NOLI NOCERE!!!
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
საიტის კატეგორიები
pharmanews მედიკამენტი [0]
რჩევები [0]
ფარმაცევტული კომპანიები [1]
ჩატი
სტატისტიკა
მთავარი » 2012 » იანვარი » 2 » თუთია
6:29 PM
თუთია

               თუთიას სამართლიანად უწოდებენ სიხარულის, ბედნიერებისა და ძალის მომნიჭებელ ელემენტს, კოსმეტოლოგები კი მას "კოსმეტიკურ" მიკროელემენტად მიიჩნევენ. მასზე ბევრად არის დამოკიდებული თმის ბზინვარება და კანის სილამაზე. ორგანიზმის მხრივ თუთიის მოთხოვნილება საკმაოდ დიდია. ამ მხრივ ეს მიკროელემენტი არ ჩამოუვარდება რკინას. თუთია სჭირდება ყველა ორგანოს, თითოეულ უჯრედს. ის ჰაერივით აუცილებელია. ის აუცილებელია მხედველობისა და მეხსიერებისთვის, იმუნური სისტემის ფუნქციის შესანარჩუნებლად, რეპროდუქციული სისტემის მუშაობისთვის.

უჯრედულ დონეზე
ყველაზე უკეთ კოსმეტოლოგებმა იციან, რაოდენ ძლიერ გავლენას ახდენს თუთია გარეგნობაზე. თმის სიხშირე და ბზინვარება, კანის ელასტიკურობა და სიმკვრივე სწორედ ამ ელემენტის დამსხურებაა. შთამბეჭდავი კოსმეტიკური ეფექტი ეფუძნება თუთიის უნარს, მოახდინოს უჯრედების სასიცოცხლო ქმედებათა სტიმულირება. ამ მიკროელემენტის უკმარისობა, უპირველეს ყოვლისა, ნერვულ სისტემას აზარალებს. აპათია და დეპრესიული მდგომარეობა თუთიის დეფიციტის პირველი სიმპტომებია. მისი უკმარისობა გავლენას ახდენს აგრეთვე შეგრძნებებზე, განსაკუთრებით - ყნოსვასა და გემოვნებაზე. ხშირია მხედველობის პრობლემები - თუთიას ხომ უშუალო კავშირი აქვს A ვიტამინთან, რომელიც ბადურაზე მოხვედრისას უზრუნველყოფს ფერად მხედველობას ანუ ხელს უწყობს ფერთა აღქმას და ხელს უშლის ქათმის სიბრმავის განვითარებას. დღე-ღამეში ჩვენს ორგანიზმს 15-20 მგ (ორსულებს - 30 მგ) თუთია სჭირდება.


ისევ დეფიციტი
მედიკოსები ამტიცებენ, რომ თუთიის სადღეღამისო ნორმის მიღება არც ისე იოლია, თუ საგანგებოდ არ მივირთვით საკვები, რომელიც მდიდარია ამ მიკროელემენტით. ალკოჰოლი, ზოგიერთი მედიკამენტი, ტკბილეული და მარილიანი საკვები ხელს უწყობს მინერალიზაციის დონის დაქვეითებას, ამიტომ ტკბილეულის, მარილის, ალკოჰოლური სასმელების მიღებისას ზომიერება უნდა დავიცვათ, ხოლო იმ მედიკამენტების გამოყენებისას, რომლებიც თუთიაზე უარყოფითად მოქმედებენ, სიფრთხილე გამოვიჩინოთ. თუთიის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლისა და ღვიძლის მუშაობის დარღვევა.


აზროვნების უნარი
თუთია გავლენას ახდენს ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებზეც. დადგენილია, რომ ხუთოსან მოსწავლეებს ორგანიზმში თუთია გაცილებით მეტი აქვთ, ვიდრე ჩამორჩენილებს. თუთიით მდიდარი საკვების მიღება ხელს უწყობს სწრაფ აზროვნებას. თუთიას შესწევს უნარი, დააჩქაროს ჭრილობების შეხორცება, ამიტომ ეს ელემენტი სამკურნალო და კოსმეტიკური მალამოების მთავარი კომპონენტია. თუთიის ღირსებები არც ამით ამოიწურება; მას კიდევ ერთი უნიკალური თვისება აქვს - ამაღლებს გუნება-განწყობას, იცავს ადამიანს აპათიისა და დეპრესიისგან.


სად ვიპოვოთ ეს შესანიშნავი მიკროელემენტი?
ჯანსაღ და, რაც მთავარია, მრავალფეროვან საკვებს ხართ მიჩვეული? ეს იმას ნიშნავს, რომ თუთიის უკმარისობას მაინცდამაინც არ განიცდით. თუ უმადობას უჩივით, ამჩნევთ, რომ ჭრილობები ძნელად გიხორცდებათ, სქესობრივი ლტოლვა დაქვეითებული გაქვთ, მიდრეკილი ხართ ინფექციებისკენ, კანი გამოგიშრათ, გაქვთ ქერტლი - უნდა დაფიქრდეთ, ხომ არ გაქვთ თუთიის დეფიციტი. დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ჩართეთ ყოველდღიურ რაციონში ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, ყველი, კვერცხი, მარცვლეული, ზღვის პროდუქტები, სოია, დაცეხვილი მარცვლეულის პური.

ნანახია: 1448 | დაამატა: makho | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სამკ. მცენარეები
სამ. ლექსიკონი
MSteam
მედიკამენტები
საიტები
PSP
AVERSI
GPC
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი
ჩანაწერების არქივი