ახალი კვლევის მიხედვით, კალციუმის ბიოდანამატებს, რომელსაც, ჩვეულებრივ, ასაკოვანი ადამიანები ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ღებულობენ, უკავშირდება გულის ინფარქტის რისკის ზრდა.
უკანასკნელი კვლევით, კალციუმის დანამატები იწვევს მიოკარდიუმის ინფარქტისა და კარდიოვასკულური შემთხვევების რისკის ზრდას ჯანმრთელ ასაკოვან ქალებში.
აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მკვლევართა საერთაშორისო გუნდმა გააანალიზა 11 რანდომიზებული კვლევის შედეგები კალციუმის ბიოდანამატების ეფექტის შესახებ, რომელიც მთლიანობაში მოიცავდა 12000 პაციენტს.
ცდომილების მინიმიზაციის მიზნით მხედველობაში იქნა მიღებული განსხვავება კვლევების სქემასა და ხარისხს შორის.
დადგინდა, რომ კალციუმის პრეპარატების მოხმარება ასოცირდება მიოკარდიუმის ინფარქტის რისკის 30%-ით მატებასთან. შედეგები არ იყო დამოკიდებული ასაკზე, სქესსა და კალციუმის პრეპარატის ტიპზე.
ადრე ჩატარებული კვლევებით არ გამოვლინდა კარდიოვასკულარული რისკის დამოკიდებულება საკვებიდან მიღებულ კალციუმზე. ამრიგად, ზ.ა. ეფექტი ეხება მხოლოდ კალციუმის ბიოდანამა
...
კითხვის გაგრძელება »