ყველას გაუგონია სიტყვა "ვირუსი", რომელიც უმთავრესად გრიპთან
ასოცირდება, თუმცა ამ უმცირესი ზომის ორგანიზმს არაერთი სხვა დაავადების
გამოწვევაც შეუძლია. ვირუსი ძალზე მცირე ზომის მიკროორგანიზმია. ის გენეტიკური პარაზიტია - არ ახდენს საკუთარი ცილების სინთეზს, ამისთვის იგი მასპინძელ უჯრედს იყენებს, ამავე დროს, არ იზრდება, მხოლოდ მრავლდება. ცნობილია მცენარეთა, ცხოველთა და ადამიანთა სამყაროსთვის დამახასიათებელი ვირუსები. ზოგიერთი ვირუსი ადამიანისთვისაც საშიშია და ცხოველისთვისაც. მაგალითად, ცოფის გამომწვევი აავადებს როგორც ცხოველს, ისე ადამიანსაც. ზოგიერთი ვირუსი მხოლოდ ადამიანს უქადის საფრთხეს, - ასეთია, მაგალითად,C ჰეპატიტის ვირუსი, - ზოგი კი მხოლოდ ცხოველებს. დღესდღეობით ცნობილია ადამიანისთვის საშიში ვირუსების 20-ზე მეტი ოჯახი, რომელთაგან თითოეული კიდევ რამდენიმე ქვეტიპს მოიცავს. ნათელია, რომ ვირუსების ოჯახი დიდი და მრავალფეროვანია. ზოგიერთი ვირუსი შედარებით დიდი ზომისაა და დნმ-ს ჯაჭვს შეიცავს (დნმ-ვირუსები), ზოგიც ძა ... კითხვის გაგრძელება » |
ბავშვობიდან გვესმოდა, ყველაზე სასარგებლო საკვები ხილი და ბოსტნეულიაო, მერე კი გაირკვა, რომ ეს პროდუქტები ვიტამინებსა და სასარგებლო ნივთიერებებთან ერთად ჯანმრთელობისთვის საშიშ ქიმიურ ნაერთებსაც შეიცავს...
ჩვეულებრივ, ნიტრატები ტოქსიკური არ არის და ორგანიზმიდან ადვილად გამოიყოფა, მაგრამ განსაზღვრულ პირობებში, როცა მცენარეში მათი შემცველობა დასაშვებ დონეს აჭარბებს, ისინი ჯანმრთელობისთვის საშიშ ნიტრიტებად ტრანსფორმირდება. უპირველეს ყოვლისა, მოქმედებს სისხლზე - ჰემოგლობინს გარდაქმნის მეთჰემოგლობინად, რომელსაც ჟანგბადის გადატანა არ შეუძლია. შედეგად ქსოვილებში იწყება ჟანგბ ... კითხვის გაგრძელება » |
თუთიას სამართლიანად უწოდებენ სიხარულის, ბედნიერებისა და ძალის მომნიჭებელ ელემენტს, კოსმეტოლოგები კი მას "კოსმეტიკურ" მიკროელემენტად მიიჩნევენ. მასზე ბევრად არის დამოკიდებული თმის ბზინვარება და კანის სილამაზე. ორგანიზმის მხრივ თუთიის მოთხოვნილება საკმაოდ დიდია. ამ მხრივ ეს მიკროელემენტი არ ჩამოუვარდება რკინას. თუთია სჭირდება ყველა ორგანოს, თითოეულ უჯრედს. ის ჰაერივით აუცილებელია. ის აუცილებელია მხედველობისა და მეხსიერებისთვის, იმუნური სისტემის ფუნქციის შესანარჩუნებლად, რეპროდუქციული სისტემის მუშაობისთვის. უჯრედულ დონეზე |
ჩემი მეუღლე სასმელს ვერ იტანს. არადა, ახალ წელს - ხომ იცით ჩვენი
ამბავი - ხან სტუმარი შემოგიღებს კარს, ხან მეგობრები მიგიწვევენ და არის
გაუთავებელი სმა-ჭამა და სუფრიდან სუფრაზე გადასვლა-გადაპატიჟება. მეორე
