აშშ-ში წარმატებით დასრულდა С ჰეპატიტის საწინააღმდეგო ახალი მედიკამენტების გამოცდა - 15 სექტემბერში 2010 - pharmanews
NOLI NOCERE!!!
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
საიტის კატეგორიები
pharmanews მედიკამენტი [0]
რჩევები [0]
ფარმაცევტული კომპანიები [1]
ჩატი
500
სტატისტიკა
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 15 » აშშ-ში წარმატებით დასრულდა С ჰეპატიტის საწინააღმდეგო ახალი მედიკამენტების გამოცდა
8:56 PM
აშშ-ში წარმატებით დასრულდა С ჰეპატიტის საწინააღმდეგო ახალი მედიკამენტების გამოცდა

 

ფარმაცევტულმა კომპანიებმა Merck და Vertex Pharmaceuticals განაცხადეს ბოცეპრევირისა და ტელაპრევირის კლინიკური კვლევების საბოლოო ფაზის დასრულების შესახებ. 

დღეისათვის С ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოიყენება არასპეციფიკური ანტივირუსული მედიკამენტები α-ინტერფერონთან კომბინაციაში. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტების უმრავლესობაში ამპრეპარატებით ერთწლიანი მკურნალობის შემდეგ აღინიშნება გამოჯანმრთელება, ზ.ა. პრეპარატები იწვევენ სერიოზულ გვერდით ეფექტებს, მათ შორის ანემიას, დეპრესიას, მწვავე რესპირატორულ ვირუსულ დაავადებებს.
ორივე ახალი პრეპარატი მიეკუთვნება პროტეაზების ინჰიბიტორების ჯგუფს. ისინი ახდენენ ამ ფერმენტის მოქმედების ბლოკადას, რის შედეგადაც ირღვევა ვირუსული ცილების სინთეზის პროცესი. კლინიკური გამოცდების შედეგების მიხედვით, С ჰეპატიტის მქონე ავადმყოფთა ორ მესამედს 48 კვირის განმავლობაში მკურნალობის ტრადიციული სქემასთან კომბინაციაში ბოცეპრევირის მიღების შემდეგ სისხლში ვირუსის რნმ-ის კონცენტრაცია შეუმცირდა ლაბორატორიულად განუსაზღვრელ დონემდე. ამასთან, ზოგიერთმა პაციენტმა წარმატებით დაასრულა კურსი მკურნალობის დაწყებიდან 28-36 კვირის შემდეგ.
ტელაპრევირის გამოცდა ასევე ხდებოდა მკურნალობის სტანდარტულ სქემასთან კომბინაციაში. კვლევის შედეგების მიხედვით, ახალი პრეპარატის გამოყენებით 24-კვირიანი მკურნალობის შემდეგ ვირუსული რნმ-ის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი დაქვეითება აღინიშნა კვლევის მონაწილეთა 72%-ში. გამოჯანმრთელების განსაკუთრებით მაღალი შანსები დაფიქსირდა იმ პაციენტთა ჯგუფში, რომლებშიც ახალმა მედიკამენტის მოქმედება დაიწყო მკურნალობიდან 4-12 კვირაში.
Merck და Vertex 2010 წლის დასრულებამდე გეგმავენ С ჰეპატიტიტს საწინააღმდეგო ახლადშემუშავებული პრეპარატების შესახებ დოკუმენტაციის წარდგენას აშშ-ს საკვებისა და წამლის კონტროლის სააგენტოში (FDA). ფარმკომპანიები იმედოვნებენ, რომ 2011 წლის შუა პერიოდისათვის უკვე მიიღებენ შესაბამის ნებართვებს ზემდგომი ორგანოებიდან. ამ შემთხვევაში, ექსპერტთა გათვლით, ახალი მედიკამენტების ბრუნვამ ბაზარზე 2017 წლისათვის შეიძლება 15 მლრდ დოლარს მიაღწიოს.
ნანახია: 964 | დაამატა: makho | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1  
გამარჯობათ! მაინტერესებს ც ჰეპატიტის ახალი წამალი ტელაპრევირი შეიძლება თუ არა რომ ციროზიანებზე გამოიყენონ?

სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
სამკ. მცენარეები
სამ. ლექსიკონი
MSteam
მედიკამენტები
საიტები
PSP
AVERSI
GPC
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი
ჩანაწერების არქივი