თავის ტკივილის 6 უჩვეულო მიზეზი - 14 სექტემბერში 2010 - pharmanews
NOLI NOCERE!!!
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
საიტის კატეგორიები
pharmanews მედიკამენტი [0]
რჩევები [0]
ფარმაცევტული კომპანიები [1]
ჩატი
500
სტატისტიკა
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 14 » თავის ტკივილის 6 უჩვეულო მიზეზი
11:42 PM
თავის ტკივილის 6 უჩვეულო მიზეზი

 

გამოკვლევების მონაცემებით, მოსახლეობის 64–%–ს თავის ტკივილის პრობლემა აქვს. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ თავის ტკივილი ყველა ცნობილი დაავადების 70–%–ს თან ახლავს. მაშასადამე, ის ,,აისბერგის მწვერვალი’’, რომელიც გვკარნახობს: შეამოწმეთ გული და სისხლძარღვები, ფარისებრი ჯირკვალი; მიხედეთ ოსტეოქონდროზს და ა.შ. ჩვენ კი ორგანიზმს არ ვუსმენთ და მის მიერ გამოგზავნილ სიგნალს ტკივილგამაყუჩებელი აბების მიღებით ვახშობთ.

სპეციალისტებმა გამოყვეს თავის ტკივილის ისეთი მიზეზები, რომლებზეც ეჭვის მიტანა ძნელია, თუმცა თავის დახმარება შესაძლებელია.

1) თავის ტკივილსკენ გზა კუჭზე გადის.

გამოკვლევები გვიჩვენებს: პროდუქტები და სასმელები, რომლებიც შეიცავენ ამინებს, მონონატრიუმის გლუტამატებს, ნიტრიტებს, კოფეინსა და ასპარტამს, თავის ტკივილის სრულად შესაძლებელი პროვოკატორებია.
რჩევა: მენიუდან გამორიცხეთ ხორცისა და ბოსტნეულის კონსერვები, ნახევარფაბრიკატები, ტკბილი გაზიანი სასმელები, საკონდიტრო ნაწარმი, რომელშიც შაქრის ნაცვლად გამოყენებულია ასპარტამი. შავი სიის ლიდერებია პროდუქტები, რომლებიც განსაკუთრებით მდიდარია ნიტრიტებით (ყველაზე ბოროტი გამომწვევები თავის ტკივილის). ესენისა: შაშხი, ბეკონი, შებოლილი თევზი.

2) ქალური ნიუანსი I

ქალებს, რომლებიც ჰორმონულ კონტრაცეპტივებს იღებენ, თავის ტკივილი 1,4–ჯერ უფრო ხშირად აწუხებთ. ამას თავისი ახსნა აქვს. კონტრაცეპტივები სისხლში ქალის სასქესო ჰორმონების – ესტროგენების დონეს და მასთან, სისხლძარღვების ტონუსს ცვლიან. შედეგი სახეზეა – თავის ტკივილი.
რჩევა: კონტრაცეპტივების შეცვლის თაობაზე გინეკოლოგს მიმართეთ. შესაძლებელია, მიზეზი პრეპარატზე ინდივიდუალური რეაქციაა.

3) ქალური ნიუანსი II

კრიტიკულ დღეებსაც თან ახლავს თავის ტკივილი. ისევ და ისევ დამნაშავეა ჰორმონები და სისხლის დაკარგვით გამოწვეული ხაცმოკლე ანემია. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ამ დროს ქალებში სეროტონინის (,,სიამოვნების ჰორმონის’’) დონე მნიშვნელოვნად ქვეითდება და ეს არამხოლოდ ცუდი განწყობით, თავის ტკივილითაც გამოიხატება. სწორედ სეროტონინის ნაკლებობით აისახება ის, რომ კრიტიკული დღეების წინა პერიოდში ტკივილი, მჟავე, ზოგსაც ღვინო უნდება. სამწუხაროდ, თავის ტკივილიანი ,,შესავალი’’ შეიძლება ორი კვირაც კი გაგრძელდეს.
რჩევა: ამ პერიოდში შეგიძლიათ გამოიყენოთ ტკივილგამაყუჩებელი, მაგრამ არა – პლაზმოლიტიკები. ისინი სისხლძარღვებს აფართოებს, რამაც შეიძლება სისხლდენა გააძლიეროს. კრიტიკული დღეების დროს ტკივილების მოხსნა შეგიძლიათ ანტიდეპრესანტების დახმარებით, მაგრამ ასეთი წამლის თვითნებურად დანიშვნა არ შეიძლება. რჩევისთვის ნევროლოგს მიმართეთ.

