NOLI NOCERE!!!
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
საიტის კატეგორიები
pharmanews მედიკამენტი [0]
რჩევები [0]
ფარმაცევტული კომპანიები [1]
ჩატი
სტატისტიკა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 14 » ორგანიზმის "დასუფთავება"
9:23 PM
ორგანიზმის "დასუფთავება"
    ადამიანის ორგანიზმი ერთგვარი უნიკალური მინიქარხანაა, რომელიც, გარდა იმისა, რომ თავად გამოიმუშავებს ამა თუ იმ ნივთიერებას, გარემოდან მიღებული ნივთიერებებისგანაც ქმნის თავისთვის საჭირო ქიმიურ ნაერთებს. მკითხველი დაგვეთანხმება, რომ ყოველგვარ წარმოებას თან სდევს საწარმოო ნარჩენების დაგროვება, რომლებიც სხვადასხვა წიდასთან ერთად ხშირად მომწამვლელ ნივთიერებებსაც შეიცავს. ადამიანის ორგანიზმს "სანიტარიულ-ჰიგიენური" სამსახურიც კარგად აქვს ორგანიზებული. ღვიძლის, თირკმელების, ფილტვებისა თუ კანის საშუალებით განუწყვეტლივ ხდება ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებების გარემოში გამოყოფა.

   ზემოთ აღწერილი სიტუაცია ზუსტად შეესაბამება ჯანმრთელი ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციობას. მაგრამ, მოდი, დავუბრუნდეთ რეალობას. გადის დრო, ადამიანს ასაკი ემატება, სიგარეტის, ალკოჰოლის, ეკოლოგიური მდგომარეობის ზემოქმედების გამო იმუნური სისტემა მოქნილობას ნელ-ნელა კარგავს. ასაკთან ერთად აქტიურდება ქრონიკული დაავადებები, რომელთა სამკურნალო პრეპარატები ორგანიზმზე ზემოქმედების შემდეგ ისეთ "საწარმოო ნარჩენებს" ტოვებს, რომელთა გამოყოფა ორგანიზმს უკვე უჭირს. სწორედ ზემოთ აღწერილი სიტუაციით სარგებლობენ ვაი-მკურნალები და ადამიანებს სთავაზობენ ნახარშებისა თუ გამონაწვლილების საშუალებით "შლაკებისაგან (ანუ წიდისგან) ორგანიზმის გასუფთავებას". ეს სტატია ვინმეს კრიტიკას ან ხალხური გამოცდილების უარყოფას არ ემსახურება; უბრალოდ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმ ელემენტარულ საკითხს, რომ თუ არ დაიცავთ ჯანსაღი ცხოვრების წესებს, თუ მავნე ჩვევებზე არ იტყვით უარს, ვერანაირი "შლაკებისაგან" გამწმენდი საშუალება ვერ გიშველით, მათ შორის - ვერც მსოფლიოში უკვე დიდი ხანია მიღებული და აპრობირებული სამედიცინო მანიპულაციები. ამჯერად სწორედ ამ უკანასკნელთა შესახებ გესაუბრებით.


