NOLI NOCERE!!!
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
საიტის კატეგორიები
pharmanews მედიკამენტი [0]
რჩევები [0]
ფარმაცევტული კომპანიები [1]
ჩატი
სტატისტიკა
მთავარი » მასალის არქივი
       რობერთ ჯ. ბილი

CFF-ის საინფორმაციო ბიულეტინის მკითხველთა უმეტესობამ შესაძლოა უკვე იცის, რომ აშშ-ს კისტოზური ფიბროზის (CF) საზოგადოებას გააჩნია CF-ის მედიკამენტების კვლევის აქტიურად მოქმედი "არხი”, რათა CF-ით დაავადებულებმა უსაფრთხოდ და დროულად ისარგებლონ მკურნალობის ახალი მეთოდებით. ახალი მედიკამენტების აღმოჩენა დინამიური პროცესია, რომელიც მუდმივად "მოძრაობის” მდგომარეობაშია. ჩვენ, როგორც აშშ "CF-ის ფონდი”, სხვადასხვა საშუალებებით წლების მანძილზე ვხელმძღვანელობდით გამოჩენილ მეცნიერთა ჯგუფებს, რათა მივახლოებოდით და დაგვენერგა უახლესი ტექნოლოგიები, აუცილებელი CF-ის მიმართულებით წინსვლისთვის. დღეისთვის, ჩვენ შევქმენით "ინფრასტრუქტურა” არხის მართებულად მიმართვისთვის, რასაც თან სდევს მნიშვნელოვანი გამოსაცდელი მედიკამენტები.

უპირველეს ყოვლისა, ნება მომეცით ხაზი გავუსვა იმას, რომ ა ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 870 | დაამატა: makho | თარიღი: 2010-09-16 | კომენტარი (0)

  აშშ-ში  მკვლევარებმა შეიმუშავეს ახალი ექსპერიმენტული მედიკამენტი, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს  კანის კიბოს უკიდურესად მძიმე ფორმის მელანომის მკურნალობის პროცესს.

   ჩიკაგოში შაბათს ონკოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია შედგა, სადაც მკვლევარებმა  წარადგინეს ახალი მედიკამენტი. მედიკამენტის სახელწოდებაა იპილიმუმაბი, რომელიც კომპანია ბრისტოლ მაიერს სქუიბის მიერაა შექმნილი. 

   კვლევები ჩატარდა  მსოფლიო  ს  სახავადასხვა ქვეყნის 676 პაციენტზე. კვლევებმა ნათელყო,რომ პროგრესული მელანომის ახალი პრეპარატით მკურნალობის შედეგად , პაციენტთა 25%-ს ორ წელზე მეტით უხანგრძლივდებათ სიცოცხლე. მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი მედიკამენტის მიღების გარეშე დაახლოებით 6 თვეა.   

   კიდევ ერთი აღმოჩენა ამ კონფერენციაზე იყო პრეპარატი ქრიზოტინიბი, რომელიც სპეციფიკური გენეტიკური მუტაციის შედეგად წარმოქმნილ ფილტვის  სიმსივნეს მნიშვნელოვნად ამცირებს ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 805 | დაამატა: makho | თარიღი: 2010-09-15 | კომენტარი (0)

 

ფარმაცევტულმა კომპანიებმა Merck და Vertex Pharmaceuticals განაცხადეს ბოცეპრევირისა და ტელაპრევირის კლინიკური კვლევების საბოლოო ფაზის დასრულების შესახებ. 

