NOLI NOCERE!!!
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
საიტის კატეგორიები
pharmanews მედიკამენტი [0]
რჩევები [0]
ფარმაცევტული კომპანიები [1]
ჩატი
სტატისტიკა
მთავარი » 2011 » აპრილი » 19 » ცხვირის უნიკალური სპრეი
9:55 PM
ცხვირის უნიკალური სპრეი
დღესდღეობით აცრები დაავადებისაგან დაცვის ყველაზე პოპულარული ფორმაა, თუმცა მეცნიერთა ამტკიცებენ, რომ ცხვირის უნიკალური სპრეი ეფექტურობით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას აღემატება, იტყობინება The Telegraph.
აღნიშნული პრეპარატი დაავადებისადმი მდგრადობას ავლენს ლოკალურად ცხვირის ნესტოებში, აჩერებს რა ინფექციას დასაწყისშივე.
შესაბამისი კვლევები ჩატარდა ნიუ-იორკის სამედიცინო კოლეჯში. მეცნიერებმა სპრეი თაგვებზე გამოცადეს. რესპირატორული პათოგენების სტანდარტული ვაქცინების იმუნურ ქიმიურ ნაერთთან ინტერლეიკინ-12-თან (IL-12, ასევე, ციტოკინად ცნობილი) კომბინირებით და მიღებული ნარევის თაგვების ცხვირში შეყვანით, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ აღნიშნულმა ნაერთმა შეძლო დაცვის დონის გაძლიერება გრიპის ვირუსის, პნევმოკოკური ბაქტერიის და ბაქტერია Yersinia pestis-ის (ბიოლოგიური იარაღისთვის გამოყენებული) მიმართ.
მეცნიერთა თქმით, ახლად შემუშავებული საშუალება დაეხმარება ადამიანებს სხვადასხვა ვირუსის, მაგალითად, ღორისა და ფრინველის გრიპის პანდემიის შემთხვევაში და ასევე, დაიცავს მას სხვა ბიოლოგიური საფრთხისაგან ბუბონური ჭირის ჩავლით. IL-12-ის ეფექტურობა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ეს ნაერთი წარმოადგენს იმუნური პასუხის მძლავრ სტიმულატორს სხვა იმუნურ ქიმიურ ნაერთებთან და მათ გამომმუშავებელ სისხლის თეთრ უჯრედებთან ურთიერთქმედების გამო.
ნანახია: 1318 | დაამატა: makho | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სამკ. მცენარეები
სამ. ლექსიკონი
MSteam
მედიკამენტები
საიტები
PSP
AVERSI
GPC
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი
ჩანაწერების არქივი