|
NOLI NOCERE!!! |
|
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა |
|
მოგესალმები სტუმარი | RSS |
|
მთავარი » 2010 » აგვისტო » 4 » სისხლდენის საწინააღმდეგო საშუალებას ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია
0:08 AM სისხლდენის საწინააღმდეგო საშუალებას ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია |
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატს, სახელწოდებით ტრანექსამის მჟავა, რომელიც გამოიყენება სისხლდენის შესაჩერებლად, შეუძლია ყოველწლიურად ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.
კვლევის ავტორები, რომელთა ნაშრომი გამოქვეყნებულია ჟურნალში «Lancet», აღნიშნავენ, რომ ეს პრეპარატი იაფია და საკმაოდ მაღალეფექტური სისხლდენის დროს მისი ტრავმიდან რვა საათის ფარგლებში გამოყენების შემთხვევაში.
კვლევის მიმდინარეობისას მეცნიერებმა შეადარეს 10 000 დაზარალებულის გამოსავალი, რომელთაც უნიშნავდნენ ტრანექსამის მჟავას ტრავმიდან პირველი რვა საათის განმავლობაში იმ 8 000 ადამიანის გამოსავალს, რომელთა მკურნალობისთვის ტრანექსამის მჟავა არ გამოიყენებოდა.
პირველი ჯგუფისათვის სისხლენით სიკვდილიანობის რისკი 15%-ით ნაკლები იყო მეორე ჯგუფთან შედარებით. გარდა ამისა, პირველ ჯგუფში ნებისმიერი მიზეზით სიკვდილიანობაც 10%-ით ნაკლები აღმოჩნდა მეორე ჯგუფთან შედარებით.
უბედური შემთხვევა მსოფლიოში 5-და 45 წლის ადამიანებს შორის სიკვდილიანობის მეორე მიზეზია შიდსით გამოწვეული ლეტალობის შემდეგ. მეცნიერთა რწმენით, ტრანექსამის მჟავას შეუძლია ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვნად შემცირება.
http://Abbottgrowth.ru
|
ნანახია: 1078 |
დაამატა: makho
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
კალენდარი | « აგვისტო 2010 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
სამკ. მცენარეები |
|
სამ. ლექსიკონი | |
მედიკამენტები | |
|
|