დღეისათვის С ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოიყენება არასპეციფიკური ანტივირუსული მედიკამენტები α-ინტერფერონთან კომბინაციაში. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტების უმრავლესობაში ამპრეპარატებით ერთწლიანი მკურნალობის შემდეგ აღინიშნება გამოჯანმრთელება, ზ.ა. პრეპარატები იწვევენ სერიოზულ გვერდით ეფექტებს, მათ შორის ანემიას, დეპრესიას, მწვავე რესპირატორულ ვირუსულ დაავადებებს.
ორივე ახალი პრეპარატი მიეკუთვნება პროტეაზების ინჰიბიტორების ჯგუფს. ისინი ახდენენ ამ ფერმენტის მოქმედების ბლოკადას, რის შედეგადაც ირღვევა ვირუსული ცილების სინთეზის პროცესი. კლინიკური გამოცდების შედეგების მიხედვით, С ჰეპატიტის მქონე ავადმყოფთა ორ მესამედს 48 კვირის განმავლობაში მკურნალობის ტრადიციული სქემასთან კომბინაციაში ბოცეპრევირის მიღების შემდეგ სისხლში ვირუსის რნმ-ის კონცენტრაცია შეუმცირდა ლაბორატორიულად განუსაზღვრელ დო ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1471 | დაამატა: makho | თარიღი: 2010-09-15 | კომენტარი (1)

 

გამოკვლევების მონაცემებით, მოსახლეობის 64–%–ს თავის ტკივილის პრობლემა აქვს. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ თავის ტკივილი ყველა ცნობილი დაავადების 70–%–ს თან ახლავს. მაშასადამე, ის ,,აისბერგის მწვერვალი’’, რომელიც გვკარნახობს: შეამოწმეთ გული და სისხლძარღვები, ფარისებრი ჯირკვალი; მიხედეთ ოსტეოქონდროზს და ა.შ. ჩვენ კი ორგანიზმს არ ვუსმენთ და მის მიერ გამოგზავნილ სიგნალს ტკივილგამაყუჩებელი აბების მიღებით ვახშობთ.

სპეციალისტებმა გამოყვეს თავის ტკივილის ისეთი მიზეზები, რომლებზეც ეჭვის მიტანა ძნელია, თუმცა თავის დახმარება შესაძლებელია.

1) თავის ტკივილსკენ გზა კუჭზე გადის.

გამოკვლევები გვიჩვენებს: პროდუქტები და სასმელები, რომლებიც შეიცავენ ამინებს, მონონატრიუმის გლუტამატებს, ნიტრიტებს, კოფეინსა და ასპარტამს, თავის ტკივილის სრულად შესაძლებელი პროვოკატორებია.
რჩევა: მენიუდან გამორიცხეთ ხორცისა და ბოსტნეულის კონსერვები, ნახევარფაბრიკატები, ტკბილი გაზიანი სასმელები, საკონდიტრო ნაწარმი, რომელშიც შაქრის ნაცვლად ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1399 | დაამატა: makho | თარიღი: 2010-09-14 | კომენტარი (0)

 

ციტრამონი წარმოადგენს კომპლექსურ პრეპარატს, რომელიც შედგება 0,24 გ აცეტილსალიცილის მჟავას, 0,03 გ კოფეინის, 0,18 გ ფენაცეტინის, 0,03 გ კაკაოს ფხვნილის, 0,02 გ ლიმონის მჟავასა და 0,1 გ შაქრისაგან. ციტრამონის სამკურნალო მოქმედება განისაზღვრება მასში შემავალი კომპონენტების ურთიერთქმედებით (აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას) და გამოიხატება ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი ეფექტით.


პრეპარატი აბების სახით გამოდის, ორგანიზმში მოხვედრისას 90%-ით აითვისება და მიღებიდან ნახევარ საათში იწყებს მოქმედებას. ციტრამონში შემავალი ფენაცეტინი ბლოკავს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ტკივილის გამომწვევი ნივთიერებების გამოყოფას; აცეტილსალიცილის მჟავა ხსნის ქსოვილებში ტკივილის შეგრძნებას, რამდენადმე ამსუბუქებს ანთებით პროცესს და აქვეითებს სხეულის ტემპერატურას; კოფეინი აუმჯობესებს სისხლძარღვთა გამავლობას, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევასა და თავის ტვინის მუშაობას, უზრუნველყოფს ორგანიზმის ზოგად მხნეობას. ციტრამონით შეიძლება სხ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1633 | დაამატა: makho | თარიღი: 2010-09-14 | კომენტარი (0)

 

