|
NOLI NOCERE!!! |
|
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა |
|
მოგესალმები სტუმარი | RSS |
|
მთავარი » 2010 » აგვისტო » 4 » კალციუმის ბიოდანამატებს უკავშირდება გულის ინფარქტის რისკის ზრდა
0:06 AM კალციუმის ბიოდანამატებს უკავშირდება გულის ინფარქტის რისკის ზრდა |
ახალი კვლევის მიხედვით, კალციუმის ბიოდანამატებს, რომელსაც, ჩვეულებრივ, ასაკოვანი ადამიანები ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ღებულობენ, უკავშირდება გულის ინფარქტის რისკის ზრდა. უკანასკნელი კვლევით, კალციუმის დანამატები იწვევს მიოკარდიუმის ინფარქტისა და კარდიოვასკულური შემთხვევების რისკის ზრდას ჯანმრთელ ასაკოვან ქალებში. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მკვლევართა საერთაშორისო გუნდმა გააანალიზა 11 რანდომიზებული კვლევის შედეგები კალციუმის ბიოდანამატების ეფექტის შესახებ, რომელიც მთლიანობაში მოიცავდა 12000 პაციენტს. ცდომილების მინიმიზაციის მიზნით მხედველობაში იქნა მიღებული განსხვავება კვლევების სქემასა და ხარისხს შორის. დადგინდა, რომ კალციუმის პრეპარატების მოხმარება ასოცირდება მიოკარდიუმის ინფარქტის რისკის 30%-ით მატებასთან. შედეგები არ იყო დამოკიდებული ასაკზე, სქესსა და კალციუმის პრეპარატის ტიპზე. ადრე ჩატარებული კვლევებით არ გამოვლინდა კარდიოვასკულარული რისკის დამოკიდებულება საკვებიდან მიღებულ კალციუმზე. ამრიგად, ზ.ა. ეფექტი ეხება მხოლოდ კალციუმის ბიოდანამატების გამოყენებას. აქედან გამომდინარე, მკვლევართა აზრით, ოსტეოპოროზის დროს ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივესა და მოტეხილობის სიხშირეზე კალციუმის დანამატების ძალზედ ზომიერი ეფექტის გათვალისწინებით, ამ პრეპარატების დანიშვნის რეკომენდაციები გადაფასებას საჭიროებს.
http://www.eurekalert.org
|
ნანახია: 928 |
დაამატა: makho
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
კალენდარი | « აგვისტო 2010 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
სამკ. მცენარეები |
|
სამ. ლექსიკონი | |
მედიკამენტები | |
|
|