NOLI NOCERE!!!
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
საიტის კატეგორიები
pharmanews მედიკამენტი [0]
რჩევები [0]
ფარმაცევტული კომპანიები [1]
ჩატი
სტატისტიკა
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 16 » მძღოლებს სიფრთხილე მართებთ
9:14 PM
მძღოლებს სიფრთხილე მართებთ
მინდა ვიცოდე, რომელი მედიკამენტების მიღება არ შეიძლება საჭესთან ჯდომის დროს.

მამაკაცთა უმრავლესობა მანქანის მფლობელია და საჭესთან დიდ დროს ატარებს. ბევრს საჭესთან დაჯდომის წინ ამა თუ იმ წამლის მიღება უწევს, მაგრამ არ იცის, რა შეიძლება მოჰყვეს ამას. არადა, თურმე მძღოლები პატრულზე მეტად ზოგიერთ მედიკამენტს უნდა უფრთხოდნენ.



სამი ოქროს წესი
მძღოლების დაუძინებელი მტრები არიან ნეიროტროპული საშუალებები - მედიკამენტები, რომლებიც ნერვულ სისტემაზე მოქმედებენ, ამიტომ საჭიროა რამდენიმე წესის დაცვა:
წესი I - თუ ანოტაციაში ამოიკითხავთ: "პრეპარატის მიღების შემდეგ რეკომენდებულია თავი შეიკავოთ სამუშაოსაგან, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს (მათ შორის ავტომობილის მართვისგან)" - ეს იმას ნიშნავს, რომ საჭესთან დაჯდომა კატეგორიულად გეკრძალებათ.
წესი II - თუ წამლის ანოტაციაში ამოიკითხეთ, რომ მედიკამენტი მიეკუთვნება ნეიროლეპტიკებს ან ტრანკვილიზატორებს, მანქანით გასეირნებაზე უმჯობესია უარი თქვათ (რა თქმა უნდა, მაშინ, თუ თავად უზიხართ საჭეს), რადგან აღნიშნული საშუალებები აქვეითებს ფსიქიკურ პროცესებსა და მათ მოქმედებას (აღქმას, ყურადღებას, აზროვნებას), ანელებს რეაქციებს, რომელთა სისწრაფე მძღოლისთვის ესოდენ საჭიროა.
წესი III - ხშირად მედიკამენტის მავნე ზემოქმედება ნერვულ სისტემაზე ფარულად ხორციელდება და წამლის მიღების შემდეგ არავითარი უარყოფითი ეფექტი არ შეინიშნება, კონცენტრაციისა და კოორდინაციის უნარი კი მკვეთრად ირღვევა, რაც მხოლოდ (და სავალალოდ!) ავტომობილის მართვის დროს იჩენს თავს, ამიტომ გულდასმით გაეცანით ანოტაციებს, განსაკუთრებით კი მათ იმ ნაწილს, სადაც მედიკამენტების შემადგენლობაზეა საუბარი.


რას ვსვამთ
მოდი, ვნახოთ, რომელ პრეპარატს რა სახის ზემოქმედების მოხდენა შეუძლია.

ნეიროლეპტიკები - აქვეითებენ ცენტრალური ნერვული სისტემის აქტივობას, თუმცაღა არ არღვევენ ცნობიერებას. ამ ჯგუფს მიეკუთვნება პრეპარატები, რომლებიც დამზადებულია ქლორპრომაზინის, ფლუფენაზინის, თიორიდაზინის, ჰალოპერიდოლისა და სხვათა საფუძველზე.

ანტიდეპრესანტები - განსაკუთრებით სახიფათოა მძღოლებისთვის. ესენია ამიტრიპტილინი, კლომიპრამინი, იმპრამინი, მაპროთილინი, მიანსერინი, აურორიქსი, კროზაკი, პაქსილი, კოაქსილი.

ტრანკვილიზატორები - ახასიათებთ დამამშვიდებელი მოქმედება, ხსნიან შიშებს, შფოთვას და ამავე დროს აქვეითებენ ყურადღების კონცენტრაციისა და კოორდინაციის უნარს. ამ ჯგუფს მიაკუთვნებენ პრეპარატებს, რომლებიც დამზადებულია ალპრაზოლამის, ბრომაზეპამის, ქლორდიაზეპოქსიდის, დიაზეპამის, მედაზეპამის, ოქსაზეპამისა და სხვათა საფუძველზე.