დღეს სახსართა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტთა არსენალი საკმაოდ დიდია. ექიმები არც მეთოდების სიმცირეს უჩივიან. უკვე შესაძლებელია, ეფექტურად ვუმკურნალოთ იმას, რის განკურნებაც თუნდაც ათი წლის წინ შეუძლებელი გვეჩვენებოდა. მაგრამ ის, ვისაც სახსრები აწუხებს, მოთმინებით უნდა აღიჭურვოს - ართრიტის, ართროზის, ხერხემლისა და სახსრების სხვა დაავადებების მკურნალობა ექიმისა და ავადმყოფის ერთობლივ სკრუპულოზურ მუშაობას მოითხოვს                                          სახსართა დაავადებების მკურნალობისას რა არის მთავარი ამოცანა და როგორ ხდება ექიმის მიერ მკურნალობის მართვა?

- როდესაც კითხვას ასე ვსვამთ, უნდა დავაზუსტოთ, რომ ძვალ-სახსართა სისტემის პრობლემა შეიძლება იყოს როგორც ამა თუ იმ დაავადების სიმპტომი, ასევე დამოუკიდებელი დაავადება. ასეა თუ ისე, ყველა დაავადების მკურნალობას აქვს ერთი მიზანი: მოიხსნას ტკივილი და ჩაქრეს ანთება, ამიტომ ექიმი, უწინარეს ყოვლისა, ნიშნავს ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს. ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ორი ტიპისაა: სტეროიდ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 18722 | დაამატა: makho | თარიღი: 2010-09-14 | კომენტარი (9)

ადამიანს სიცოცხლისა და არსებობისთვის უამრავი რამ სჭრიდება, თუმცა ამათგან, რამოდენიმე კომპონენტი აუცილებელი და გარდაუვალია. სწორედ ასეთ კატეგორიას მიკუთვნება ძილი. უმეტესობას ადამიანებისა ჭრიდება 7–8 საათი ძილისა დღეღამის განმავლობაში, იმისათვის რომ თავი დასვენებულად იგრძნონ და საკუთარი მოვალეობები (ფუნქციები) უკეთ შეასრულონ. ზოგისთვის ეს დრო 6 საათია, ზოგს კი 10 საათიც არ ჰყოფნის. დღევანდელი ცხოვრების რითმის პირობებში გახშირდა უძილობის შემთხევები, რაც ხშირად სხვადასხვა დაავადებების, უფრო ხშირად კი სხვადასხვა ფუნქციების არაეფექტური შესრულების მიზეზი ხდება.

უძილობის ანუ ე.წ ინსომნიას სიმპტომები სხვადასხვაგვარია:
• მოსვენებულად ძილის საშუალების არქონა
• ჩაძინების პრობლემა
• ხშირად გაღვიძება
• ადრე გაღვიძება
• დაღლილობის შეგრძნება გაღვიძებისას, დიდი ხნის ძილის
შემდეგაც კი
• დაღლილობის შეგრძნება დღის განმავლობაში
• გაღიზიანება თუ ეს სიმპტომები 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში
გრძელდება, აუცილებელია შესაბამისი ს ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1844 | დაამატა: makho | თარიღი: 2010-09-03 | კომენტარი (0)

დადასტურდა, რომ ინსულტის თავიდან აცილებისას ჩვეულებრივი ასპირინის პროფილაქტიკური პოტენციალი ოდნავაც არ ჩამოუვარდება ამ მიზნით გამოყენებული ტრადიციული პრეპარატის - დელტაპარინის პოტენციალს. დელტაპარინი დაბალმოლეკულური ჰეპარინის პრეპარატია, რომელსაც ორგანიზმის განსაკუთრებული უჯრედები გამოიმუშავებს. ინსულტების დაახლოებით 80% თავის ტვინის სისხლძარღვთა თრომბოზის შედეგია, დანარჩენი კი თავის ტვინში სისხლჩაქცევისა (ჰემორაგიული ინსულტი). პირველ შემთხვევაში სამკურნალოდ გამოიყენება დელტაპარინი, რომელიც ხელს უწყობს თრომბის დაშლას, მეორე ვარიანტის დროს კი დაბალმოლეკულური ჰეპარინით მკურნალობა საშიშია, ამიტომ მეცნიერებმა ასპირინზე დაკვირვება დაიწყეს. მათ გამოიკვლიეს 449 პაციენტი, რომელთა ნაწილი გადატანილი ინსულტის შემდეგ დელტაპარინს იღებდა, ნაწილი კი ასპირინს. დაკვირვების შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ასპირინი დელტაპარინს არაფრით ჩამოუვარდება. იგი აუმჯობესებს სისხლის დინებას და ხელს უშლის სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნას. ამასთანავე, ასპირინის გამოყენება შ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 829 | დაამატა: makho | თარიღი: 2010-09-03 | კომენტარი (0)