ჰემოსორბცია
     ჰემოსორბცია (ბერძ. "ჰემა" - სისხლი; ლათ. "სორბერე" - შთანთქმა) მკურნალობის მეთოდია, რომლის საშუალებითაც ხდება სისხლიდან სხვადასხვა ტოქსიკური პროდუქტის გამოძევება სისხლისა და სორბენტის (მყარი ქსოვილები ან სითხეები, რომლებიც გარემოდან არჩევითად შთანთქავენ აირებს, გახსნილ ნივთიერებებს და სხვა) ორგანიზმის გარეთ კონტაქტის გზით. ეს გახლავთ სორბციის პროცესის სახესხვაობა, რომლის დროსაც შთამნთქმელები და ორგანიზმისთვის (სისხლისთვის) მოსაშორებელი ტოქსიკური ნივთიერებების ნაწილაკები ერთმანეთთან ქიმიურ რეაქციაში შედიან. ჰემოსორბციის დროს სისხლის ტოქსიკური მინარევები თუ ნაერთები სორბენტის ზედაპირზე ილექება. სორბენტებად გამოიყენება გააქტიურებული ნახშირი, სპეციფიკური ფისი და სხვა აქტიური ნივთიერებები. ჰემოსორბცია შეიძლება ჩატარდეს როგორც სახლის პირობებში, ასევე ამბულატორიულადაც. ერთჯერადი ნემსით პაციენტის მხოლოდ ერთი ვენა იჩხვლიტება, საიდანაც სპეციალური აპარატი დგუშის მეშვეობით იღებს 15 მილილიტრამდე სისხლს, ატარებს ჰემოსორბენტში და გაწმენდის შემდეგ უკან, იმავე ვენაში აბრუნებს. სისხლის გამწმენდი აპარატი თავად ირჩევს სისხლის გამოღებისა და გადასხმის საჭირო სიჩქარეს და მას პაციენტის ინდივიდუალურ მონაცემებს არგებს. ამგვარად სორბირდება, იწმინდება მოცირკულირე სისხლის მთელი მოცულობა. პროცედურა დაახლოებით 2,5 საათს გრძელდება. მისი დამთავრების შემდეგ 4 საათის განმავლობაში აუცილებელია ნაჩხვლეტ ადგილს დამწოლი ნახვევი დაედოს. რაიმე სახის შეზღუდვა, როგორც წესი, საჭირო არ არის.

პლაზმოფერეზი
      პლაზმოფერეზი ორგანიზმის საფუძვლიანი დალაგება-დასუფთავების მეთოდია. იგი ყველაზე უფრო შედეგიან მეთოდად არის მიჩნეული. საკითხის გასამარტივებლად თემას ოდნავ უნდა გადავუხვიოთ. საკვებით, წყლითა და ჰაერით ორგანიზმში ხვდება ათეულობით ათასი უსარგებლო და უფრო მეტიც - შხამიანი ნივთიერება. სანამ ახალგაზრდები და აქტიურები ვართ, იმუნური სისტემა გმირულად იგერიებს მათ შემოტევას, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად იგი უფრო და უფრო მეტად სუსტდება, თირკმელები, ღვიძლი და სხვა "მწმენდავები" ნელ-ნელა თმობენ პოზიციებს. "ცეცხლზე ნავთს" ასხამს ყოველდღიური სტრესი, გამოუძინებლობა და ცუდი ეკოლოგიური მდგომარეობა. საერთო ჯამში ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვების ძირითადი მიზეზებია: ეკოლოგიური პრესინგი; არასწორი კვება; თამბაქოს წევა; ალკოჰოლის მავნე მოხმარება; წამლების, განსაკუთრებით ანტიბიოტიკების, ხანგრძლივი მიღება; ხშირი სტრესი; მოწამვლა; სხვადასხვა დაავადება. ორგანიზმს ეს ნარჩენები ბუნებრივი გზით გამოაქვს გარეთ, მაგრამ ზოგჯერ ამის სრულფასოვნად კეთება აღარ ძალუძს. ამას მოჰყვება გაღიაზიანებადობა, სწრაფი დაღლა, ძილის დარღვევა, ალერგია, კანის სხვადასხვა ტიპის გამონაყარი, იმუნიტეტის დათრგუნვა, ხოლო უფრო მძიმე შემთხვევებში - შინაგანი ორგანოებისა და სისტემების (თირკმელები, თირკმელზედა ჯირკვლები, ღვიძლი, ნაწლავები, ნერვული სისტემა და სხვა) დარღვევა.

