NOLI NOCERE!!!
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
საიტის კატეგორიები
pharmanews მედიკამენტი [0]
რჩევები [0]
ფარმაცევტული კომპანიები [1]
ჩატი
სტატისტიკა
მთავარი » მასალის არქივი


ახლახან გაირკვა, რომ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, იბუპროფენი, ნაპროქსენი და სხვები, რომლებსაც წარმატებით იყენებენ ართრიტის, ართრალგიისა და ნევრიტის სამკურნალოდ, რეგულარული მიღების შემთხვევაში პარიკინსონის დაავადების განვითარების ალბათობას ამცირებს. კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა 579 ადამიანი გამოიკვლია, რომელთაგან ნახევარს პარკინსონის დაავადების საწყისი სტადია ჰქონდა. გამოკვლევის მონაწილეებს უსვამდნენ კითხვებს ასპირინისა და ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებების მიღების სიხშირესა და ხანგრძლივობაზე.



ის, ვინც ერთი თვის განმავლობაში მაინც იღებდა კვირაში ორ ან მეტ ტაბლეტს, რეგულარულ მომხმარებლად ითვლებოდა. აღმოჩნდა, რომ ანთების საწინააღმდეგო არასპეციფიკური საშუალებების (გარდა ასპირინისა) რეგულარული მიღების შემთხვევაში პარკინსონიზმის განვითარების რისკი როგორ მამაკაცებში, ასევე ქალებში 56%-ით მცირდებოდა. დამცავი ეფექტი მკურნალობის დასრულების შემდეგ კიდევ ორი წელი ძლებდა, მერე კი თანდათა ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 886 | დაამატა: makho | თარიღი: 2010-09-03 | კომენტარი (0)


აშშ-ის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ნევროლოგებმა დაადგინეს, რომ წითელი ღვინო ტვინს ინსულტის ნეგატიური შედეგებისგან იცავს. მეცნიერები ლაბორატორიულ თაგვებს ჭამიდან 2 საათის შემდეგ რესვერატროლის მცირე დოზას აძლევდნენ (რესვერატროლი ნივთიერებაა, რომელსაც წითელი ყურძნის კანი და კურკა შეიცავს), შემდეგ კი მათში იშემიურ ინსულტს იწვევდნენ. შეგახსენებთ: ამ დროს ტვინში სისხლის მიწოდება წყდება. მღრღნელებს, რომლებსაც რესვერატროლი ჰქონდათ მიღებული, თავის ტვინი უფრო ნაკლებად დაუზიანდათ. ფარმაკოლოგების თქმით, რესვერატროლი ზრდის იმ ფერმენტის დონეს, რომელსაც უნარი შესწევს, ტვინის ნერვული უჯრედები დაზიანებისგან დაიცვას.





თაგვებს, რომელთაც ამ ფერმენტის უკმარისობა ჰქონდათ, რესვერატროლი ვერ შველოდა - მათი ტვინის უჯრედები ინსულტის შედეგად იღუპებოდა. უკანასკნელ წლებში წითელმა ღვინომ სამედიცინო საზოგადოების ყურადღება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით მიიპყრო. მისი ზომიერი მიღება, გარდა ინსულტისა, გულ-სისხლძარ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 817 | დაამატა: makho | თარიღი: 2010-09-02 | კომენტარი (0)


დიდი ბრიტანეთის მეცნიერები გვთავაზობენ პარკინსონიზმის მკურნალობას შხამიანი ხვლიკის ნერწყვიდან მიღებული პრეპარატით, რომლის კლინიკური გამოცდა იწარმოებს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის საავადმყოფოში (University College London) ნევროლოგის ტომ ფოლტინის (Tom Foltynie) ხელმძღვანელობით.