პომიდორს უნიკალური თვისება აქვს - მას შეუძლია, ხელი შეუშალოს თრომბების წარმოქმნას და შეამციროს ღრმა ვენების თრომბოზის რისკი. ღრმა ვენების თრომბოზი მძიმე დაავადებაა, რომელიც ხშირად ემართებათ ხანგრძლივი ავიარეისების მგზავრებს მოუხერხებელ პოზაში და უმოძრაოდ დიდხანს ჯდომის გამო. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ბრიტანეთში ამ მიზეზით ყოველწლიურად დაახლოებით 40 ადამიანი კვდება, თუმცა ღრმა ვენების თრომბოზით გამოწვეული რეალური სიკვდილიანობა, სავარაუდოდ, გაცილებით აღემატება ამ მაჩვენებელს.



გამოკვლევამ, რომელშიც 200 მოხალისე მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ერთი ულუფა პომიდვრის წვენი სისხლის წებოვნობას 70%-ით ამცირებს, ეს კი, თავის მხრივ, აქვეითებს თრომბების წარმოქმნის საშიშროებას, ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს. პომიდვრის წვენის დადებითი ეფექტი დაახლოებით 18 საათს გრძელდება და ასიდან 97 შემთხვევაში აღინიშნება. საქმე ის არის, რომ პომიდორი შეიცავს ანტითრომბოზულ ნივთიერებებს - ფლავონოიდებს. მათი დღიური ნორმის მისაღებად საკმ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 832 | დაამატა: makho | თარიღი: 2010-09-03 | კომენტარი (0)

 

თუ სლოკინი აგივარდათ

ყველაზე მარტივი გზაა, ნელა, დიდი ყლუპებით დალიოთ ცივი უგაზო წყალი.
არ გიშველათ? დაჯექით, ხელები გულმკერდზე შემოიჭდეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ, წელში მოიხარეთ და რაც შეიძლება მეტხანს შეიკავეთ სუნთქვა. წესით, უნდა გიშველოთ.
გიშველით დაფნის ეთერზეთიც _ უნდა შეისუნთქოთ შეტევის დროს.


გულყრის შემთხვევაში
8დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
8სასწრაფოს მოსვლამდე ავადმყოფი დააწვინეთ ზურგზე, თავქვეშ ამოუდეთ მუთაქა ან დაგორგლილი ტანსაცმელი.
8თავი გვერდზე მიუბრუნეთ და თუ მაღალზე წევს, თვალყური ადევნეთ, რომ არ გადავარდეს.
8შეუხსენით გულისპირი და შუბლზე დაადეთ ცივი ტილო.
8ასუნთქეთ მკვეთრსუნიანი ნივთიერება _ სუნამო, ოდეკოლონი.
8ცერი და ნეკა თითი ძლიერად დაუზილეთ.
8ეფექტურია ძლიერი დაწოლა ზედა ტუჩსა და ცხვირს შორის.


ცხვირიდან სისხლდენის დროს
არ დაწვეთ, თავი უკან არ გადასწიოთ და ცხვირი ტამპონებით არ ამოივსოთ. დაჯექით, თავი ოდნავ დახარეთ და ცხვირის ფუძეზე დაიდეთ ყინული, თუ ა ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1261 | დაამატა: makho | თარიღი: 2010-09-03 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 5 6 »
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2019  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სამკ. მცენარეები
სამ. ლექსიკონი
MSteam
მედიკამენტები
საიტები
PSP
AVERSI
GPC
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი
ჩანაწერების არქივი