დღე კი, როგორც წესი, მასაც გამწარებული აქვს და მასთან ერთად - ჩვენც,
მთელ ოჯახს. გთხოვთ გვირჩიოთ, როგორ მოვიქცეთ, რომ დღესასწაულის ასეთ
"გაგრძელებას" გადავურჩეთ. საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია შამპანურის, წითელი ღვინის, კონიაკისა და სხვა სასმელების გარეშე, რაც, რასაკვირველია, დადებით ემოციებსა და საზეიმო განწყობას მატებს ჩვენს ცხოვრებას, მაგრამ... მედალს, როგორც ყოველთვის, მეორე მხარეც აქვს. ძველად სუფრასთან უგონოდ დათრობა სამარცხვინოდ მიიჩნეოდა, რადგან, ტრადიციულად, სუფრა თავის წარმოჩენის, ურთიერთობისა და მოსწრებული სიტყვა-პასუხის, ლაზათიანი მრავალხმიანი სიმღერისა და ცეცხლოვანი ცეკვის ასპარეზი იყო და არა თრობისა... სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ მყარად არის ფეხმოკიდებული უზომო ... კითხვის გაგრძელება » |
ჩემი ვაჟი ბავშვობიდანვე ცელქი და ხიფათიანი იყო. ხან ხელს მოიტეხდა, ხან ფეხს გაიჭრიდა... კოპებსა და გადაყვლეფილ მუხლებზე აღარაფერს ვამბობ... მოკლედ, დავიტანჯეთ ჩვენც და ისიც. ერთხელ, ზაფხულში, ფეხი გადაუბრუნდა და კოჭი საშინლად გაუსივდა. დადიოდა კი არა, ფეხს მიწაზე ვერც კი ადგამდა. იმ დროს სოფელში ვიყავით, საიდანაც სამედიცინო დაწესებულებამდე შორი იყო, მანქანა კი არ გვყავდა. გავიხსენე დედამთილისგან ნასწავლი ხალხური მეთოდები და ერთ კვირაში ჩემი ბიჭუნა ჩიტივით დაფრინავდა. მინდა რამდენიმე რეცეპტი თქვენც გასწავლოთ:
დარჩეული ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან კარგად დანაყეთ. თავისი ზეთიანად დაიფინეთ ნაღრძობზე და მაგრად შეიხვიეთ. ნაღრძობ და შესივებულ ადგილზე დაიდეთ ასეთი საფენი: აიღეთ 1 სუფრის კოვზი არაყი და ამდენივე მზესუმზირას ზეთი, აურიეთ ერთმანეთში, ამ ნარევში დაასველეთ დოლბანდი, კარგად გაწურეთ და დაიდეთ მტკივან ადგილას. გაიჩერეთ მთელი ღამე. უხდება დაჟეჟილობასაც. დაჟეჟილ კუნთზე ჯერ ყინული დაიდეთ 10-15 წუთით, მერე ქაფურის სპირტით დაიზილეთ. კარგად მოხარშეთ 0,5 კგ ხმელი თეთრი ლ ... კითხვის გაგრძელება » |
რამდენიმე ათეული წელია, მივდევ კოსმეტოლოგიას და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჩვენი ქალების უმრავლესობამ არ იცის, როგორ მოუაროს სახის კანს. მაგალითად, ბევრს მიაჩნია, რომ პირისკანის მოსავლელად საკმარისია კრემები, ნიღბები და ხარისხიანი კოსმეტიკა. დიახ, კანს, რა თქმა უნდა, სჭირდება ნიღბებიც, კრემებიც, მაგრამ არანაკლები მნიშვნელობა აქვს კვებას. გაზაფხულობით ორგანიზმი ყველაზე მეტად არის გამოფიტული. კოქტეილები, რომელთა რეცეპტებსაც ქვემოთ გთავაზობთ, თქვენს სახეს არაჩვეულებრივ ფერს მისცემს.
