ატამი - 16 სექტემბერში 2010 - pharmanews
NOLI NOCERE!!!
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
საიტის კატეგორიები
pharmanews მედიკამენტი [0]
რჩევები [0]
ფარმაცევტული კომპანიები [1]
ჩატი
500
სტატისტიკა
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 16 » ატამი
9:27 PM
ატამი


 

  ატამი ვარდისებრთა ოჯახის ხეხილოვანი მცენარეა. მისი სამშობლოა ჩინეთი. გვარში 6 სახეობაა, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია ჩვეულებრივი ატამი. გამოყვანილია მისი 6 ათასამდე კულტურული ჯიში, დანარჩენ სახეობებს კი უმთავრესად დეკორაციულ მებაღეობაში და კულტურული ჯიშების საძირეებად იყენებენ. ნაყოფის წონა 250 გ-მდე აღწევს. ატმის ნაყოფი სახრავია ან საპობი, კანი - მომწვანო, თეთრი, ყვითელი ან მოწითალო, ბუსუსიანი ან გლუვი (ვაშლატამა), რბილობი - თეთრი ან ყვითელი. შეიცავს 7-12% შაქარს, 0,08-1,02% მჟავებს, 0,5-1,2% პექტინოვან ნივთიერებას, ვიტამინებს.

ატმის ზეთს (ოლეუმ პერსიხორუმ) მედიცინაში იმავე დანიშნულებით იყენებენ, როგორითაც ნუშისას, თუმცა მასზე გაცილებით იაფია. ატმის თესლი შეიცავს 55%-მდე უშრობ ცხიმს, ცილებს, ფერმენტ ემულსინს, გლიკოზიდ ამიგდალინს, ეთეროვან ზეთს, სტეროიდებს - სიტოსტერონს, ესტრონს, ესტრადიოლს და სხვა ნივთიერებებს, მათ შორის - შხამიანსაც, ასე რომ, თუ დაუმუშავებლად შევჭამთ, შესაძლოა მოვიწამლოთ. თუ ადვილად ცივდებით, ბევრი ატამი უნდა მიირთვათ - დამტკიცებულია, რომ ეს ხილი იმუნიტეტს ამაღლებს. შეგიძლიათ მიირთვათ, როდესაც გნებავთ - საუზმეზე, სადილსა თუ ვახშამზე, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ კუჭი არ გაწუხებთ. ატამს მაშინაც უნდა ერიდოთ, თუ ჭარბი წონით იტანჯებით. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ატამს სამკურნალო თვისებებიც აქვს. ის აძლიერებს კუჭ-ნაწლავის სეკრეტორულ მოქმედებას, აადვილებს ნოყიერი საკვების მონელებას. ატმის კომპოტი რეკომენდებულია ღვიძლის, თირკმელებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. თუ ჭარბ წონას უჩივით ან შაქრიანი დიაბეტი გაქვთ, ატმის კომპიტი უშაქროდ უნდა მოიმზადოთ. გარდა ნაყოფისა, სამკურნალოდ გამოიყენება ატმის ფოთლები, ყვავილები და თესლი. მაგალითად, 3-6 მლ ფოთლის გამონაწურს იღებენ რევმატიზმის, გასტრიტის, ენტერიტის, თავის ტკივილისა და სკლეროდერმიის (კანის გამკვრივების) დროს, ხოლო ახალმოკრეფილ ფოთლებს ჭრილობებზე იწყობენ შეხორცების დასაჩქარებლად.


გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:

ჭიების საწინააღმდეგოდ და ამოსახველებლად

3-7 გ გამხმარი თესლი ჩავყაროთ მომინანქრებულ ქვაბში, დავასხათ 200 მლ მდუღარე წყალი და 5-7 წუთი ნელ ცეცხლზე ვადუღოთ. გავაგრილოთ და გავწუროთ. მივიღოთ მესამედი ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.

