NOLI NOCERE!!!
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
საიტის კატეგორიები
pharmanews მედიკამენტი [0]
რჩევები [0]
ფარმაცევტული კომპანიები [1]
ჩატი
სტატისტიკა
მთავარი » 2010 » აგვისტო » 4 » კალციუმის ბიოდანამატებს უკავშირდება გულის ინფარქტის რისკის ზრდა
0:06 AM
კალციუმის ბიოდანამატებს უკავშირდება გულის ინფარქტის რისკის ზრდა
ახალი კვლევის მიხედვით, კალციუმის ბიოდანამატებს, რომელსაც, ჩვეულებრივ, ასაკოვანი ადამიანები ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ღებულობენ, უკავშირდება გულის ინფარქტის რისკის ზრდა.
უკანასკნელი კვლევით, კალციუმის დანამატები იწვევს მიოკარდიუმის ინფარქტისა და კარდიოვასკულური შემთხვევების რისკის ზრდას ჯანმრთელ ასაკოვან ქალებში.
აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მკვლევართა საერთაშორისო გუნდმა გააანალიზა 11 რანდომიზებული კვლევის შედეგები კალციუმის ბიოდანამატების ეფექტის შესახებ, რომელიც მთლიანობაში მოიცავდა 12000 პაციენტს.
ცდომილების მინიმიზაციის მიზნით მხედველობაში იქნა მიღებული განსხვავება კვლევების სქემასა და ხარისხს შორის.
დადგინდა, რომ კალციუმის პრეპარატების მოხმარება ასოცირდება მიოკარდიუმის ინფარქტის რისკის 30%-ით მატებასთან. შედეგები არ იყო დამოკიდებული ასაკზე, სქესსა და კალციუმის პრეპარატის ტიპზე.
ადრე ჩატარებული კვლევებით არ გამოვლინდა კარდიოვასკულარული რისკის დამოკიდებულება საკვებიდან მიღებულ კალციუმზე. ამრიგად, ზ.ა. ეფექტი ეხება მხოლოდ კალციუმის ბიოდანამატების გამოყენებას.
აქედან გამომდინარე, მკვლევართა აზრით, ოსტეოპოროზის დროს ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივესა და მოტეხილობის სიხშირეზე კალციუმის დანამატების ძალზედ ზომიერი ეფექტის გათვალისწინებით, ამ პრეპარატების დანიშვნის რეკომენდაციები გადაფასებას საჭიროებს.

http://www.eurekalert.org


ნანახია: 927 | დაამატა: makho | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სამკ. მცენარეები
სამ. ლექსიკონი
MSteam
მედიკამენტები
საიტები
PSP
AVERSI
GPC
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი
ჩანაწერების არქივი