კიტრის კოქტეილი: ერთმანეთს შეურიეთ 100 გრამი კიტრის წვენი, 100 გრამი სტაფილოს წვენი, 50 გრამი ნიახურის წვენი. ნიახურის კოქტეილი: აიღეთ 50 გრამი ნიახურის წვენი, დაასხით 100 გრამი რძე, დაუმატეთ 1 კვერცხის გული და 1 ლიმონის წვენი. პომიდვრის კოქტეილი: აიღეთ 150 გრამი პომიდვრის და 1 სუფრის კოვზი ნიახურის წვენი, დაამატეთ 50 გრამი ლიმონის წვენი. ვაშლის კოქტეილი: აიღეთ 200 გრამი ვაშლის წვენი, დაამატეთ 1 ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი თაფლი. სტაფილოს კოქტეილი: აიღეთ 200 გრამი სტაფილოს წვენი, დაამატეთ ნა ... კითხვის გაგრძელება » |
შარშან ზაფხულში მე და ჩემი ოჯახი ჩემი მეუღლის სოფელში დასასვენებლად გავემგზავრეთ. ასეთ დროს, როგორც წესი, ყველაფერი თან მიმაქვს, მათ შორის, რასაკვირველია, აუცილებელი მედიკამენტებიც. მაგრამ ერთხელ ისე მოხდა, რომ წამლების ყუთი გზაში დაგვეკარგა. ჩვენი სოფელი კი ისეთ მიყრუებულ ადგილასაა, უახლოეს აფთიაქამდე რამდენიმე კილომეტრის გავლა მოგიწევს. ხომ იცით სიმუხთლის კანონი - როცა არა გაქვს, სწორედ მაშინ დაგჭირდება. ჩვენც ასე დაგვემართა - ჩემს დედამთილს რაღაცამ აწყინა და ფაღარათი დაეწყო. არ დავიბენი, გავიხსენე დედაჩემისგან ნასწავლი რეცეპტები და გამოვიყენე კიდეც. მინდა, გამოცდილება თქვენი ჟურნალის მკითხველსაც გავუზიარო:
უბრალო, ხელმისაწვდომი, მაგრამ ეფექტური საშუალებაა დამწვარი პურის ჩაი: დაწვავთ პურს ნაკვერჩხალზე და მისგან დააყენებთ ჩაის, 2-3 ჭიქა საკმარისია, რომ ფაღარათი შეგიწყდეთ. ამავე დროს კარგია მუცელზე თბილი კომპრესი. აიღეთ კაკლის უღელი, ჩაყარეთ ბოთლში, დაასხით სპირტი და 2-3 დღე თავდახურული დატოვეთ. მიიღეთ 6-10 წვეთი, თბილ წყალში გახსნილი, დღეში 3-4-ჯერ. როგორც კი მკურნალობა შედეგს გ ... კითხვის გაგრძელება » |
ღრძილების ტკივილი ჭამის დროს, სისხლდენა, პირის ღრუში უსიამოვნო სუნი და, აქედან გამომდინარე, ხალხთან ურთიერთობის შიში - ეს ყველაფერი მჭირდა ორი წლის წინ, რამაც კინაღამ დეპრესიამდე მიმიყვანა. ერთ დღესაც თავს შევუძახე, ავადმყოფობას თავი არ დააჩაგვრინო-მეთქი და სამკურნალო მცენარეების შესახებ წიგნების კითხვას მივყავი ხელი. უამრავი სასარგებლო რეცეპტი ამოვიწერე, ცხადია, არამარტო ღრძილებისთვის. თქვენ კი მინდა გაგაცნოთ ის საშუალებები, რომლებმაც ღრძილების დაავადებისგან განმკურნა და ხალხთან ურთიერთობა ისევ შემაყვარა:
