|
მთავარი » 2012 » იანვარი » 02
თუთიას სამართლიანად უწოდებენ სიხარულის, ბედნიერებისა და ძალის
მომნიჭებელ ელემენტს, კოსმეტოლოგები კი მას "კოსმეტიკურ" მიკროელემენტად
მიიჩნევენ. მასზე ბევრად არის დამოკიდებული თმის ბზინვარება და კანის
სილამაზე. ორგანიზმის მხრივ თუთიის მოთხოვნილება საკმაოდ დიდია. ამ მხრივ
ეს მიკროელემენტი არ ჩამოუვარდება რკინას. თუთია სჭირდება ყველა ორგანოს,
თითოეულ უჯრედს. ის ჰაერივით აუცილებელია. ის აუცილებელია მხედველობისა და
მეხსიერებისთვის, იმუნური სისტემის ფუნქციის შესანარჩუნებლად,
რეპროდუქციული სისტემის მუშაობისთვის.
უჯრედულ დონეზე ყველაზე უკეთ კოსმეტოლოგებმა
იციან, რაოდენ ძლიერ გავლენას ახდენს თუთია გარეგნობაზე. თმის სიხშირე და
ბზინვარება, კანის ელასტიკურობა და სიმკვრივე სწორედ ამ ელემენტის
დამსხურებაა. შთამბეჭდავი კოსმეტიკური ეფექტი ეფუძნება თუთიის უნარს,
მოახდინოს უჯრედების სასიცოცხლო ქმედებათა სტიმულირება. ამ მიკროელემენტის
უკმარისობა, უპირველეს ყოვლისა, ნერვულ
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
2115
|
დაამატა:
makho
|
თარიღი:
2012-01-02
|
|
ჩემი მეუღლე სასმელს ვერ იტანს. არადა, ახალ წელს - ხომ იცით ჩვენი
ამბავი - ხან სტუმარი შემოგიღებს კარს, ხან მეგობრები მიგიწვევენ და არის
გაუთავებელი სმა-ჭამა და სუფრიდან სუფრაზე გადასვლა-გადაპატიჟება. მეორე
დღე კი, როგორც წესი, მასაც გამწარებული აქვს და მასთან ერთად - ჩვენც,
მთელ ოჯახს. გთხოვთ გვირჩიოთ, როგორ მოვიქცეთ, რომ დღესასწაულის ასეთ
"გაგრძელებას" გადავურჩეთ.
საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია შამპანურის, წითელი ღვინის, კონიაკისა
და სხვა სასმელების გარეშე, რაც, რასაკვირველია, დადებით ემოციებსა და
საზეიმო განწყობას მატებს ჩვენს ცხოვრებას, მაგრამ... მედალს, როგორც
ყოველთვის, მეორე მხარეც აქვს. ძველად სუფრასთან უგონოდ დათრობა
სამარცხვინოდ მიიჩნეოდა, რადგან, ტრადიციულად, სუფრა თავის წარმოჩენის,
ურთიერთობისა და მოსწრებული სიტყვა-პასუხის, ლაზათიანი მრავალხმიანი
სიმღერისა და ცეცხლოვანი ცეკვის ასპარეზი იყო და არა თრობისა...
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ მყარად არის ფეხმოკიდებული უზომო
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
2130
|
დაამატა:
makho
|
თარიღი:
2012-01-02
|
| |
|
სამკ. მცენარეები |
|
სამ. ლექსიკონი | |
მედიკამენტები | |
|