4) თავად წამლები.

ყველაზე გავრცელებული და პოპულარული წამლები შეიძლება თავად გახდნენ თავის ტკივილის გამომწვევი ინდივიდუალური აუტანლობის ან მეტისმეტად აქტიური გამოყენების შემთხვევაში. ავსტრიელი მეცნიერების მონაცემებით, შეტევის პროვოკაცია ასპირინისა და პარაცეტამოლის რეკომენდებულ ყოველდღიურ ყოველდღიურ დოზასაც შეუძლია. როგორც გაირკვა, მათი ჭარბად მიღება თავის ტკივილის ქრონიკულ შემთხვევათა 30%–ის მიზეზია.
რჩევა: ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ და წამლებიღ ბოროტად ნუ ისარგებლებთ. გახსოვდეთ, თავის ტკივილი საკმაოდ გავრცელებული გვერდითი მოქმედებაა.

5) რკინის მიზეზი.

ანემიას ხშირად თან ახლავს თვის ტკივილი, რასაც თავისებური ახსნა აქვს. სისხლის წითელი უჯრედები (ერითროციტები) – ეს ჟანგბადით დატვირთული ,,ვაგონები’’, მთელი ორგანიზმის საკვებია. ანემიის დროს მათი რაოდენობა მცირდება. შესატყვისად, საკვების მიტანა–გადაზიდვა არავის შეუძლია. ტვინის უჯრედების ჟანგბადით შიმშილი თავის ტკივილით გამოიხატება.
რჩევა: თუ ანალიზი სისხლში ერითროციტების სიმცირეს გიჩვენებთ, ექიმი რკინის პრეპარატებს დაგინიშნავთ და ანემიის მიზეზების ძებნას დაიწყებს. მისი აღმოფხვრის შემდეგ თავის ტკივილიც გაქრება. რკინის დონის დაცვა, ე.ი. ერითრიციტების გამომუშავების ამაღლება სრულფასოვანი საკვებით შეიძლება. მიირთვით წითელი ხორცი, ღვიძლი, წიწიბურას ფაფა, ნატურალური წვენები, ბოსტნეული დახილი (განსაკუთრებით ბროწეული).

6) სათვალე თქვენ წინააღმდეგ.

ხშირად თავის ტკივილი გამოწვეულია მხედველობის არასაკმარისი კორექციის გამო თვალების დაღლით. ლინზების ცუდად შერჩეული ცენტრი საღამოს ტკივილის პროვოკატორია. მეორე ვარიანტი: ერთი და იმავე სათვალის მრავალი წელი ხმარება. მხედველობა იცვლება და ახლომხედველი შეიძლება თანდათან შორსმხედველი გახდეს.
რჩევა: სათვალის გამოცვლის წინ, მხედველობის სიმახვილე ყიველთვის შემაოწმეთ. თუ შენიშნავთ, რომ ახლის გამოყენებისას თავის ტკივილი დაგეწყოთ, ოკულისტს რჩევა ჰკითხეთ და სხვა სათვალე შეუკვეთეთ.

შორს, ტკივილი!

თავის ტკივილის მოხსნას ესმარება:
ანალგეტიკები, ანტიდეპრესანტები, კუნტების მომადუნებელი; მომადუნებელი მასაჟის კურსი; სამკურნალო ფიზკულტურა; B ჯგუფის ვიტამინების შემცველი პროდუქტების (ბროკოლი, ისპანახი, მწვანე ბარდა, კარტოფილი, რუხი პური, ღვიძლი, კვერცხი, ფორთოხლის წვენი, ნიგოზი) მუდმივად მოხმარება; ნემსით თერაპია, წყლის პროცედურები.


გისურვებთ ჯანმრთელობას.
ნანახია: 841 | დაამატა: makho | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
სამკ. მცენარეები
სამ. ლექსიკონი
MSteam
მედიკამენტები
საიტები
PSP
AVERSI
GPC
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი
ჩანაწერების არქივი