ბავშვობიდან გვესმოდა, ყველაზე სასარგებლო საკვები ხილი და ბოსტნეულიაო,
მერე კი გაირკვა, რომ ეს პროდუქტები ვიტამინებსა და სასარგებლო
ნივთიერებებთან ერთად ჯანმრთელობისთვის საშიშ ქიმიურ ნაერთებსაც შეიცავს...
ნიტრატები
ნიტრატები აზოტმჟავას მარილებია. მათ
უხვად შეიცავს ნიადაგი და წყალი, რომელსაც მცენარე ფესვების საშუალებით
იწოვს და საკუთარი ორგანული ნაერთების "ასაშენებლად" იყენებს, ასე რომ,
ნიტრატები მცენარეში ყოველთვის არის. როდესაც მოსავლის სწრაფად აღება სურთ,
ნიადაგში დამატებით შეჰყავთ მრავალნაირი სასუქი, მათ შორის - აზოტოვნებიც.
სწორედ ამ გზით გროვდებიან ისინი მცენარეში.
ჩვეულებრივ, ნიტრატები ტოქსიკური არ არის და ორგანიზმიდან ადვილად
გამოიყოფა, მაგრამ განსაზღვრულ პირობებში, როცა მცენარეში მათი შემცველობა
დასაშვებ დონეს აჭარბებს, ისინი ჯანმრთელობისთვის საშიშ ნიტრიტებად
ტრანსფორმირდება. უპირველეს ყოვლისა, მოქმედებს სისხლზე - ჰემოგლობინს
გარდაქმნის მეთჰემოგლობინად, რომელსაც ჟანგბადის გადატანა არ შეუძლია.
შედეგად ქსოვილებში იწყება ჟანგბ
...
კითხვის გაგრძელება »