პარკინსონიზმს შხამიანი ხვლიკის ნერწყვიდან მიღებული პრეპარატით უმკურნალებენ - 1 სექტემბერში 2010 - pharmanews
NOLI NOCERE!!!
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
საიტის კატეგორიები
pharmanews მედიკამენტი [0]
რჩევები [0]
ფარმაცევტული კომპანიები [1]
ჩატი
500
სტატისტიკა
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 1 » პარკინსონიზმს შხამიანი ხვლიკის ნერწყვიდან მიღებული პრეპარატით უმკურნალებენ
11:58 PM
პარკინსონიზმს შხამიანი ხვლიკის ნერწყვიდან მიღებული პრეპარატით უმკურნალებენ


დიდი ბრიტანეთის მეცნიერები გვთავაზობენ პარკინსონიზმის მკურნალობას შხამიანი ხვლიკის ნერწყვიდან მიღებული პრეპარატით, რომლის კლინიკური გამოცდა იწარმოებს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის საავადმყოფოში (University College London) ნევროლოგის ტომ ფოლტინის (Tom Foltynie) ხელმძღვანელობით.

წამალი ექსენატიდი წარმოადგენს შხამიანი ხვლიკის - Heloderma suspectum-ის ნერწყვში აღმოჩენილი ჰორმონის სინთეტიკურ ვერსიას. მოქმედების მექანიზმით იგი ახლოსაა ადამიანის პეპტიდურ ჰორმონთან (გლუკაგონისებრი პეპტიდი-1), რომელიც არეგულირებს ინსულინის გამომუშავებას და გლუკოზის მეტაბოლიზმს. ამასთან დაკავშირებით, 2005 წლიდან აღნიშნული პრეპარატის ინექციებს იყენებენ სისხლში შაქრის დონის კონტროლისათვის დიაბეტის დროს.
შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ ექსენატიდს შეუძლია, ასევე, ნერვული ქსოვილის დაშლის პროცესების შეჩერება, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია პარკინსონიზმის განვითარებისათვის. კერძოდ, მღრნელებზე ჩატარებული ექსპერიმენტის პროცესში მეცნიერთა ოთხმა დამოუკიდებელმა გუნდმა დაადგინა, რომ პრეპარატი მოქმედებს ნერვული უჯრედების რეცეპტორებზე და აღკვეთს მათ დაღუპვას.
დოქტორი ფოლტინის თქმით, კლინიკური კვლევის პირველ ფაზაში მონაწილეობას მიიღებს პარკინსონის დაავადების მქონე 40 პაციენტი. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ცხოველებზე მიღებული რეზულტატები გამეორდება ადამიანების შემთხვევაშიც.

http://medportal.ru

2010.08.31
ნანახია: 352 | დაამატა: makho | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
სამკ. მცენარეები
სამ. ლექსიკონი
MSteam
მედიკამენტები
საიტები
PSP
AVERSI
GPC
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი
ჩანაწერების არქივი