერებას, ვიტამინებს. ატმის ზეთს (ოლეუმ პერსიხორუმ) მედიცინაში იმავე დანიშნულებით იყენებენ, როგორითაც ნუშისას, თუმცა მასზე გაცილებით იაფია. ატმის თესლი შეიცავს 55%-მდე უშრობ ცხიმს, ცილებს, ფერმენტ ემულსინს, გლიკოზიდ ამიგდალინს, ეთეროვან ზეთს, სტეროიდებს - სიტოსტერონს, ესტრონს, ესტრადიოლს და სხვა ნივთიერებებს, მათ შორის - შხამიანსაც, ასე რომ, თუ დაუმუშავებლად შევჭამ
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
3068
|
დაამატა:
makho
|
თარიღი:
2010-09-16
|
|
მინდა ვიცოდე, რომელი მედიკამენტების მიღება არ შეიძლება საჭესთან ჯდომის დროს.მამაკაცთა უმრავლესობა მანქანის მფლობელია და საჭესთან დიდ დროს ატარებს. ბევრს საჭესთან დაჯდომის წინ ამა თუ იმ წამლის მიღება უწევს, მაგრამ არ იცის, რა შეიძლება მოჰყვეს ამას. არადა, თურმე მძღოლები პატრულზე მეტად ზოგიერთ მედიკამენტს უნდა უფრთხოდნენ. სამი ოქროს წესი მძღოლების დაუძინებელი მტრები არიან ნეიროტროპული საშუალებები - მედიკამენტები, რომლებიც ნერვულ სისტემაზე მოქმედებენ, ამიტომ საჭიროა რამდენიმე წესის დაცვა: წესი I - თუ ანოტაციაში ამოიკითხავთ: "პრეპარატის მიღების შემდეგ რეკომენდებულია თავი შეიკავოთ სამუშაოსაგან, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს (მათ შორის ავტომობილის მართვისგან)" - ეს იმას ნიშნავს, რომ საჭესთან დაჯდომა კატეგორიულად გეკრძალებათ. წესი II - თუ წამლის ანოტაციაში ამოიკითხეთ, რომ მედიკამენტი მიეკუთვნება ნეიროლეპტიკებს ან ტრანკვილიზატორებს, მანქანით გასეირნებაზე უმჯობესია უარი თქვათ (რა თქმა უ
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
1631
|
დაამატა:
makho
|
თარიღი:
2010-09-16
|
| |
კალენდარი | « დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
სამკ. მცენარეები |
|
სამ. ლექსიკონი | |
მედიკამენტები | |
|