სურსათის შეძენისას ხშირად ვხელმძღვანელობთ ჩვეული წარმოდგენებით ამა თუ იმ პროდუქტზე, თუმცა ეს წარმოდგენები ყოველთვის მართებული როდია, განსაკუთრებით იმ საკვებზე, რომელსაც მიიჩნევენ დიეტურად, მსუბუქად, სამკურნალოდაც კი. მას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, კარგად გავეცნოთ შემადგენლობას, სასარგებლო და მავნე ინგრედიენტების შემცველობას, გავარკვიოთ, რა გავლენას მოახდენს ეს ნივთიერებები ჩვენს ორგანიზმზე. მოდი, განვიხილოთ ერთი შეხედვით უწყინარი ზოგიერთი პროდუქტი.
მარგარინი - "მსუბუქი კარაქი" მარგარინს უკავია "მცენარეული ცხიმის შემცველი" პროდუქტის პოზიცია, რომელიც წონის მომატებას არ გვიქადის. იყენებენ როგორც სამარხვო პროდუქტს. ნაკლი: გადამუშავებისას გადის ჰიდრირებას, ეს კი ძალიან მავნებელია.
საექიმო ძეხვი ე.წ. საექიმო ძეხვი ოდითგანვე დიეტურ პროდუქტად მიიჩნევა და დღემდე ინარჩუნებს ასეთ რეპუტაციას, ამიტომ მას ეტანებიან ადამიანები, რომელთაც აწუხებთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ჭარბი წონა. ნაკლი: მაღალი ცხიმიანობა (დაახლოებით 30%), მარილისა და სოიის დანამატების მაღალი შემცველობა.
ანანასი ეს არის სუპერპოპულარული პროდუქტი, რომელიც თითქმის ყველა დიეტაშია ჩართული. მის შემადგენლობაში შემავალი ბრომელაინი ხელს უწყობს ცილების დაშლას. ეს ეგზოტიკური ხილი უკვე დამკვიდრდა ჩვენს ბაზარზე და ერთ-ერთ დელიკატესად მიიჩნევა. ნაკლი: ალერგიულია; მჟავა, რომელსაც მისი რბილობი შეიცავს, დამღუპველ ზემოქმედებას ახდენს კბილის მინანქარზე.
ჩირი ის ტკბილეულის დიეტურ ალტერნატივად მიიჩნევა. ნაკლი: შესაძლოა ქიმიურად იყოს დამუშავებული, ამიტომ მოხმარების წინ აუცილებლად უნდა გაირეცხოს თბილი წყლით.
მწვანე ჩაი აჩქარებს ცხიმების წვას; შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ამინომჟავებს, კალციუმს, ფთორს, C ვიტამინს. ნაკლი: რეკომენდებული არ არის წყლულოვანი დაავადების დროს; არ შეიძლება პოდაგრით დაავადებულთა და ორსულთათვის.
წყალი პლასტიკურ ბოთლებში ჩამოსხმული სასმელი წყალი ყველაზე მოთხოვნადი საქონელია. ნაკლი: პლასტმასა - არ არის საუკეთესო მასალა წყლის შესანახად. გარდა ამისა, მისი ნამდვილი წარმომავლობა უცნობია.
მზესუმზირა მაღალი კალორიულობის გამო ბევრი მას სათანადოდ არ აფასებს. ღირსება: მდიდარია ფასეული ვიტამინებითა და სასარგებლო ცხიმოვანი მჟავებით.
ყურძენი მაღალი კალორიულობის გამო ზედმეტ წონასთან მებრძოლი ადამიანები მას პერსონა ნონ გრატად მიიჩნევენ. ღირსება: შეიცავს მინერალებს, რომლებიც ორგანიზმს ტონუსს უნარჩუნებს. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს, გამოდევნის ტოქსინებს.
ნაღების კარაქი როდესაც ცხიმიანობის მაჩვენებელი 75%-ზე მეტია, მაღლა სწევს ქოლესტერინის დონეს. ღირსება: მდიდარია ვიტამინებით. ა ვიტამინი კვებავს კანს, თვალებს, B აძლიერებს იმუნიტეტს, დ დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ნივიერებათა ცვლაზე, E კვებავს თმასა და ფრჩხილებს.
შავი ჩაი მის შემადგენელობაში შედის კოფეინი, რომელიც აღმგზნები საშუალებაა. ღირსება: აჩქარებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს წონის კლებას. რძიანი და თაფლიანი ჩაი უძილობის საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალებაა.
ონკანის წყალი ის მეტისმეტად ქლორირებულია. მასში მომატებულია რკინისა და თუთიის შემცველობა. დადებითი მხარე: ის იწმინდება. უმჯობესია, გაფილტროთ, გადაადუღოთ, დააყენოთ, ჩადოთ ჭიქაში ვერცხლის კოვზი.
|