წამალი ექსენატიდი წარმოადგენს შხამიანი ხვლიკის - Heloderma suspectum-ის ნერწყვში აღმოჩენილი ჰორმონის სინთეტიკურ ვერსიას. მოქმედების მექანიზმით იგი ახლოსაა ადამიანის პეპტიდურ ჰორმონთან (გლუკაგონისებრი პეპტიდი-1), რომელიც არეგულირებს ინსულინის გამომუშავებას და გლუკოზის მეტაბოლიზმს. ამასთან დაკავშირებით, 2005 წლიდან აღნიშნული პრეპარატის ინექციებს იყენებენ სისხლში შაქრის დონის კონტროლისათვის დიაბეტის დროს.
შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ ექსენატიდს შეუძლია, ასევე, ნერვული ქსოვილის დაშლის პროცესების შეჩერება, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია პარკინსონიზმის განვითარებისათვის. კერძოდ, მღრნელებზე ჩატარებული ექსპერიმენტის პროცესში მეცნიერთა ოთხმა დამოუკიდებელმა გუნდმა დაადგინა, რომ პრეპარატი მოქმედებს ნ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 815 | დაამატა: makho | თარიღი: 2010-09-01 | კომენტარი (0)

ევროპელი მეცნიერების მტკიცებით, ტაბლეტები, რომლით მკურნალობაც დღეში ორ დოლარზე ცოტათი მეტი ჯდება, გულის უკმარისობის მქონე ადამიანთა სიცოცხლეს გადაარჩენს.
წამალი, სახელწოდებით ივაბრადინი, რომელსაც უკვე იყენებენ სტენოკარდიის სამკურნალოდ დიდ ბრიტანეთში, დაეხმარება მრავალ ათას გულით დაავადებულს.
ექსპერტები პრეპარატის მოქმედებას აკვირდებოდნენ 6,5 ათას გულით დაავადებულზე მსოფლიოს 35 ქვეყნის ფარგლებში. ყველა მათგანი ადრე სარგებლობდა სხვა მედიკამენტით, რომელიც ტრადიციულად გამოიყენებოდა გულით დაავადებების დროს.
გაირკვა, რომ ივაბრადინი გულის უკმარისობით სიკვდილიანობას 26%-ით ამცირებს. მისი გამოყენების შემთხვევაში იგივე პროცენტით მცირდება ავადმყოფთა ჰოსპიტალიზაციის ალბათობაც.
ტრადიციულ წამლებთან შედარებით, როგორიცაა მაგ. ბეტა-ადრენობლოკატორები, ივაბრადინი ანელებს გულის რითმს, მაგრამ ამ დროს არ ამცირებს სისხლის წნევას.
კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პროფესორი მარტინ კოუი აღნიშნავს, რომ გულის უკმარისობის შემთხვევაში გული ყოველთვის ძალზედ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 931 | დაამატა: makho | თარიღი: 2010-09-01 | კომენტარი (0)

მელანომის საწინააღმდეგო ახალი წამლების კლინიკურმა კვლევამ აჩვენა RG7204 პრეპარატის მაღალი ეფექტურობა – სიმსივნის ზომები შემცირდა შემთხვევათა 80%-ში.
კვლევის შედეგები წარმოდგენილია ჟურნალში "New England Journal of Medicine”. სლოუნ-კეტერინგის ონკოლოგიური ცენტრის სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ზ.ა. ფაქტი მნიშვნელოვან პროგრესს წარმოადგენს კიბოს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ფორმის მკურნალობაში და მსგავსი ეფექტის მიღწევა აქამდე შეუძლებელი იყო. "უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე არ შემუშავებულა მეტასტაზირებადი მელანომის საწინააღმდეგო რაიმე ახალი თერაპევტული მეთოდი, - ამბობს მკვლევარი პოლ ჩაპმენი – მაგრამ მიზანმიმართულმა მოქმედებამ გენ BRAF-ზე შესაძლებელი გახადა სიმსივნის ზომების შემცირება და პაციენტის მდგომარეობის რადიკალური გაუმჯობესება. ეს პირველ ნაბიჯს წარმოადგენს დაავადების პერსონიფიცირებული მკურნალობის გზაზე”.
სწორედ იმ ფაქტმა, რომ მელანომის უჯრედები (ხშირად კანის კიბოდ წოდებული) განსხვავდება გენ BRAF-ის მუნანტური ვერსიის არსებობით, შესაძლებელი გახადა იმ პრეპარატის შექმნა, რომელიც მოახდენ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 712 | დაამატა: makho | თარიღი: 2010-09-01 | კომენტარი (0)