პლაზმოფერეზი მავნე ნივთიერებებისგან ორგანიზმის განთავისუფლების ჰემოსორბციასთან შედარებით უფრო მოქნილი და საიმედო მეთოდია. ეს გახლავთ პროცესი, რომლის დროსაც სისხლიდან მავნე ნივთიერებების შთანთქმა სპეციალური ფილტრების საშუალებით ხდება. ამას შეიძლება სისხლის ქიმიური წმენდაც ვუწოდოთ. მისი საშუალებით სისხლი იწმინდება წიდისგან, შხამებისა და ნივთიერებათა ცვლის სხვა პროდუქტებისგან, ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და ცხიმში ხსნადი ფისებისგან. პლაზმოფერეზი და ჰემოსორბცია ახდენს იმუნიტეტის კორექციას, ამაღლებს ორგანიზმის საერთო ტონუსსა და სტრესებისადმი მედეგობას, აქვს ანტიდეპრესიული ეფექტი, აღადგენს ორგანიზმის მგრძნობელობას სამკურნალო პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენებისადმი, ორგანიზმს ზედმიწევნით კარგად ასუფთავებს წიდისაგან, რითაც სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს მაქსიმალურად ამცირებს. პლაზმოფერეზის პროცედურა ემყარება სპეციალური ფილტრების გავლით სისხლის გაწმენდას. ამ მანიპულაციის დროსაც მხოლოდ ერთი ვენა იჩხვლიტება, მაგრამ, ჰემოსორბციისგან განსხვავებით, აპარატი ვენიდან იღებს 600 მილილიტრამდე სისხლს და მას სპეციალურად გადაამუშავებს - პლაზმას, რომელშიც შხამიანი ნაერთებია შეწონილი, აშორებს და სისხლის დარჩენილ ელემენტებს იმავე ვენის საშუალებით ორგანიზმში აბრუნებს. პლაზმოფერეზის ხანგრძლივობა 2-2,5 საათია. პროცედურა პაციენტს ადვილად გადააქვს. ერთი სეანსის განმავლობაში ორგანიზმს სცილდება 1 ლიტრამდე პლაზმა. ეს მეთოდი უნიკალურია იმით, რომ მისი გამოყენებისას ხდება ცხიმში ხსნადი მსხვილი მოლეკულური ნაერთების მოცილება, რომელთა შორის დიდი რაოდენობით არის მაღალტოქსიკური ქსენობიოტიკები და ბალასტური ენდოგენური ნივთიერებები (ქოლესტერინი, ბილირუბინი და სხვა), რომლებიც ორგანიზმის ცხოველქმედების დამამუხრუჭებელი ეფექტით გამოირჩევა. პლაზმოფერეზსა და ჰემოსორბციას ხელოვნური ღვიძლიც კი შეიძლება ეწოდოს, უფრო სწორად, ხელოვნური სისტემა, რომელიც ღვიძლის ფუნქციებს ახორციელებს, და ეს იმიტომ, რომ მათი საშუალებით ხდება ქსენობიოტიკებისა და შხამიანი ნაერთების სისხლიდან უშუალოდ სორბენტებზე დალექვა. სამწუხაროდ, პლაზმოფერეზის ფართო (ამბულატორიული) გამოყენება იმით არის შეზღუდული, რომ მისი წარმოების დროს აუცილებელია ორგანიზმს გარედან მიეწოდოს ცილოვანი ნაერთები, რაც პროცედურის თვითღირებულებას საკმაოდ ზრდის და, ამასთანავე, ექიმისგან პაციენტის ხანგრძლივ კონტროლს მოითხოვს. ზემოთქმულთან ერთად, პლაზმოფერეზი და, სახელდობრ, მისი ერთ-ერთი სახეობა, მემბრანული პლაზმოფერეზი (იგი ჩვეულებრივი პლაზმოფერეზისგან სორბენტით განსხვავდება), საუკეთესო ეფექტს ახდენს: ენდოკრინული დაავადებების; რევმატიზმის; ალერგიის; სასუნთქი ორგანოების დაავადებების; კუჭ-ნაწლავის დაავადებების; შარდსასქესო სისტემაში არსებული პრობლემების; ალკოჰოლიზმის (რთული შემთხვევები, ნაბახუსევის სინდრომი, თეთრი ცხელების პროფილაქტიკა და სხვა); ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს. პლაზმოფერეზი და ჰემოსორბცია არასწორი კვების, თამბაქოსა და ნარკოტიკების მიღების შემდეგ ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნაერთების გამოძევებასაც უწყობს ხელს. და, რაც მთავარია, ამ პროცედურების შემდეგ აღდგება სამკურნალო პრეპარატებისადმი ორგანიზმის მგრძნობელობა. ორიოდე სიტყვით ამ უკანასკნელის შესახებაც მოგახსენებთ. წამლების ხანგრძლივი მიღება, გარდა იმისა, რომ უჯრედებს მათდამი ნაკლებმგრძნობიარეს ხდის, რასაც სამკურნალო პრეპარატების დოზის მომატებით ებრძვიან, ორგანიზმში იმ წიდასაც აგროვებს, რაც ამა თუ იმ წამალს მოსდევს თან. სწორედ ამ წიდას გამოდევნის პლაზმოფერეზი (ჰემოსორბცია) და ამასთანავე ხელს უწყობს პრეპარატებისადმი უჯრედების მგრძნობელობის აღდგენას, რაც, თავის მხრივ, წამლის დოზის შემცირების შესაძლებლობას იძლევა და მათ ეფექტურობას ზრდის. შედეგად ამა თუ იმ დაავადების განვითარების რისკი მინიმუმამდე მცირდება. მკითხველისთვის საინტერესო იქნება ის ფაქტიც, რომ პლაზმოფერეზი დიდ გავლენას ახდენს სიმსუქნისა და მის გართულებათა ურთულესი სინდრომოკომპლექსის უშუალო მიზეზებზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს მეთოდი მეტად ეფექტურია სიმსუქნის მკურნალობის დროს.