ლითიუმის პრეპარატები - ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში არღვევენ ყურადღების კონცენტრაციას. არ შეიძლება მათთან ერთად ალკოჰოლის მიღება.

საძილე და სედაციური პრეპარატები. მათ რიცხვს ეკუთვნის ბარბიტურატები, ბენზოდიაზეპინები (რადედორმი, ნიტრაზეპამი, ეუნოკტინი და სხვა). მიაქციეთ ყურადღება იმ ფაქტს, რომ ისეთი ძლიერი საძილე საშუალება, როგორიც არის ფენობარბიტალი, შედის ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების: პენტალგინის, სპაზმოვერალგინის - შემადგენლობაში. მძღოლებისთვის მცენარეული წარმოშობის დამამშვიდებელი საშუალებებიც კი სახიფათოა.

ჰიპოტენზიური საშუალებები - აქვეითებენ არტერიულ წნევას, მაგრამ ზოგიერთი მათგანი, ამასთანავე, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზეც მოქმედებს. ასეთია რეზერპინი და მისი შემცვლელები - ადელფანი, კრისტეპინი, სინეპრესი, ტრირეზიდი - კ, ბრინერდინი და სხვა, კლონიდინის რიგის პრეპარატები (კლოფილინი, ჰემიტონი), აგრეთვე - დოპეგიტი, ესტულიკი. სახიფათოა ბეტა-ადრენობლოკატორებიც, მაგალითად, პროპანოლოლის, ატენოლოლის, მეთოპროლოლის პრეპარატები. მათ ბაზარზე, როგორც წესი, სავაჭრო სახელწოდებით "შენიღბულს" უშვებენ, ამიტომ პრეპარატის შეძენისას ეცადეთ, მის შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოთ.

ანტიჰისტამინური საშუალებებიდან ცნობილია დიმედროლი, სუპრასტინი, დიაზოლინი, ტავეგილი, პიპოლფენი, ასევე - თანამედროვე საშუალებანი: ასთემიზოლი, ცეტირიზინი, ფენისტილი. რეაქციის სიჩქარეს თითქმის ყველა მათგანი აქვეითებს. ფარმაკოლოგთა აზრით, გამონაკლისია ლორატადინის (კლარიტინი, კლაროტიდინი, ლომილანი), ცეტირიზინის (ზირტეკი, ცეტრინი, ალერცეტი) და ფექსოფენადინის (ტელფასტი) ზოგიერთი პრეპარატი, თუმცა ზოგი სპეციალისტი ამტკიცებს, ნერვულ სისტემაზე გარკვეულწილად ყველა ანტიჰისტამინური საშუალება მოქმედებსო, ამიტომ წინდახედულება გამოიჩინეთ - სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ანტიჰისტამინური პრეპარატები შედის გაციების საწინააღმდეგო ისეთი წამლების შემადგენლობაში, როგორებიც არის ლორეინი, ჰექსაპნევმინი, ფერვექსი, ტერაფლუ.

M-ქოლინორეცეპტორების ბლოკატორები - გამოიყენება წყლულოვანი დაავადებისა და გასტრიტის სამკურნალოდ. მათ შორის ყველაზე პოპულარულია პირენზეპინის პრეპარატები - გასტრილი, გასტროზემი, გასტროცეპინი და პირენი. ისინი მოქმედებენ მხედველობაზეც - გამოსახულება კარგავს სიმკვეთრეს და ეს ეფექტი წამლის მოხსნიდან კიდევ რამდენიმე დღეს გრძელდება. ამ ჯგუფს ეკუთვნის ატროპინის, მეტაცინის, გიოსცინის პრეპარატები (ბუსკოპანი, სკოპულამინი) და ბელადონას შემცველი მედიკამენტები: ბელალგინი, ბეკარბონი, ბელასთეზინი, ბესლოლი, ბელოიდი, ბელატამინალი. მძღოლებისთვის აკრძალულია დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატებიც: დიაროლი, დიასორბი, იმოდიუმი. ამ საშიშ ჯგუფს განეკუთვნება მეტოკლოპრამიდის პრეპარატები: რეგლანი და ცერუკალი. ისინი აფერხებენ ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედების. ასე რომ, მძღოლებო, დაიცავით წამლის მიღების წესები!
ნანახია: 1578 | დაამატა: makho | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
სამკ. მცენარეები
სამ. ლექსიკონი
MSteam
მედიკამენტები
საიტები
PSP
AVERSI
GPC
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი
ჩანაწერების არქივი