ფარმაცევტულმა კომპანიებმა Merck (აშშ) და AstraZeneca (დიდი ბრიტანეთი) გააერთიანეს ძალისხმევა ფირმების მიერ შემუშავებული ორი კიბოსსაწინააღმდეგო პრეპარატის კომბინაციით ადრეული კლინიკური კვლევის ჩასატარებლად. ფარმაცევტული ინდუსტრიის გიგანტები პრაქტიკულად არ თანამშრომლობენ მსგავს სიტუაციაში და ამგვარი მოვლენა სიმსივნისსაწინააღმდეგო თერაპიის შემუშავების პრინციპულად ახალი გზების პოტენციალს ავლენს.
ექსპერიმენტული მკურნალობა იწარმოებს AstraZeneca-ის მიერ წარმოებული MEK ცილაზე მოქმედი AZD6244 პრეპარატისა და Merck-ის მიერ წარმოებული AKT ცილის მაბლოკირებელი MK-2206 პრეპარატის კომბინაციით. AZD6244 იმყოფება კლინიკური კვლევის მეორე სტადიაზე, ხოლო MK-2206-მა ახლახან გაიარა პირველი სტადია.
MEK და AKT ცილები ჩართულია სხვადასხვა ბიოქიმიურ პროცესებში და ნებისმიერი მათგანის მუტაციამ შეიძლება გამოიწვიოს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარება. ეს პროცესები ურთიერთკავშირშია და ერთის ბლოკირება იწვევს მეორის აქტივაციას. როგორც წინასწარმა კვლევებმა აჩვენა, ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 693 | დაამატა: makho | თარიღი: 2010-08-05 | კომენტარი (0)

Roche Holding AG-ის მიერ წარმოებულმა ახალმა პრეპარატმა გამოიწვია სარძევე ჯირკვლის კიბოს უკუგანვითარება სარძევე ჯირკვლის HER2-პოზიტიური კიბოს მქონე ქალების 25%-ში. ამის შესახებ იტყობინება შვეიცარული კომპანია შუალედური კლინიკური კვლევის შედეგების საფუძველზე.
Trastuzumab-DM1-ით მკურნალობა გულისხმობს Roche-ს Herceptin-ით და ქიმიოთერაპიული აგენტით კომბინირებულ მკურნალობას.
Roche-ს წარმომადგენლობის თქმით, კვლევაში მონაწილე 112 პაციენტიდან დაახლოებით 35%-ს აღენიშნა სიმსივნის უკუგანვითარება ან სტაბილიზაცია სულ ცოტა ექვსი თვის მანძილზე.
ნანახია: 759 | დაამატა: makho | თარიღი: 2010-08-05 | კომენტარი (0)

ესთეტიკურ მედიცინაში გამოყენებულ ცნობილ ტოქსინს უფრო მეტი სარგებელი აღმოაჩნდა. ბოტოქსად წოდებული ბოტულინის ნეიროტოქსინი (BoNT) ახდენს სახის კუნთების იმობილიზაციას, რასაც იყენებენ ნაოჭების გადასწორების ან ნეირომისკულარული დარღვევების მკურნალობისთვის. ამჟამად მოხდა მისი ისეთი მოდიფიკაცია, რომ შესაძლებელი გახდეს ამ პრეპარატის ასთმისა და, სავარაუდოდ, კიბოს სამკურნალოდ გამოყენება.

