NOLI NOCERE!!!
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
საიტის კატეგორიები
pharmanews მედიკამენტი [0]
რჩევები [0]
ფარმაცევტული კომპანიები [1]
ჩატი
სტატისტიკა
მთავარი » 2011 » ივნისი » 13
ჩემი ვაჟი ბავშვობიდანვე ცელქი და ხიფათიანი იყო. ხან ხელს მოიტეხდა, ხან ფეხს გაიჭრიდა... კოპებსა და გადაყვლეფილ მუხლებზე აღარაფერს ვამბობ... მოკლედ, დავიტანჯეთ ჩვენც და ისიც. ერთხელ, ზაფხულში, ფეხი გადაუბრუნდა და კოჭი საშინლად გაუსივდა. დადიოდა კი არა, ფეხს მიწაზე ვერც კი ადგამდა. იმ დროს სოფელში ვიყავით, საიდანაც სამედიცინო დაწესებულებამდე შორი იყო, მანქანა კი არ გვყავდა. გავიხსენე დედამთილისგან ნასწავლი ხალხური მეთოდები და ერთ კვირაში ჩემი ბიჭუნა ჩიტივით დაფრინავდა. მინდა რამდენიმე რეცეპტი თქვენც გასწავლოთ:
დარჩეული ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან კარგად დანაყეთ. თავისი ზეთიანად დაიფინეთ ნაღრძობზე და მაგრად შეიხვიეთ.
ნაღრძობ და შესივებულ ადგილზე დაიდეთ ასეთი საფენი: აიღეთ 1 სუფრის კოვზი არაყი და ამდენივე მზესუმზირას ზეთი, აურიეთ ერთმანეთში, ამ ნარევში დაასველეთ დოლბანდი, კარგად გაწურეთ და დაიდეთ მტკივან ადგილას. გაიჩერეთ მთელი ღამე. უხდება დაჟეჟილობასაც.
დაჟეჟილ კუნთზე ჯერ ყინული დაიდეთ 10-15 წუთით, მერე ქაფურის სპირტით დაიზილეთ.
კარგად მოხარშეთ 0,5 კგ ხმელი თეთრი ლ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 4071 | დაამატა: makho | თარიღი: 2011-06-13 | კომენტარი (0)

რამდენიმე ათეული წელია, მივდევ კოსმეტოლოგიას და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჩვენი ქალების უმრავლესობამ არ იცის, როგორ მოუაროს სახის კანს. მაგალითად, ბევრს მიაჩნია, რომ პირისკანის მოსავლელად საკმარისია კრემები, ნიღბები და ხარისხიანი კოსმეტიკა. დიახ, კანს, რა თქმა უნდა, სჭირდება ნიღბებიც, კრემებიც, მაგრამ არანაკლები მნიშვნელობა აქვს კვებას. გაზაფხულობით ორგანიზმი ყველაზე მეტად არის გამოფიტული. კოქტეილები, რომელთა რეცეპტებსაც ქვემოთ გთავაზობთ, თქვენს სახეს არაჩვეულებრივ ფერს მისცემს.
კიტრის კოქტეილი: ერთმანეთს შეურიეთ 100 გრამი კიტრის წვენი, 100 გრამი სტაფილოს წვენი, 50 გრამი ნიახურის წვენი.
ნიახურის კოქტეილი: აიღეთ 50 გრამი ნიახურის წვენი, დაასხით 100 გრამი რძე, დაუმატეთ 1 კვერცხის გული და 1 ლიმონის წვენი.
პომიდვრის კოქტეილი: აიღეთ 150 გრამი პომიდვრის და 1 სუფრის კოვზი ნიახურის წვენი, დაამატეთ 50 გრამი ლიმონის წვენი.
ვაშლის კოქტეილი: აიღეთ 200 გრამი ვაშლის წვენი, დაამატეთ 1 ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი თაფლი.
სტაფილოს კოქტეილი: აიღეთ 200 გრამი სტაფილოს წვენი, დაამატეთ ნა ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1158 | დაამატა: makho | თარიღი: 2011-06-13 | კომენტარი (0)

