NOLI NOCERE!!!
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
საიტის კატეგორიები
pharmanews მედიკამენტი [0]
რჩევები [0]
ფარმაცევტული კომპანიები [1]
ჩატი
სტატისტიკა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 14
      სისხლის წნევა - ეს ის ძალაა, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმში მოცირკულირე სისხლი აწვება სისხლძარღვების კედლებს. იგი ორგანიზმის ცხოველქმედების ერთ-ერთი ძირითადი პარამეტრია. არტერიულ წნევას ორი მაჩვენებელი აქვს, რომლებიც ვერცხლისწყლის სვეტის მილიმეტრებით იზომება. ზედა მაჩვენებელი (პირველი რიცხვი) - სისტოლური, ქვედა (მეორე რიცხვი) კი დიასტოლური წნევაა. სისტოლურ წნევას განსაზღვრავს ის ძალა, რომლითაც გული სისხლს უმსხვილეს სისხლძარღვებში გადაისვრის, დიასტოლური წნევა კი იმ ძალით განისაზღვრება, რომლითაც სისხლი გულის მოდუნების პერიოდში მოქმედებს არტერიათა კედლებზე.

როგორც არტერიულ, ისე კაპილარულ და ვენურ წნევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის საერთო მდგომარეობის შენარჩუნებისა და ცხოველქმედების პროცესისთვის, რადგან სწორედ მისი საშუალებით გადაადგილდება სისხლი სისხლძარღვებში და ხორციელდება ნივთიერებათა ცვლა. არტერიული წნევა სისხლის მიმოქცევისას თანდათანობით მცირდება. ის იმდენადვე იკლებს, რამდენადაც სისხლძარღვი შორდება გულს, ას ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1716 | დაამატა: makho | თარიღი: 2011-02-14 | კომენტარი (0)

   სურსათის შეძენისას ხშირად ვხელმძღვანელობთ ჩვეული წარმოდგენებით ამა თუ იმ პროდუქტზე, თუმცა ეს წარმოდგენები ყოველთვის მართებული როდია, განსაკუთრებით იმ საკვებზე, რომელსაც მიიჩნევენ დიეტურად, მსუბუქად, სამკურნალოდაც კი. მას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, კარგად გავეცნოთ შემადგენლობას, სასარგებლო და მავნე ინგრედიენტების შემცველობას, გავარკვიოთ, რა გავლენას მოახდენს ეს ნივთიერებები ჩვენს ორგანიზმზე. მოდი, განვიხილოთ ერთი შეხედვით უწყინარი ზოგიერთი პროდუქტი.

მარგარინი - "მსუბუქი კარაქი"
მარგარინს უკავია "მცენარეული ცხიმის შემცველი" პროდუქტის პოზიცია, რომელიც წონის მომატებას არ გვიქადის. იყენებენ როგორც სამარხვო პროდუქტს. ნაკლი: გადამუშავებისას გადის ჰიდრირებას, ეს კი ძალიან მავნებელია.


საექიმო ძეხვი
ე.წ. საექიმო ძეხვი ოდითგანვე დიეტურ პროდუქტად მიიჩნევა და დღემდე ინარჩუნებს ასეთ რეპუტაციას, ამიტომ მას ეტანებიან ადამიანები, რომელთაც აწუხებთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ჭარბი წონა. ნაკლი: მაღალი ცხიმიანობა (დაახლოებით 30%), მარილისა და სოიის დანამატების მ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1095 | დაამატა: makho | თარიღი: 2011-02-14 | კომენტარი (0)

    ადამიანის ორგანიზმი ერთგვარი უნიკალური მინიქარხანაა, რომელიც, გარდა იმისა, რომ თავად გამოიმუშავებს ამა თუ იმ ნივთიერებას, გარემოდან მიღებული ნივთიერებებისგანაც ქმნის თავისთვის საჭირო ქიმიურ ნაერთებს. მკითხველი დაგვეთანხმება, რომ ყოველგვარ წარმოებას თან სდევს საწარმოო ნარჩენების დაგროვება, რომლებიც სხვადასხვა წიდასთან ერთად ხშირად მომწამვლელ ნივთიერებებსაც შეიცავს. ადამიანის ორგანიზმს "სანიტარიულ-ჰიგიენური" სამსახურიც კარგად აქვს ორგანიზებული. ღვიძლის, თირკმელების, ფილტვებისა თუ კანის საშუალებით განუწყვეტლივ ხდება ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებების გარემოში გამოყოფა.

   ზემოთ აღწერილი სიტუაცია ზუსტად შეესაბამება ჯანმრთელი ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციობას. მაგრამ, მოდი, დავუბრუნდეთ რეალობას. გადის დრო, ადამიანს ასაკი ემატება, სიგარეტის, ალკოჰოლის, ეკოლოგიური მდგომარეობის ზემოქმედების გამო იმუნური სისტემა მოქნილობას ნელ-ნელა კარგავს. ასაკთან ერთად აქტიურდება ქრონიკული დაავადებები, რომელთა სამკურნალო პრეპარატები ორგანიზმზე ზემოქმედების შემდეგ ისეთ "საწარმო ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 4083 | დაამატა: makho | თარიღი: 2011-02-14 | კომენტარი (1)

შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
სამკ. მცენარეები
სამ. ლექსიკონი
MSteam
მედიკამენტები
საიტები
PSP
AVERSI
GPC
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი
ჩანაწერების არქივი