1. სალბის ნაყენი - 1 ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალზე; 2. გვირილის ყვავილის ნახარში - 1 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე; 3. მარწყვბალახას ნაყენი - 20 გ 1 ჭიქა წყალზე; 4. ბეგქონდარას ნახარში - 15 გ 1 ჭიქა წყალზე; 5. ცაცხვის ყვავილის ნახარში - 2 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე; 6. კრაზანას ნახარში - 2 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე; 7. აბზინდის ნაყენი - 2 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე; 8. გულყვითელას ყვავილედის ნახარში - 10 გ 1 ჭიქა წყალზე; 9. ოროვანდის ფესვის ნაყენი - 2 სუფ ... კითხვის გაგრძელება » |
კატარაქტა ხანში შესულ ხალხს ემართება, ამიტომ ბევრს მიაჩნია, რომ ასაკთან ერთად თვალისჩინის დაკარგვა გარდაუვალია და ამის გამო წუხილი არ ღირს. არადა, რაც ასაკში შევედი, თვალისჩინი უფრო და უფრო მეტად დამჭირდა, ამიტომ როდესაც კატარაქტის დიაგნოზი დამისვეს, ძალიან შევწუხდი და ამ სნეულების სამკურნალო მცენარეული რეცეპტების მოძიებას შევუდექი. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
აიღეთ ვაშლი, ამოჭერით რბილობი, ჩაასხით თაფლი, დააფარეთ თავისივე ამონაჭერი, ორი საათის შემდეგ გადმოასხით თაფლისა და ვაშლის წვენის ნარევი და დილაობით ორი წვეთი დაავადებულ თვალში ჩაიწვეთეთ. კატარაქტასთან ბრძოლისას შესანიშნავი საშუალებაა მწვანე ჩაი. სასურველია, დღეში 2 ფინჯანი მაინც დალიოთ. სამი თვის განმავლობაში დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა სტაფილოსა და ოხრახუშის წვენის ნარევი (3:1). ოხრახუშის მაგივრად შეიძლება ჭარხლის წვენის გამოყენებაც. აურიეთ ერთმანეთში ახალი თაფლი და სტაფილოს წვენი (თანაბრად) და დილა-საღამოს 1-2 წვეთი ჩაიწვეთეთ დაავადებულ თვალში. |
დიდხანს ვმკურნალობდი ნაწლავებში გაჩენილ პოლიპებს, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს და ბოლოს სპეციალისტებმა გამომიცხადეს, რომ ჩემი ხსნა მხოლოდ ქირურგიული ოპერაცია იყო. ოპერაციის ხსენებამ შემაშინა. გადავწყვიტე, ჯერ ხალხური საშუალებები მეცადა, ხოლო თუ არ მიშველიდა, ოპერაციას წინ რაღა დაუდგებოდა... მეგობრის რჩევისამებრ, დავიწყე ოქროს ულვაშით მკურნალობა. ვსვამდი მის ნაყენს, მოგვიანებით კი ბურახს. 5-6 თვეში პოლიპები თანდათან დაპატარავდა და ბოლოს ისეთი ზომისა გახდა, რომ ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენება აღარ შეეძლო.
ნაყენი ასე მზადდება: პატარა ნაჭრებად უნდა დაჭრათ ოქროს ულვაშის 18 მუხლი, დაასხათ ნახევარი ლიტრი არაყი და 12 დღე გააჩეროთ. როცა ნაყენი ფერს შეიცვლის - გაიისფრდება, უკვე მზად არის. უნდა მიიღოთ 1 საჩაროზე კოვზი დღეში ერთხელ, უზმოზე, საუზმემდე 30-40 წუთით ადრე. ბურახის მომზადების წესი კი ასეთია: აიღეთ ოქროს ულვაშის რამდენიმე მუხლი და წვრილად დაჭერით. დაჭრილი ნედლეული აწყეთ 200-გრამიანი ჭიქით. ერთი სავსე ჭიქა ჩაყარეთ დოლბანდის თოფრაკში, ჩააყოლეთ ერთი საშუალო ზომის ქვა და თო ... კითხვის გაგრძელება » |