NOLI NOCERE!!!
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
საიტის კატეგორიები
pharmanews მედიკამენტი [0]
რჩევები [0]
ფარმაცევტული კომპანიები [1]
ჩატი
სტატისტიკა
მთავარი » 2011 » ივნისი » 13 » მცენარეები ღრძილებსაც მოგვიშუშებენ
10:19 PM
მცენარეები ღრძილებსაც მოგვიშუშებენ
ღრძილების ტკივილი ჭამის დროს, სისხლდენა, პირის ღრუში უსიამოვნო სუნი და, აქედან გამომდინარე, ხალხთან ურთიერთობის შიში - ეს ყველაფერი მჭირდა ორი წლის წინ, რამაც კინაღამ დეპრესიამდე მიმიყვანა. ერთ დღესაც თავს შევუძახე, ავადმყოფობას თავი არ დააჩაგვრინო-მეთქი და სამკურნალო მცენარეების შესახებ წიგნების კითხვას მივყავი ხელი. უამრავი სასარგებლო რეცეპტი ამოვიწერე, ცხადია, არამარტო ღრძილებისთვის. თქვენ კი მინდა გაგაცნოთ ის საშუალებები, რომლებმაც ღრძილების დაავადებისგან განმკურნა და ხალხთან ურთიერთობა ისევ შემაყვარა:


1. სალბის ნაყენი - 1 ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
2. გვირილის ყვავილის ნახარში - 1 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
3. მარწყვბალახას ნაყენი - 20 გ 1 ჭიქა წყალზე;
4. ბეგქონდარას ნახარში - 15 გ 1 ჭიქა წყალზე;
5. ცაცხვის ყვავილის ნახარში - 2 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
6. კრაზანას ნახარში - 2 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
7. აბზინდის ნაყენი - 2 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
8. გულყვითელას ყვავილედის ნახარში - 10 გ 1 ჭიქა წყალზე;
9. ოროვანდის ფესვის ნაყენი - 2 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
10. ჟოლოს ფოთლების ნახარში - 2 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
11. მაყვლის ფოთლების ნახარში - 2 ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
12. შავი მოცხარის ფოთლების ნაყენი - 5 გ 1 ჭიქა წყალზე;
13. შოთხვის ყვავილის ნაყენი - 1 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე.
14. მოცვი, ძახველი, პირშუშხა, ხახვი, ნიორი - ანადუღარ წყალში გახსნილი.
ნაყენი ასე მზადდება: მშრალი დაქუცმაცებული ნედლეული ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი და 10-15 წუთით ორთქლის აბაზანაში ადუღეთ, შემდეგ ოთახის ტემპერატურაზე გააცივეთ (ამისთვის 30-45 წუთია საჭირო), 2-3 ფენა დოლბანდში გაწურეთ და ანადუღარი წყლით თავდაპირველ მოცულობამდე შეავსეთ.
ნახარშის მომზადების წესი კი ასეთი გახლავთ: მშრალი დაქუცმაცებული ნედლეული ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი, თავდახურული 30-45 წუთი ადუღეთ ორთქლის აბაზანაში, შემდეგ ოთახის ტემპერატურაზევე გააგრილეთ (10-15 წუთით), 2-3 ფენა დოლბანდში გაწურეთ და ანადუღარი წყლით თავდაპირველ მოცულობამდე შეავსეთ.
ნანახია: 1197 | დაამატა: makho | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
სამკ. მცენარეები
სამ. ლექსიკონი
MSteam
მედიკამენტები
საიტები
PSP
AVERSI
GPC
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი
ჩანაწერების არქივი