ფაღარათის დროს - 13 ივნისში 2011 - pharmanews
NOLI NOCERE!!!
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
საიტის კატეგორიები
pharmanews მედიკამენტი [0]
რჩევები [0]
ფარმაცევტული კომპანიები [1]
ჩატი
500
სტატისტიკა
მთავარი » 2011 » ივნისი » 13 » ფაღარათის დროს
10:21 PM
ფაღარათის დროს
შარშან ზაფხულში მე და ჩემი ოჯახი ჩემი მეუღლის სოფელში დასასვენებლად გავემგზავრეთ. ასეთ დროს, როგორც წესი, ყველაფერი თან მიმაქვს, მათ შორის, რასაკვირველია, აუცილებელი მედიკამენტებიც. მაგრამ ერთხელ ისე მოხდა, რომ წამლების ყუთი გზაში დაგვეკარგა. ჩვენი სოფელი კი ისეთ მიყრუებულ ადგილასაა, უახლოეს აფთიაქამდე რამდენიმე კილომეტრის გავლა მოგიწევს. ხომ იცით სიმუხთლის კანონი - როცა არა გაქვს, სწორედ მაშინ დაგჭირდება. ჩვენც ასე დაგვემართა - ჩემს დედამთილს რაღაცამ აწყინა და ფაღარათი დაეწყო. არ დავიბენი, გავიხსენე დედაჩემისგან ნასწავლი რეცეპტები და გამოვიყენე კიდეც. მინდა, გამოცდილება თქვენი ჟურნალის მკითხველსაც გავუზიარო:
უბრალო, ხელმისაწვდომი, მაგრამ ეფექტური საშუალებაა დამწვარი პურის ჩაი: დაწვავთ პურს ნაკვერჩხალზე და მისგან დააყენებთ ჩაის, 2-3 ჭიქა საკმარისია, რომ ფაღარათი შეგიწყდეთ. ამავე დროს კარგია მუცელზე თბილი კომპრესი.
აიღეთ კაკლის უღელი, ჩაყარეთ ბოთლში, დაასხით სპირტი და 2-3 დღე თავდახურული დატოვეთ. მიიღეთ 6-10 წვეთი, თბილ წყალში გახსნილი, დღეში 3-4-ჯერ. როგორც კი მკურნალობა შედეგს გამოიღებს, წამლის მიღება მაშინვე შეწყვიტეთ, თორემ შესაძლოა, ფაღარათი ყაბზობაში გადაიზარდოს. ნაყენი შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ და სიგრილეში შეინახოთ.
წინასწარ შეიძლება ასეთი წამლის მომზადებაც: ქათმის კუჭს მოაცილეთ შიგნითა, ყვითელი გარსი, კარგად გარეცხეთ და მზეზე გააშრეთ. საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ დანაყილი, 0,5 ჩ/კ ერთ ჯერზე. საკმარისია, 2-3-ჯერ მიიღოთ, რომ ფაღარათი გაგივლით. ოღონდ გაითვალისწინეთ: ეს წამალი მხოლოდ მოზრდილებისთვის შეიძლება.
ნანახია: 1059 | დაამატა: makho | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
სამკ. მცენარეები
სამ. ლექსიკონი
MSteam
მედიკამენტები
საიტები
PSP
AVERSI
GPC
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი
ჩანაწერების არქივი