ჰემოდიალიზი
    ეს სისხლის გაწმენდის კიდევ ერთი მეთოდია, თუმცა ზემოთ აღწერილებისგან იმით განსხვავდება, რომ ამ პროცედურის დროს სისხლიდან მხოლოდ ურემიული ("ურეა" - შარდი) ტოქსინები (წყალში ხსნადი ტოქსინები) გამოაქვს. სწორედ ამიტომ მისი ეფექტური გამოყენება მხოლოდ ურემიული ინტოქსიკაციისა და ღვიძლის უკმარისობის დროს ორგანიზმის ზოგიერთი ნეფროტოქსიკური (თირკმელების მომწამვლელი) ნაერთით მოწამვლის შემთხვევაშია შესაძლებელი. უბრალო ენით რომ ვთქვათ, ჰემოდიალიზი ძირითადად თირკმელებდაავადებული ადამიანებისთვის არის ეფექტური და ამიტომ იმ მოწყობილობას, რომლითაც ეს პროცედურა ტარდება, ხშირად "ხელოვნურ თირკმელსაც" უწოდებენ. ჰემოდიალიზისგან განსხვავებით, ჰემოსორბცია და პლაზმოფერეზი მომწამვლელი ნივთიერებების უფრო ფართო დიაპაზონს მოიცავს, მათ შორის - ცხიმში ხსნადებსაც. სამაგიეროდ, იმის გამო, რომ ურემიულ ტოქსინებს ვერ "იჭერს", თირკმლის უკმარისობის დროს უეფექტოა. დაბოლოს, სისხლის გაწმენდა ჯანმრთელი ადამიანისთვისაც სასარგებლოა, რადგან ეს პროცედურა ყოველთვის ამაღლებს საერთო განწყობილებასა და იმუნიტეტს, მაგრამ საეჭვო ნახარშების მიღების ნაცვლად, ჯობს, ეს პროცედურა კლინიკაში (ან თუნდაც ამბულატორიულად) გამოცდილი მედპერსონალის მეთვალყურეობით ჩაიტაროთ.

ნანახია: 4095 | დაამატა: makho | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 სალომე  
0
მაინტერესებს სისხლის გაწმენდა როგორ შველის ეგზემას და საჭირო ხდება თუ არა მუდმივად ამის განხორციელება

სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
სამკ. მცენარეები
სამ. ლექსიკონი
MSteam
მედიკამენტები
საიტები
PSP
AVERSI
GPC
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი
ჩანაწერების არქივი