BoNT-ის მოქმედებით იშლება SNAREs პროტეინი, რომელიც მონაწილეობს უჯრედიდან სხვადასხვა ნივთიერებების გამოყოფაში. ჩვეულებრივ, BoNT მოქმედებს მხოლოდ ნეირონების SNAREs-ზე, რაც იწვევს ნეირომედიატორების გამოყოფის შეკავებას და შედეგად, კუნთებსა და ტვინს შორის კავშირის გაწყვეტას.
სხვადასხვა SNAREs შეუძლია უჯრედებიდან ისეთი ნივთიერებების გამოყოფა, როგორიცაა ლორწო ან იმუნური ქიმიკატი ციტოკინი. ჯოზეფ ბარბიერმა (Joseph Barbieri) და მისმა კოლეგებმა ვისკონსინის სამედიცინო კოლეჯიდან (Medical College of Wisconsin) მოახდინეს ამინომჟავის ჩანერგვით BoNT-ის ისეთი მოდიფიკაცი ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 986 | დაამატა: makho | თარიღი: 2010-08-05 | კომენტარი (0)

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატს, სახელწოდებით ტრანექსამის მჟავა, რომელიც გამოიყენება სისხლდენის შესაჩერებლად, შეუძლია ყოველწლიურად ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.

კვლევის ავტორები, რომელთა ნაშრომი გამოქვეყნებულია ჟურნალში «Lancet», აღნიშნავენ, რომ ეს პრეპარატი იაფია და საკმაოდ მაღალეფექტური სისხლდენის დროს მისი ტრავმიდან რვა საათის ფარგლებში გამოყენების შემთხვევაში.

კვლევის მიმდინარეობისას მეცნიერებმა შეადარეს 10 000 დაზარალებულის გამოსავალი, რომელთაც უნიშნავდნენ ტრანექსამის მჟავას ტრავმიდან პირველი რვა საათის განმავლობაში იმ 8 000 ადამიანის გამოსავალს, რომელთა მკურნალობისთვის ტრანექსამის მჟავა არ გამოიყენებოდა.

პირველი ჯგუფისათვის სისხლენით სიკვდილიანობის რისკი 15%-ით ნაკლები იყო მეორე ჯგუფთან შედარებით. გარდა ამისა, პირველ ჯგუფში ნებისმიერი მიზეზით სიკვდილიანობაც 10%-ით ნაკლები აღმოჩნდა მეორე ჯგუფთან შედარებით.

უბედური შემთხვევა მსოფლიოში 5-და 45 წლის ადამიანებს შორის სიკვდილიანობის მეორე მიზეზია შიდსით გამოწვეული ლეტალობის შემდეგ. მეცნიერთა რ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 869 | დაამატა: makho | თარიღი: 2010-08-04 | კომენტარი (0)

ახალი კვლევის მიხედვით, კალციუმის ბიოდანამატებს, რომელსაც, ჩვეულებრივ, ასაკოვანი ადამიანები ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ღებულობენ, უკავშირდება გულის ინფარქტის რისკის ზრდა.
უკანასკნელი კვლევით, კალციუმის დანამატები იწვევს მიოკარდიუმის ინფარქტისა და კარდიოვასკულური შემთხვევების რისკის ზრდას ჯანმრთელ ასაკოვან ქალებში.
აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მკვლევართა საერთაშორისო გუნდმა გააანალიზა 11 რანდომიზებული კვლევის შედეგები კალციუმის ბიოდანამატების ეფექტის შესახებ, რომელიც მთლიანობაში მოიცავდა 12000 პაციენტს.
ცდომილების მინიმიზაციის მიზნით მხედველობაში იქნა მიღებული განსხვავება კვლევების სქემასა და ხარისხს შორის.
დადგინდა, რომ კალციუმის პრეპარატების მოხმარება ასოცირდება მიოკარდიუმის ინფარქტის რისკის 30%-ით მატებასთან. შედეგები არ იყო დამოკიდებული ასაკზე, სქესსა და კალციუმის პრეპარატის ტიპზე.
ადრე ჩატარებული კვლევებით არ გამოვლინდა კარდიოვასკულარული რისკის დამოკიდებულება საკვებიდან მიღებულ კალციუმზე. ამრიგად, ზ.ა. ეფექტი ეხება მხოლოდ კალციუმის ბიოდანამა ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 751 | დაამატა: makho | თარიღი: 2010-08-04 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 5 6 »
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2019  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სამკ. მცენარეები
სამ. ლექსიკონი
MSteam
მედიკამენტები
საიტები
PSP
AVERSI
GPC
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი
ჩანაწერების არქივი