თავი დავიცვათ ნიტრატებისა და პესტიციდებისგან - 3 იანვარს 2012 - pharmanews
NOLI NOCERE!!!
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
საიტის კატეგორიები
pharmanews მედიკამენტი [0]
რჩევები [0]
ფარმაცევტული კომპანიები [1]
ჩატი
500
სტატისტიკა
მთავარი » 2012 » იანვარი » 3 » თავი დავიცვათ ნიტრატებისა და პესტიციდებისგან
7:58 PM
თავი დავიცვათ ნიტრატებისა და პესტიციდებისგან

ბავშვობიდან გვესმოდა, ყველაზე სასარგებლო საკვები ხილი და ბოსტნეულიაო, მერე კი გაირკვა, რომ ეს პროდუქტები ვიტამინებსა და სასარგებლო ნივთიერებებთან ერთად ჯანმრთელობისთვის საშიშ ქიმიურ ნაერთებსაც შეიცავს...


ნიტრატები
ნიტრატები აზოტმჟავას მარილებია. მათ უხვად შეიცავს ნიადაგი და წყალი, რომელსაც მცენარე ფესვების საშუალებით იწოვს და საკუთარი ორგანული ნაერთების "ასაშენებლად" იყენებს, ასე რომ, ნიტრატები მცენარეში ყოველთვის არის. როდესაც მოსავლის სწრაფად აღება სურთ, ნიადაგში დამატებით შეჰყავთ მრავალნაირი სასუქი, მათ შორის - აზოტოვნებიც. სწორედ ამ გზით გროვდებიან ისინი მცენარეში.

ჩვეულებრივ, ნიტრატები ტოქსიკური არ არის და ორგანიზმიდან ადვილად გამოიყოფა, მაგრამ განსაზღვრულ პირობებში, როცა მცენარეში მათი შემცველობა დასაშვებ დონეს აჭარბებს, ისინი ჯანმრთელობისთვის საშიშ ნიტრიტებად ტრანსფორმირდება. უპირველეს ყოვლისა, მოქმედებს სისხლზე - ჰემოგლობინს გარდაქმნის მეთჰემოგლობინად, რომელსაც ჟანგბადის გადატანა არ შეუძლია. შედეგად ქსოვილებში იწყება ჟანგბადოვანი შიმშილი. განსაკუთრებით მავნებელია ნიტრატები ბავშვებისა და მომავალი დედებისთვის - მათი ორგანიზმი ხომ გაცილებით მეტ ჟანგბადს მოითხოვს. ორგანიზმზე ნიტრატების მავნე ზემოქმედება განსაკუთრებით ძლიერია საჭმლის მონელების პროცესის დარღვევის დროს. ყველაზე ნაკლები ნიტრატი ნაყოფშია (ასე რომ, ხილი და კენკრა ამ მხრივ ნაკლებად საშიში გახლავთ), ყველაზე მეტი კი ბოსტნეულსა და მწვანილში. რეკორდსმენები არიან: ახალი კომბოსტო - 900 მკ/კგ, ბოლოკი - 1400 მგ/კგ, მწვანილი - 2000-3000 მგ/კგ და ეს მაშინ, როდესაც ნიტრატების დასაშვები დოზა 1 კგ-ზე 5 მგ-ია, ანუ 70 კგ წონის ადამიანმა დღეში დაახლოებით 350 მილიგრამი უნდა მიიღოს. ნიტრატების საშუალო დღიური დოზის მიღება შეიძლება 1 კგ კარტოფილით - აქ მათი ოდენობა 250 მგ-ს არ აღემატება.


გირჩევთ

  • ეცადეთ, საშუალო ზომის ხილ-ბოსტნეული შეიძინოთ. პროდუქტებში, რომლებიც სიდიდით ჭრის თვალს, განსაკუთრებით - სეზონის დაწყებისას, ნიტრატები ყოველთვის ბევრია.
  • მცენარის სხვადასხვა ნაწილში ნიტრატები სხვადასხვანაირად აკუმულირდება; ჭარბად არის კომბოსტოს გარეთა ფურცლებსა და ღეროში, სტაფილოს გულარში, ყაბაყისა და კიტრის ქერქში, მწვანილის ღეროებში, საზამთროსა და ნესვის ქერქსა და მის მიმდებარე რბილობში, ასე რომ, დაუნანებლად შეელიეთ მავნე ნაწილებს.
  • შეიძინეთ იმდენი, რამდენის სათანადოდ შენახვასაც მოახერხებთ, რადგან ნესტიან გარემოში მცენარეში იმატებს ნიტრიტების რაოდენობა, ვიტამინებისა კი იკლებს.
  • ჟანგბადთან ურთიერთქმედებისას ნიტრატები სწრაფად გარდაიქმნება ნიტრიტებად, ასე რომ, მწვანილის დაჭრა და სალათის მომზადება მირთმევამდე ცოტა ხნით ადრე სჯობს.


პესტიციდები
პესტიციდები ქიმიური ნაერთებია, რომლებითაც ამუშავებენ მცენარეებს მწერების, მღრღნელებისა და სარეველა ბალახებისგან დასაცავად. სადღეისოდ პესტიციდების მრავალი ნაირსახეობაა ცნობილი. მათი ნაწილი გულის, ღვიძლის, თირკმელებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკულ დაავადებებს იწვევს, ავთვისებიან წარმონაქმნებსაც კი აჩენს. XX საუკუნის ბოლოს აღმოაჩინეს პესტიციდები, რომლებსაც ადამიანის გენომის შეცვლაც კი შეუძლიათ. მთავარი საფრთხე, რასაც პესტიციდები გვიქადის, ის არის, რომ თუნდაც მათი გამოყენება შევწყვიტოთ, ისინი ათეულობით წლის განმავლობაში რჩებიან ნიადაგში და ამ ნიადაგზე გაზრდილ მცენარეში მაინც ხვდებიან და გროვდებიან. პესტიციდები ყველაზე მეტია ციტრუსებში, შემდეგ - ვაშლში, ტყის კენკრასა და ყურძენში, მსხალში, კარტოფილში, ხახვსა და მწვანილში.


გირჩევთ

  • პესტიციდებს არ უყვართ წყალი; მაცივარში გაურეცხავი ბოსტნეულის შენახვისას მათი 30% იშლება, გარეცხილის შენახვისას კი - 90%.
  • თუ პროდუქტი იფცქვნება, აუცილებლად გაფცქვენით.
  • პესტიციდების ნაწილი, განსაკუთრებით - ქლორის ნაერთები, თერმული დამუშავებისას წყალში გადადის, ამიტომ ხილ-ბოსტნეულის მოხარშვისას პირველი ნახარში აუცილებლად გადაღვარეთ.
  • მიაქციეთ ყურადღება გემოს: თუ ჭამის დროს წამლის ან ქიმიური ნაერთის გემო იგრძენით, ეს იმის ნიშანია, რომ პროდუქტი პესტიციდებით არის გაჯერებული
ნანახია: 303 | დაამატა: makho | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სამკ. მცენარეები
სამ. ლექსიკონი
MSteam
მედიკამენტები
საიტები
PSP
AVERSI
GPC
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი
ჩანაწერების არქივი