NOLI NOCERE!!!
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
საიტის კატეგორიები
pharmanews მედიკამენტი [0]
რჩევები [0]
ფარმაცევტული კომპანიები [1]
ჩატი
სტატისტიკა
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 3 » პომიდორი თრომბის წინააღმდეგ
10:12 PM
პომიდორი თრომბის წინააღმდეგ

პომიდორს უნიკალური თვისება აქვს - მას შეუძლია, ხელი შეუშალოს თრომბების წარმოქმნას და შეამციროს ღრმა ვენების თრომბოზის რისკი. ღრმა ვენების თრომბოზი მძიმე დაავადებაა, რომელიც ხშირად ემართებათ ხანგრძლივი ავიარეისების მგზავრებს მოუხერხებელ პოზაში და უმოძრაოდ დიდხანს ჯდომის გამო. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ბრიტანეთში ამ მიზეზით ყოველწლიურად დაახლოებით 40 ადამიანი კვდება, თუმცა ღრმა ვენების თრომბოზით გამოწვეული რეალური სიკვდილიანობა, სავარაუდოდ, გაცილებით აღემატება ამ მაჩვენებელს.



გამოკვლევამ, რომელშიც 200 მოხალისე მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ერთი ულუფა პომიდვრის წვენი სისხლის წებოვნობას 70%-ით ამცირებს, ეს კი, თავის მხრივ, აქვეითებს თრომბების წარმოქმნის საშიშროებას, ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს. პომიდვრის წვენის დადებითი ეფექტი დაახლოებით 18 საათს გრძელდება და ასიდან 97 შემთხვევაში აღინიშნება. საქმე ის არის, რომ პომიდორი შეიცავს ანტითრომბოზულ ნივთიერებებს - ფლავონოიდებს. მათი დღიური ნორმის მისაღებად საკმარისია დავლიოთ 150 გ კონცენტრირებული ტომატის წვენი ან შევჭამოთ 6 ცალი უმი პომიდორი.
ნანახია: 1100 | დაამატა: makho | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
სამკ. მცენარეები
სამ. ლექსიკონი
MSteam
მედიკამენტები
საიტები
PSP
AVERSI
GPC
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი
ჩანაწერების არქივი