NOLI NOCERE!!!
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
საიტის კატეგორიები
pharmanews მედიკამენტი [0]
რჩევები [0]
ფარმაცევტული კომპანიები [1]
ჩატი
სტატისტიკა
მთავარი » მასალის არქივი
 ვენების ვარიკოზული გაგანიერება ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც უმეტესად ქირურგიულად მკურნალობენ, თუმცა, როგორც ექიმმა მითხრა, ზოგჯერ ფონს გასვლა ოპერაციის გარეშეც შეიძლება, თუ ვენების სიგანე კანის ზედაპირზე არ აღემატება 5 მმ-ს, ვენური კვანძების დიამეტრი კი 6-7 მმ-ს
თაფლისა და ნივრისგან მომზადებული საშუალება ააქტიურებს ვენის დრენაჟულ ფუნქციას, რაც უხდება როგორც თავად ვენებს, ისე მთელ ორგანიზმს.
აიღეთ 250 გრამი გარჩეული, გახეხილი ნიორი და დაასხით 350 გრამი თაფლი, კარგად აურიეთ, დადგით 1 კვირით და მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 40 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 2 თვეა.

აძლიერებს და ვენურ ტონუსს ზრდის სვიის გირჩების ნახარშიც:
1 სადილის კოვზ დანაწევრებულ გირჩას უნდა დაასხათ 1 ჭიქა ადუღებული წყალი, 5 წუთით გაათბოთ წყლის აბაზანაში და მიიღოთ თითო ჭიქა დღეში 2-ჯერ, ჭამამდე. რაკი სვიას სუსტი ძილის მომგვრელი თვისება აქვს, სასურველია, მეორედ ძილის წინ დალიოთ. შეგიძლიათ, ამავე ნაყენში დასველებული დოლბანდი ვარიკო ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1746 | დაამატა: makho | თარიღი: 2011-06-13 | კომენტარი (0)

აღმოჩნდა, რომ ბანალური, ყველასათვის ცნობილი ასპირინი, შეიძლება პანაცეად მოგვევლინოს კიბოსთან მიმართებაში.
უკანასკნელი კვლევების მიხედვით, საშუალო ასაკის ადამიანების მიერ ასპირინის ხუთ წელზე და მეტ ხანს მოხმარების შემთხვევაში "საშუალოსტატისტიკური” ავთვისებიანი სიმსივნით სიკვდილიანობა მცირდება 34%-ით, ხოლო კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული კიბოთი – 54%-ით.
ბრიტანელმა და იაპონელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს ერთობლივი კვლევა კიბოთი სიკვდილიანობის აცეტილსალიცილის მჟავას რეგულარულ მოხმარებასთან დამოკიდებულების შესასწავლად. 25 ათასი განხილული შემთხვევიდან აირჩა 670.
კვლევის ხელმძღვანელი ოქსფორდის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) კლინიკური ნევროლოგიის კათედრის პროფესორი პიტერ როტველი აღნიშნავს, რომ ასპირინის რეგულარულ მიღებაში იგულისხმებოდა მისი მცირე დოზები – 0,75გ დღეში. შედარებისთვის: ასპირინის სამკურნალო ყოველდღიური დოზა შეადგენს 1-4გ-ს.
იმ პაციენტების სიკვდილის რისკი მომავალ 20 წელიწადში, რომელთა ასაკი მერყეობს 40-დან 50წლამდე, მცირდება 10%-ით პროსტატის კიბოს, 30%-ით ფილტვის კიბო ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1060 | დაამატა: makho | თარიღი: 2011-04-19 | კომენტარი (0)

მცენარეული სამკურნალო პრეპარატების მწარმოებელი კომპანია „ესკულაპი" საექსპორტო ბაზრის გაფართოებას გეგმავს.
ნანახია: 1171 | დაამატა: makho | თარიღი: 2011-04-19 | კომენტარი (0)

ორალური ანტიკოაგულანტების ახალი თაობა წინაგულოვანი ფიბრილაციისა და გულის რითმის პრობლემების მქონე პაციენტებში ინსულტის განვითარებისა და სისხლის შედედების რისკის შემცირებას უწყობს ხელს. სისხლის გამათხელებელი პრეპარატები რივაროკსაბანი და დაბაგიტრანი უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე ტრადიციული ვარფარინი, აღნიშნავს "The Daily Mail” ბრიტანელი, ამერიკელი და გერმანელი მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე.
ბრიტანელების კვლევაში მონაწილეობდა 14000 პაციენტი. შედეგებმა აჩვენა, რომ რივაროკსაბანი თრომბების განვითარების რისკს ვარფარინთან შედარებით 20%-ით ამცირებს. ამავე დროს, გერმანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დაბაგიტრანი ვარფარინის ეფექტურ ალტერნატივას წარმოადგენს. იგი მოქმედებს თრომბინის (სისხლის შედედებაში მონაწილე ფერმენტი) ინჰიბირების მეშვეობით.
ცნობილია, რომ ვარფარინის გამოყენება მოითხოვს საკვები რაციონიდან ზოგიერთი პროდუქტის (მოცვი, ღვიძლი და ზოგიერთი მწვანე ბოსტნეული) ამოღებას, რადგან ისინი უარყოფით გავლენას ახდენს წამალზე. ცნობილია შემთხვევები, როდესაც ვარფ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1834 | დაამატა: makho | თარიღი: 2011-04-19 | კომენტარი (0)