რევმატიზმის, თავის ტკივილისა და გასტროენტერიტის დროს
1 სუფრის კოვზი დაფშვნილი ატმის ფოთოლი ჩავყაროთ მომინანქრებულ ქვაბში, დავასხათ 250 მლ მდუღარე წყალი და 5 წუთი ვადუღოთ წყლის აბაზანაზე, დავაყენოთ 1,5-2 საათით და გავწუროთ ორფა დოლბანდში. მივიღოთ 50 მლ დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

საფაღარათო (კუჭში გამხსნელი) და შარდმდენი ეფექტისთვის

3-4 გ ატმის ხმელი ყვავილი ჩავყაროთ მომინანქრებულ ქვაბში, დავასხათ 150 მლ მდუღარე წყალი, 5 წუთს ვადუღოთ წყლის აბაზანაზე, გავაცივოთ (2 საათის განმავლობაში) და გავწუროთ ორფა დოლბანდში. მივიღოთ 50 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.


ატმის კომპოტი
ატამი - 1 კგ, შაქრის ფხვნილი - 1,5 კგ

ატამი მოთუთქეთ (ორი-სამი წუთით ჩაყარეთ ცხელ წყალში და ამოიღეთ), გაფცქვენით, გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ კურკა. ქვაბში ჩაყარეთ შაქრის ფხვნილი, დაასხით 2 ჩ/ჭ ცხელი წყალი და გაადნეთ. ჩაამატეთ ატამი და ადუღეთ.


ატმის მურაბა
ატამი (დაჭრილი) - 1 კგ, შაქრის ფხვნილი - 1 კგ, წყალი - 1 ჩ/ჭ

ატამი გაფცქვენით და დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად. დაასხით ცივი წყალი და რამდენიმე საათი გააჩერეთ. შემდეგ მოადუღეთ სიროფი, გააცივეთ და ჩაყარეთ მასში ცივი წყლიდან ამოღებული ატმის ნაჭრები. დადგით ცეცხლზე და ნახევარი საათი ადუღეთ. გადმოდგით და გააჩერეთ მეორე დღემდე. მეორე დღეს ისევ შედგით ცეცხლზე და ხარშეთ, ვიდრე მზად არ იქნება. ხარშვის დროს მოხადეთ ქაფი.


ატმის ჯემი
ატამი (დაჭრილი) - 1 კგ, შაქრის ფხვნილი - 4 ჩ/ჭ, წყალი - 0,5 ჩ/ჭ

გაფცქვნილი, კურკაგამოცლილი ატამი დავჭრათ ერთნაირი ზომის ნაჭრებად. ჩავყაროთ თასში, დავაყაროთ შაქრის ფხვნილი, დავახუროთ სახურავი და გავაჩეროთ 3-4 საათის განმავლობაში. დავდგათ ცეცხლზე. როცა დუღილს დაიწყებს, დავასხათ ცივი წყალი, დავაყაროთ დარჩენილი შაქარი და ვხარშოთ, ვიდრე მზად არ იქნება.


ატმის ჩაი
ატამი - 4 ცალი, წყალი - 2 ლიტრი, შაქარი - გემოვნებით, ლიმონი - გემოვნებით

ატმები გავრეცხოთ, დავჭრათ და ჩავყაროთ გრაფინში. დავასხათ თბილი წყალი, გემოვნებისამებრ დავამატოთ შაქარი. ცალკე გავაკეთოთ 1 ჭიქა ჩაის ფერი და გრაფინში ჩავასხათ. დავჭრათ ლიმონი და ისიც გრაფინში ჩავყაროთ. შევდგათ მაცივარში და გავაცივოთ.


ატმის ჟელე
ატამი, შაქარი, ვაშლის წვენი, ჯანჯაფილი (კოჭა), დარიჩინი და ვანილი.

ატმები გავრეცხოთ, გავფცქვნათ, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და ჩავაწყოთ ქვაბში. დავამატოთ შაქარი, ვაშლის წვენი, დავდგათ ცეცხლზე და გავაჩეროთ ადუღებამდე, შემდეგ დავჭყლიტოთ ან ბლენდერით ავთქვიფოთ. დავუმატოთ ჯანჯაფილი, დარიჩინი და ვანილი, ისევ ცეცხლზე შევდგათ და გავაჩეროთ 2 წუთი. ამასობაში გავხსნათ ჟელატინი ცივ ვაშლის წვენში. ამ დესერტს მიირთმევენ ათქვეფილ ნაღებთან ერთად.

ნანახია: 1931 | დაამატა: makho | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
სამკ. მცენარეები
სამ. ლექსიკონი
MSteam
მედიკამენტები
საიტები
PSP
AVERSI
GPC
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი
ჩანაწერების არქივი