|
NOLI NOCERE!!! |
|
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა |
|
მოგესალმები სტუმარი | RSS |
|
მთავარი » 2011 » აპრილი » 19 » ექსპერტებმა დაადგინეს, თუ რა დგას ადამიანის თვითგანკურნების უკან
9:57 PM ექსპერტებმა დაადგინეს, თუ რა დგას ადამიანის თვითგანკურნების უკან |
ქიმიური ნივთიერება, სახელწოდებით HMGB, რომელიც ტრავმის ადგილას შეხორცებისთვის "იხმობს” ღეროვან უჯრედებს ძვლის ტვინიდან, გამოვლენილია იაპონელი და ბრიტანელი მეცნიერების მიერ, იტყობინება "BBC”. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს აღმოჩენა შეიძლება წარმატებით იყოს გამოყენებული კანის დამწვრობისა და წყლულების მკურნალობის გაუმჯობესებისთვის. ცნობილია, რომ ძვლის ტვინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს დაზიანებული კანის მკურნალობაში, მაგრამ უკანასკნელ დრომდე უცნობი იყო მისი მოქმედების მექანიზმი. ოსაკის უნივერსიტეტისა და ლონდონის სამეფო კოლეჯის თანამშრომლებმა ნათელი მოჰფინეს ამ საკითხს. მკვლევარებმა საცდელ თაგვებს შეუყვანეს ძვლის ტვინის უჯრედები, რომლებსაც მწვანედ ნათების უნარი ჰქონდათ სხეულში მათ გადაადგილებაზე დაკვირვების გაადვილებისათვის. შემდეგ თაგვების ნაწილს ტრავმის ადგილას კანი გადაუნერგეს. იმ ნაწილს, რომელსაც არ გადაენერგა ქსოვილი, ჭრილობისკენ მიმართული ღეროვანი უჯრედების ძალიან მცირე რაოდენობა აღენიშნა, რისი თქმაც არ შეიძლება ტრანსპლანტაცია გადატანილ ცხოველებზე. სამეფო კოლეჯის პროფესორი ჯონ მაკგრადი ამბობს: "გადანერგილ კანს არა აქვს სისხლძარღვები და შესაბამისად, არ მიეწოდება ჯანგბადიც. ეს იწვევს HMGB1-ის გამონთავისუფლებას, რაც წარმოადგენს სიგნალს ღეროვანი უჯრედებისთვის, რომ გადაადგილდნენ ჭრილობის მიმართულებით. ეს აღმოჩენა შეიძლება ძალზედ მნიშვნელოვანი გახდეს რეგენერაციული მედიცინისა და იშვიათი გენეტიკური დარღვევების მქონე ადამიანების მკურნალობისთვის.” ამჟამად იაპონელი სპეციალისტები მუშაობენ ახალ პრეპარატზე, რომელიც HMGB1-ის მოქმედების იმიტაციას მოახდეს. ისინი ამ პრეპარატის ცხოველებზე ტესტირებას მიმდინარე წლის ბოლოს გეგმავენ და თითქმის მაშინვე აპირებენ მათ გამოცდას ადამიანებზე.
|
ნანახია: 1041 |
დაამატა: makho
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
კალენდარი | « აპრილი 2011 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|
სამკ. მცენარეები |
|
სამ. ლექსიკონი | |
მედიკამენტები | |
|
|