ლავანდის ზეთი შეიძლება წარმატებით იქნას გამოყენებული მდგრადი სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ. ზეთი დაგვეხმარება კანისა და ფრჩხილის სოკოვანი დაზიანების შემთხვევა, ამტკიცებენ კოიმბრის უნივერსიტეტის მეცნიერები. მათ სამხრეთ პორტუგალიაში არსებული Lavandula viridis-გან სპეციალურად გამოყვეს ლავანდის ზეთი, იტყობინება The Times of India.
ზეთი გამოსცადეს რიგ პათოგენურ სოკოზე, რომელთა შორის ზოგიერთი სასიკვდილოც იყო. დერმატოფიტების ჯგუფის წარმომადგენლები იწვევენ კანის, ფრჩხილის, თმის დაზიანებას და საკვები ნივთიერების წყაროდ კერატინს გამოყენებას, ხოლო კანდიდას ტიპის - რძიანას განვითარებას. აღნიშნული სოკოვანი ინფექცია განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის.
ექსპერიმენტის პროცესში ლავანდის ზეთმა გამოავლინა დამამშვიდებელი, ანტისპასტიური, ანტიმიკრობული და ანტიოქსიდანტური თვისებები. ზეთი კლავდა სოკოების ფართო სპექტრს უჯრედების მემბრანის დაზიანებით.
მკვლევართა თქმით, ამჟამად ანტიმიკოზური პრეპარატების შედარებით ნაკლები ვარიანტები არსებობს და გარდა ამი ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1356 | დაამატა: makho | თარიღი: 2011-04-19 | კომენტარი (1)

უკანასკნელი კვლევის მიხედვით, სტატინების გამოყენებით შესაძლებელია იმუნური სისტემის გაძლიერება და ინფექციის განვითარების რისკის შემცირება.
ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დაინფიცირების შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ხდება ქოლესტერინის დონის შემცირება, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს ვირუსებისა და ბაქტერიების მიერ მათი ”მოხმარება”, ხოლო, თავისმხრივ, ქოლესტერინის დაბალი დონე ამ მიკროორგანიზმების გამრავლებას ზღუდავს.

პროფესორი პიტერ გაზალი აღნიშნავს, რომ ინფექციით სტიმულირებული ძირითადი იმუნური ჰორმონი იწვევს ქოლესტერინის დონის შემცირებას, რითაც მიკროორგანიზმებს "ართმევს” საარსებო საშუალებას. მისივე თქმით, საინტერესოა იმის გარკვევა, ეხმარება თუ არა იმუნურ სისტემას ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი ამჟამად არსებული მედიკამანტები.

მეცნიერი დარწმუნებულია, რომ სტატინებს შეუძლიათ იმუნური სისტემის გაძლიერება და აქედან გამომდინარე, შეიძლება მეტ სამიზნეზე მიმართული "ჭკვიანი” მედიკამენტების შემუშავება, რომელსაც ბევრად მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია. ეს იმუნური სისტემის სი ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 891 | დაამატა: makho | თარიღი: 2011-04-19 | კომენტარი (0)

ქიმიური ნივთიერება, სახელწოდებით HMGB, რომელიც ტრავმის ადგილას შეხორცებისთვის "იხმობს” ღეროვან უჯრედებს ძვლის ტვინიდან, გამოვლენილია იაპონელი და ბრიტანელი მეცნიერების მიერ, იტყობინება "BBC”. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს აღმოჩენა შეიძლება წარმატებით იყოს გამოყენებული კანის დამწვრობისა და წყლულების მკურნალობის გაუმჯობესებისთვის.
ცნობილია, რომ ძვლის ტვინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს დაზიანებული კანის მკურნალობაში, მაგრამ უკანასკნელ დრომდე უცნობი იყო მისი მოქმედების მექანიზმი. ოსაკის უნივერსიტეტისა და ლონდონის სამეფო კოლეჯის თანამშრომლებმა ნათელი მოჰფინეს ამ საკითხს. მკვლევარებმა საცდელ თაგვებს შეუყვანეს ძვლის ტვინის უჯრედები, რომლებსაც მწვანედ ნათების უნარი ჰქონდათ სხეულში მათ გადაადგილებაზე დაკვირვების გაადვილებისათვის. შემდეგ თაგვების ნაწილს ტრავმის ადგილას კანი გადაუნერგეს. იმ ნაწილს, რომელსაც არ გადაენერგა ქსოვილი, ჭრილობისკენ მიმართული ღეროვანი უჯრედების ძალიან მცირე რაოდენობა აღენიშნა, რისი თქმაც არ შეიძლება ტრანსპლანტაცია გადატანილ ცხოველებზე.
სამეფო კოლეჯის პროფესორი ჯონ მაკგ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1027 | დაამატა: makho | თარიღი: 2011-04-19 | კომენტარი (0)

