NOLI NOCERE!!!
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
საიტის კატეგორიები
pharmanews მედიკამენტი [0]
რჩევები [0]
ფარმაცევტული კომპანიები [1]
ჩატი
სტატისტიკა
მთავარი » 2011 » აპრილი » 19 » ექსპერტებმა დაადგინეს, თუ რა დგას ადამიანის თვითგანკურნების უკან
9:57 PM
ექსპერტებმა დაადგინეს, თუ რა დგას ადამიანის თვითგანკურნების უკან
ქიმიური ნივთიერება, სახელწოდებით HMGB, რომელიც ტრავმის ადგილას შეხორცებისთვის "იხმობს” ღეროვან უჯრედებს ძვლის ტვინიდან, გამოვლენილია იაპონელი და ბრიტანელი მეცნიერების მიერ, იტყობინება "BBC”. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს აღმოჩენა შეიძლება წარმატებით იყოს გამოყენებული კანის დამწვრობისა და წყლულების მკურნალობის გაუმჯობესებისთვის.
ცნობილია, რომ ძვლის ტვინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს დაზიანებული კანის მკურნალობაში, მაგრამ უკანასკნელ დრომდე უცნობი იყო მისი მოქმედების მექანიზმი. ოსაკის უნივერსიტეტისა და ლონდონის სამეფო კოლეჯის თანამშრომლებმა ნათელი მოჰფინეს ამ საკითხს. მკვლევარებმა საცდელ თაგვებს შეუყვანეს ძვლის ტვინის უჯრედები, რომლებსაც მწვანედ ნათების უნარი ჰქონდათ სხეულში მათ გადაადგილებაზე დაკვირვების გაადვილებისათვის. შემდეგ თაგვების ნაწილს ტრავმის ადგილას კანი გადაუნერგეს. იმ ნაწილს, რომელსაც არ გადაენერგა ქსოვილი, ჭრილობისკენ მიმართული ღეროვანი უჯრედების ძალიან მცირე რაოდენობა აღენიშნა, რისი თქმაც არ შეიძლება ტრანსპლანტაცია გადატანილ ცხოველებზე.
სამეფო კოლეჯის პროფესორი ჯონ მაკგრადი ამბობს: "გადანერგილ კანს არა აქვს სისხლძარღვები და შესაბამისად, არ მიეწოდება ჯანგბადიც. ეს იწვევს HMGB1-ის გამონთავისუფლებას, რაც წარმოადგენს სიგნალს ღეროვანი უჯრედებისთვის, რომ გადაადგილდნენ ჭრილობის მიმართულებით. ეს აღმოჩენა შეიძლება ძალზედ მნიშვნელოვანი გახდეს რეგენერაციული მედიცინისა და იშვიათი გენეტიკური დარღვევების მქონე ადამიანების მკურნალობისთვის.”
ამჟამად იაპონელი სპეციალისტები მუშაობენ ახალ პრეპარატზე, რომელიც HMGB1-ის მოქმედების იმიტაციას მოახდეს. ისინი ამ პრეპარატის ცხოველებზე ტესტირებას მიმდინარე წლის ბოლოს გეგმავენ და თითქმის მაშინვე აპირებენ მათ გამოცდას ადამიანებზე.
ნანახია: 1026 | დაამატა: makho | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სამკ. მცენარეები
სამ. ლექსიკონი
MSteam
მედიკამენტები
საიტები
PSP
AVERSI
GPC
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი
ჩანაწერების არქივი