შარშან ზაფხულში მე და ჩემი ოჯახი ჩემი მეუღლის სოფელში დასასვენებლად გავემგზავრეთ. ასეთ დროს, როგორც წესი, ყველაფერი თან მიმაქვს, მათ შორის, რასაკვირველია, აუცილებელი მედიკამენტებიც. მაგრამ ერთხელ ისე მოხდა, რომ წამლების ყუთი გზაში დაგვეკარგა. ჩვენი სოფელი კი ისეთ მიყრუებულ ადგილასაა, უახლოეს აფთიაქამდე რამდენიმე კილომეტრის გავლა მოგიწევს. ხომ იცით სიმუხთლის კანონი - როცა არა გაქვს, სწორედ მაშინ დაგჭირდება. ჩვენც ასე დაგვემართა - ჩემს დედამთილს რაღაცამ აწყინა და ფაღარათი დაეწყო. არ დავიბენი, გავიხსენე დედაჩემისგან ნასწავლი რეცეპტები და გამოვიყენე კიდეც. მინდა, გამოცდილება თქვენი ჟურნალის მკითხველსაც გავუზიარო:
უბრალო, ხელმისაწვდომი, მაგრამ ეფექტური საშუალებაა დამწვარი პურის ჩაი: დაწვავთ პურს ნაკვერჩხალზე და მისგან დააყენებთ ჩაის, 2-3 ჭიქა საკმარისია, რომ ფაღარათი შეგიწყდეთ. ამავე დროს კარგია მუცელზე თბილი კომპრესი.
აიღეთ კაკლის უღელი, ჩაყარეთ ბოთლში, დაასხით სპირტი და 2-3 დღე თავდახურული დატოვეთ. მიიღეთ 6-10 წვეთი, თბილ წყალში გახსნილი, დღეში 3-4-ჯერ. როგორც კი მკურნალობა შედეგს გ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 2237 | დაამატა: makho | თარიღი: 2011-06-13 | კომენტარი (0)

ღრძილების ტკივილი ჭამის დროს, სისხლდენა, პირის ღრუში უსიამოვნო სუნი და, აქედან გამომდინარე, ხალხთან ურთიერთობის შიში - ეს ყველაფერი მჭირდა ორი წლის წინ, რამაც კინაღამ დეპრესიამდე მიმიყვანა. ერთ დღესაც თავს შევუძახე, ავადმყოფობას თავი არ დააჩაგვრინო-მეთქი და სამკურნალო მცენარეების შესახებ წიგნების კითხვას მივყავი ხელი. უამრავი სასარგებლო რეცეპტი ამოვიწერე, ცხადია, არამარტო ღრძილებისთვის. თქვენ კი მინდა გაგაცნოთ ის საშუალებები, რომლებმაც ღრძილების დაავადებისგან განმკურნა და ხალხთან ურთიერთობა ისევ შემაყვარა:


1. სალბის ნაყენი - 1 ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
2. გვირილის ყვავილის ნახარში - 1 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
3. მარწყვბალახას ნაყენი - 20 გ 1 ჭიქა წყალზე;
4. ბეგქონდარას ნახარში - 15 გ 1 ჭიქა წყალზე;
5. ცაცხვის ყვავილის ნახარში - 2 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
6. კრაზანას ნახარში - 2 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
7. აბზინდის ნაყენი - 2 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
8. გულყვითელას ყვავილედის ნახარში - 10 გ 1 ჭიქა წყალზე;
9. ოროვანდის ფესვის ნაყენი - 2 სუფ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1168 | დაამატა: makho | თარიღი: 2011-06-13 | კომენტარი (0)

კატარაქტა ხანში შესულ ხალხს ემართება, ამიტომ ბევრს მიაჩნია, რომ ასაკთან ერთად თვალისჩინის დაკარგვა გარდაუვალია და ამის გამო წუხილი არ ღირს. არადა, რაც ასაკში შევედი, თვალისჩინი უფრო და უფრო მეტად დამჭირდა, ამიტომ როდესაც კატარაქტის დიაგნოზი დამისვეს, ძალიან შევწუხდი და ამ სნეულების სამკურნალო მცენარეული რეცეპტების მოძიებას შევუდექი. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
აიღეთ ვაშლი, ამოჭერით რბილობი, ჩაასხით თაფლი, დააფარეთ თავისივე ამონაჭერი, ორი საათის შემდეგ გადმოასხით თაფლისა და ვაშლის წვენის ნარევი და დილაობით ორი წვეთი დაავადებულ თვალში ჩაიწვეთეთ.
კატარაქტასთან ბრძოლისას შესანიშნავი საშუალებაა მწვანე ჩაი. სასურველია, დღეში 2 ფინჯანი მაინც დალიოთ.
სამი თვის განმავლობაში დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა სტაფილოსა და ოხრახუშის წვენის ნარევი (3:1). ოხრახუშის მაგივრად შეიძლება ჭარხლის წვენის გამოყენებაც.
აურიეთ ერთმანეთში ახალი თაფლი და სტაფილოს წვენი (თანაბრად) და დილა-საღამოს 1-2 წვეთი ჩაიწვეთეთ დაავადებულ თვალში.
ნანახია: 1106 | დაამატა: makho | თარიღი: 2011-06-13 | კომენტარი (0)

