NOLI NOCERE!!!
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
საიტის კატეგორიები
pharmanews მედიკამენტი [0]
რჩევები [0]
ფარმაცევტული კომპანიები [1]
ჩატი
სტატისტიკა
მთავარი » 2011 » აპრილი » 19 » რივაროკსაბანი და დაბაგიტრანი – სისხლის შედედების საწინააღმდეგო ახალი პრეპარატები
10:00 PM
რივაროკსაბანი და დაბაგიტრანი – სისხლის შედედების საწინააღმდეგო ახალი პრეპარატები
ორალური ანტიკოაგულანტების ახალი თაობა წინაგულოვანი ფიბრილაციისა და გულის რითმის პრობლემების მქონე პაციენტებში ინსულტის განვითარებისა და სისხლის შედედების რისკის შემცირებას უწყობს ხელს. სისხლის გამათხელებელი პრეპარატები რივაროკსაბანი და დაბაგიტრანი უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე ტრადიციული ვარფარინი, აღნიშნავს "The Daily Mail” ბრიტანელი, ამერიკელი და გერმანელი მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე.
ბრიტანელების კვლევაში მონაწილეობდა 14000 პაციენტი. შედეგებმა აჩვენა, რომ რივაროკსაბანი თრომბების განვითარების რისკს ვარფარინთან შედარებით 20%-ით ამცირებს. ამავე დროს, გერმანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დაბაგიტრანი ვარფარინის ეფექტურ ალტერნატივას წარმოადგენს. იგი მოქმედებს თრომბინის (სისხლის შედედებაში მონაწილე ფერმენტი) ინჰიბირების მეშვეობით.
ცნობილია, რომ ვარფარინის გამოყენება მოითხოვს საკვები რაციონიდან ზოგიერთი პროდუქტის (მოცვი, ღვიძლი და ზოგიერთი მწვანე ბოსტნეული) ამოღებას, რადგან ისინი უარყოფით გავლენას ახდენს წამალზე. ცნობილია შემთხვევები, როდესაც ვარფარინის მომხმარებელი პაციენტები მოცვის წვენი მიღების შედეგად დაიღუპნენ, რადგან ამ უკანასკნელმა პრეპარატის მოქმედების გაძლიერება გამოიწვია.
ვარფარინთან ერთად არც ალკოჰოლის მოხმარება შეიძლება, რომელიც, ასევე, ორგანიზმში წამლის დონეზე მოქმედებს. გარდა ამისა, ვარფარინის ძალიან მაღალ დოზებს შეუძლია ფატალური შინაგანი სისხლდენის გამოწვევა, ხოლო ძალიან დაბალ დოზებს – ინსულტის რისკის მატება. როგორც ირკვევა, ადეკვატური მკურნალობისთვის მკაცრი სამედიცინო კონტროლია საჭირო.
რაც შეეხება ახალ ანტიკოაგულანტებს, ისინი უფრო მარტივი გამოსაყენებელია, არ არის რაციონზე დამოკიდებული და არ საჭიროებს მუდმივ ზედამხედველობას.
ნანახია: 1888 | დაამატა: makho | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სამკ. მცენარეები
სამ. ლექსიკონი
MSteam
მედიკამენტები
საიტები
PSP
AVERSI
GPC
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი
ჩანაწერების არქივი