|
NOLI NOCERE!!! |
|
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა |
|
მოგესალმები სტუმარი | RSS |
|
მთავარი » 2010 » აგვისტო » 1 » ვიტამინი B3 პოტენციური ანტიფუნგალური საშუალებაა
9:36 PM ვიტამინი B3 პოტენციური ანტიფუნგალური საშუალებაა |
მკვლევართა გუნდმა აღმოაჩინა ვიტამინი B3 -ის ანტიფუნგალური თვისება. საფუარა სოკოს (Candida albicans) მიერ გამოწვეული ინფექცია მნიშვნელოვანი პრობლემაა საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის და ხშირ გართულებას წარმოადგენს იმუნოდეფიციტური ინდივიდებისთვის, როგორიცაა აივ-ინფიცირებული პაციენტები, ქიმიოთერაპიული კურსის გამვლელი ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის და ორგანული ტრანსპლანტატის რეციპიენტებისთვის. შემუშავებული მკურნალობის მეთოდები მალე კარგავს ეფექტურობას წამალზე რეზისტენტული შტამების განვითარების გამო.
კვლევამ აჩვენა, რომ C. albicans ფერმენტი, რომელიც Hst3-ის სახელითაა ცნობილი, ძალზედ მნიშვნელოვანია სოკოს ზრდისა და გადარჩენისათვის. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ნიკოტინამიდით ანუ ვიტამინი B3-ის ერთ-ერთი ფორმით Hst3-ის გენეტიკური და ფარმაკოლოგიური ინჰიბირება მკვეთრად ამცირებს C. albicans-ის ვირულენტობას თაგვების მოდელში. C. albicans-ის როგორც ნორმალური, ისე წამალზე რეზისტენტული შტამი მგრძნობიარეა ნიკოტინამიდის მიმართ. გარდა ამისა, ნიკოტინამიდი ასევე ხელს უშლის პათოგენური სოკოების სხვა სახეობების ზრდა-განვითარებას და ავლენს ფართო ანტიფუნგალურ შესაძლებლობებს. სასწრაფო საჭიროებას წარმოადგეს C. albicans-ის საწინააღმდეგო თერაპიის შემუშავება, რადგან იგი ჰოსპიტალური ინფექციების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია და ასოცირდება სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელთან, აღნიშნავს კვლევის ავტორი მარტინ რეიმონდი (Martine Raymond). მისივე თქმით, მათი კვლევის შედეგები ძალიან შთამბეჭდავია და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ფუნგალური ინფექციების სამკურნალოდ ახალი, პაციენტისთვის გვერდითი ეფექტების არმქონე საშუალებების შემუშავების გზაზე.
http://www.elements4health.com
2010.07.09
|
ნანახია: 1621 |
დაამატა: makho
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
კალენდარი | « აგვისტო 2010 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
სამკ. მცენარეები |
|
სამ. ლექსიკონი | |
მედიკამენტები | |
|
|