დღესდღეობით აცრები დაავადებისაგან დაცვის ყველაზე პოპულარული ფორმაა, თუმცა მეცნიერთა ამტკიცებენ, რომ ცხვირის უნიკალური სპრეი ეფექტურობით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას აღემატება, იტყობინება The Telegraph.
აღნიშნული პრეპარატი დაავადებისადმი მდგრადობას ავლენს ლოკალურად ცხვირის ნესტოებში, აჩერებს რა ინფექციას დასაწყისშივე.
შესაბამისი კვლევები ჩატარდა ნიუ-იორკის სამედიცინო კოლეჯში. მეცნიერებმა სპრეი თაგვებზე გამოცადეს. რესპირატორული პათოგენების სტანდარტული ვაქცინების იმუნურ ქიმიურ ნაერთთან ინტერლეიკინ-12-თან (IL-12, ასევე, ციტოკინად ცნობილი) კომბინირებით და მიღებული ნარევის თაგვების ცხვირში შეყვანით, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ აღნიშნულმა ნაერთმა შეძლო დაცვის დონის გაძლიერება გრიპის ვირუსის, პნევმოკოკური ბაქტერიის და ბაქტერია Yersinia pestis-ის (ბიოლოგიური იარაღისთვის გამოყენებული) მიმართ.
მეცნიერთა თქმით, ახლად შემუშავებული საშუალება დაეხმარება ადამიანებს სხვადასხვა ვირუსის, მაგალითად, ღორისა და ფრინველის გრიპის პანდემიის შემთხვევაში და ასევე, დაიცავს მას სხვა ბიოლოგიური საფრთხ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1320 | დაამატა: makho | თარიღი: 2011-04-19 | კომენტარი (0)

ინდოელმა მეცნიერებმა სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს - მათ შექმნეს ტუბერკულოზის სამკურნალო ახალი ეფექტური საშუალება. აღნიშნულ ერთ მედიკამენტს შეუძლიან შეცვალოს მთელი ”აფთიაქი” პრეპარატებისა, რომლებიც დღეისათვის გამოიყენება ამ უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადების მკურნალობისათვის.
ახალი მედიკამენტი შეიქმნა პრინციპით ”ყველაფერი ერთში”. იგი მრავალფუნქციონალურია, რაც შესაძლებლობას აძლევს მას, მასშტაბური იერიში მიიტანოს ტუბერკულოზის მიკობაქტერიის (კოხის ჩხირი ანუ ტუბერკულოზური ბაცილა) ყველა პათოგენურ თვისებაზე. სწორედ ამაში მდგომარეობს ამ პრეპარატის მთავარი ფასეულობა - შეცვალოს მთელი რიგი თერაპიული საშუალებები, რომელთაგანაც თითოეული პასუხისმგებელია ამ მიკრობის მხოლოდ ერთი განსაზღვრული მეტაბოლური კომპონენტის წინააღმდეგ ბრძოლაზე.
ეს გასაოცარი წამალი შეიქმნა ქალაქ ხაირაბადის უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის ცენტრში დელის იმუნოლოგიის ინსტიტუტთან თანამშრომლობით. დღეისათვის მედიკამენტმა, რომლის შემადგენლობაც ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია, გაიარა ლაბორატორიული ტესტირება და უახლოეს მომ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1079 | დაამატა: makho | თარიღი: 2011-04-06 | კომენტარი (0)

მალე ბაზარზე ქართული წარმოების ახალი მედიკამენტი „ფერდი" გამოჩნდება.

პრეპარატის მწარმოებელი კომპანიის„სალხინოს" მენეჯმენტის განცხადებით „ფერდი" მთლიანად მცენარეული ნედლეულითაა დამზადებული და იგი ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი საშუალებაა.

მათი თქმით, პრეპარატი საგვარეულო რეცეპტით მზადდება და იგი წლების მანძილზეა გამოცდილი, თუმცა სერიული წარმოება პირველად ხდება. „ფერდის" ღირებულება ამ დროისათვის ცნობილი არაა, თუმცა „სალხინოში" აცხადებენ, რომ მისი ფასი 30 ლარს არ გადააჭარბებს.

„ფერდის" გარდა კომპანია პრეპარატ „სალხინოსაც" უშვებს, რომელიც ქართულ ბაზარზე თითქმის 25 წელია იყიდება. სადღეისოდ „სალხინოს" მარტო საქართველოში 100 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
ნანახია: 879 | დაამატა: makho | თარიღი: 2011-04-06 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 5 6 »
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სამკ. მცენარეები
სამ. ლექსიკონი
MSteam
მედიკამენტები
საიტები
PSP
AVERSI
GPC
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი
ჩანაწერების არქივი