დიდხანს ვმკურნალობდი ნაწლავებში გაჩენილ პოლიპებს, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს და ბოლოს სპეციალისტებმა გამომიცხადეს, რომ ჩემი ხსნა მხოლოდ ქირურგიული ოპერაცია იყო. ოპერაციის ხსენებამ შემაშინა. გადავწყვიტე, ჯერ ხალხური საშუალებები მეცადა, ხოლო თუ არ მიშველიდა, ოპერაციას წინ რაღა დაუდგებოდა... მეგობრის რჩევისამებრ, დავიწყე ოქროს ულვაშით მკურნალობა. ვსვამდი მის ნაყენს, მოგვიანებით კი ბურახს. 5-6 თვეში პოლიპები თანდათან დაპატარავდა და ბოლოს ისეთი ზომისა გახდა, რომ ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენება აღარ შეეძლო.
ნაყენი ასე მზადდება: პატარა ნაჭრებად უნდა დაჭრათ ოქროს ულვაშის 18 მუხლი, დაასხათ ნახევარი ლიტრი არაყი და 12 დღე გააჩეროთ. როცა ნაყენი ფერს შეიცვლის - გაიისფრდება, უკვე მზად არის. უნდა მიიღოთ 1 საჩაროზე კოვზი დღეში ერთხელ, უზმოზე, საუზმემდე 30-40 წუთით ადრე.

ბურახის მომზადების წესი კი ასეთია:
აიღეთ ოქროს ულვაშის რამდენიმე მუხლი და წვრილად დაჭერით. დაჭრილი ნედლეული აწყეთ 200-გრამიანი ჭიქით. ერთი სავსე ჭიქა ჩაყარეთ დოლბანდის თოფრაკში, ჩააყოლეთ ერთი საშუალო ზომის ქვა და თო ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 2830 | დაამატა: makho | თარიღი: 2011-06-13 | კომენტარი (2)

 ვენების ვარიკოზული გაგანიერება ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც უმეტესად ქირურგიულად მკურნალობენ, თუმცა, როგორც ექიმმა მითხრა, ზოგჯერ ფონს გასვლა ოპერაციის გარეშეც შეიძლება, თუ ვენების სიგანე კანის ზედაპირზე არ აღემატება 5 მმ-ს, ვენური კვანძების დიამეტრი კი 6-7 მმ-ს
თაფლისა და ნივრისგან მომზადებული საშუალება ააქტიურებს ვენის დრენაჟულ ფუნქციას, რაც უხდება როგორც თავად ვენებს, ისე მთელ ორგანიზმს.
აიღეთ 250 გრამი გარჩეული, გახეხილი ნიორი და დაასხით 350 გრამი თაფლი, კარგად აურიეთ, დადგით 1 კვირით და მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 40 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 2 თვეა.

აძლიერებს და ვენურ ტონუსს ზრდის სვიის გირჩების ნახარშიც:
1 სადილის კოვზ დანაწევრებულ გირჩას უნდა დაასხათ 1 ჭიქა ადუღებული წყალი, 5 წუთით გაათბოთ წყლის აბაზანაში და მიიღოთ თითო ჭიქა დღეში 2-ჯერ, ჭამამდე. რაკი სვიას სუსტი ძილის მომგვრელი თვისება აქვს, სასურველია, მეორედ ძილის წინ დალიოთ. შეგიძლიათ, ამავე ნაყენში დასველებული დოლბანდი ვარიკო ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1745 | დაამატა: makho | თარიღი: 2011-06-13 | კომენტარი (0)

შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
სამკ. მცენარეები
სამ. ლექსიკონი
MSteam
მედიკამენტები
საიტები
PSP
AVERSI
GPC
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი
ჩანაწერების არქივი