NOLI NOCERE!!!
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
საიტის კატეგორიები
pharmanews მედიკამენტი [0]
რჩევები [0]
ფარმაცევტული კომპანიები [1]
ჩატი
სტატისტიკა
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 3 » ინსომნია (უძილობა)
10:28 PM
ინსომნია (უძილობა)

ადამიანს სიცოცხლისა და არსებობისთვის უამრავი რამ სჭრიდება, თუმცა ამათგან, რამოდენიმე კომპონენტი აუცილებელი და გარდაუვალია. სწორედ ასეთ კატეგორიას მიკუთვნება ძილი. უმეტესობას ადამიანებისა ჭრიდება 7–8 საათი ძილისა დღეღამის განმავლობაში, იმისათვის რომ თავი დასვენებულად იგრძნონ და საკუთარი მოვალეობები (ფუნქციები) უკეთ შეასრულონ. ზოგისთვის ეს დრო 6 საათია, ზოგს კი 10 საათიც არ ჰყოფნის. დღევანდელი ცხოვრების რითმის პირობებში გახშირდა უძილობის შემთხევები, რაც ხშირად სხვადასხვა დაავადებების, უფრო ხშირად კი სხვადასხვა ფუნქციების არაეფექტური შესრულების მიზეზი ხდება.

უძილობის ანუ ე.წ ინსომნიას სიმპტომები სხვადასხვაგვარია:
• მოსვენებულად ძილის საშუალების არქონა
• ჩაძინების პრობლემა
• ხშირად გაღვიძება
• ადრე გაღვიძება
• დაღლილობის შეგრძნება გაღვიძებისას, დიდი ხნის ძილის
შემდეგაც კი
• დაღლილობის შეგრძნება დღის განმავლობაში
• გაღიზიანება თუ ეს სიმპტომები 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში
გრძელდება, აუცილებელია შესაბამისი სპეციალისტის კონსულტაცია.
ინსომნიას სამი ტიპი არსებობს:
• იდიოპათიური უძილობა_ უმეტესწილად ვითარდება ბავშვობაშივე
და თან სდევს ადამიანს მოზრდილობის ასაკშიც. მიზეზი არ არის
ცნობილი.
• ფსიქოფიზიოლოგიური ინსომნია_ შესაძლოა გაგრძელდეს დიდი
ხნის განმავლობაში. უმეტესად იწყება ძლიერი სტრესის გამომწვევი
რაიმე მოვლენის შემდეგ. გარკვეული დროის გასვლის და სტრესისი
შემცირების შემდეგ ინსომნია აგრძელებს თქვენს შეწუხებას რადგან
ორგანიზმი უკვე შეჩვეულია ღამის „თეთრად გათენებას. სწორედ ამ
თვისების გამო ფსიქოფიზიოლოგიურ ინსომნიას შესწავლილსაც
უწოდებენ.
• პარადოქსული ინსომნია_ ყველაზე იშვიათია ჩამოთვლილთაგან. ამ
დროს ადამიანს ჰგონია რომ სძინავს ძალიან ცოტა ხანს, თუმცა
შესწავლის შემდეგ ვლინდება, რომ ძილის რეალური ხანგრძლივობა
გაცილებით მეტია.

რა იწვევს უძილობას? არსებობს ამის რამოდენიმე მიზეზი. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ფსიქოლოგიური პრობლემები რომლებიც სხვადასხვა სტრესფაქტორებითაა გამოწვეული. ინსომნია შესაძლოა გამოიწვიოს ძილის დროის ხშირმა ცვლილებამ, გვიან გაღვიძებამ, დიდი რაოდენობით კოფეინის მიღებამ, ძილის წინ ბევრი საკვების მოხმარებამ და დღის პასიურმა ცხოვრების სტილმაც კი. ასევე გავრცელებულია დეპრესიითა და გაღიზიანებულობით გამოწვეული უძილობები.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის. უძილობის მიზეზი ხშირად სამედიცინო პრობლემებსაც უკავშირდება. ალერგია, ართრიტი, ქრონიკული ტკივილები, ხველება, ჰაერის უკმარისობა, სუნთქვის რითმის დარღვევა ძილის დროს_ ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომელიც ხშირად ხდება უძილობის მიზეზი.
ალკოჰოლი და ნარკოტიკები უძილობის განსაკუთრებულად გავრცელებული მიზეზებია.
როგორ განვიკურნოთ უძილობისგან? ამის მრავალი გზა არსებობს, რომელთა შორისაც მედიკამენტოზური მკურნალობაც არაერთხელ შეგხვდებათ. ძილის წამლების გამოყენებისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. არ დაგავიწყდეთ უთხრათ თქვენს ექიმს იმ მედიკამენტების შესახებ რომელსაც პარალელურად ღებულობთ. თუმცა ამ წამლებით მკურნალობა ხშირად მოკლევადიან ეფექტს უფრო იძლევა, რის გამოც ადამიანებს დიდი ხნის განმავლობაში უწევთ მათი მიღება. მედიკამენტები გამოიყენება მაშინაც, თუ ინსომნია გამოწვეულია სხვადასხვა სამედიცინო პრობლემებით.
  გაგიკვირდებათ, მაგრამ მედიკამენტოზურ მკურნალობაზე ეფექტური, ხშირად ცხოვრების წესის შეცვლაა. იმისათვის რომ თავი აირიდოთ მსგავსი პრობლემისგან
• შეამცირეთ დრო რომელსაც ატარებთ საწოლში _ წამოდექით გაღვიძებისთანავე. ნუ გაზარმაცებთ სხეულს. ეცადეთ სულ უფროდაუფრო ნაკლები დაჰყოთ საწოლში.
• დაიძინეთ და გაიღვიძეთ ერთ წინასწარ არჩეულ დროს _ შეარჩიეთ დრო როცა ყველაზე მოხერხებულია დაძინება და შეეცადეთ ამ დროს არ გადაუხვიოთ არცერთ ღამეს. მსგავსად მოიქეცით გაღვიძებისას.
• ნუ დააძალებთ საკუთარ თავს დაძინებას_ რაც უფრო მეტ დროს წევხართ დასაძინებლად, მით უფრო ფხიზლდებით.
• არ უყუროთ გამუდმებით საათს_ ბევრად ადვილია მშვიდად დაძინება, როცა არ ითვლი ყოველ წამს და წუთს.
• ივარჯიშეთ რაც შეიძლება მეტი _ გაითვალისწინეთ, რომ საუკეთესო ვარიანტია დაძინებამდე 5–6 საათით ადრე ვარჯიში. გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან სანამ გადაწყვეტთ ვარჯიშის დაწყებას.
• შეიქმენით ძილისთვის სასიამოვნო გარემო_ ზოგისთვის ეს გარემო ხმაურიანია, ზოგისთვის კი პირიქით_ მშვიიდ და მყუდრო. ეცადეთ მიხვდეთ რომელი სახის გარემო ესაჭიროება თქვენ ორგანიზმს წყნარად დასაძინებლად.
და ბოლოს,თავი აარიდეთ ნარკოტიკს, ალკოჰოლს და შეეცადეთ შეამციროთ კოფეინის მიღება.

ნანახია: 2132 | დაამატა: makho | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
სამკ. მცენარეები
სამ. ლექსიკონი
MSteam
მედიკამენტები
საიტები
PSP
AVERSI
GPC
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი
ჩანაწერების არქივი