NOLI NOCERE!!!
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
საიტის კატეგორიები
pharmanews მედიკამენტი [0]
რჩევები [0]
ფარმაცევტული კომპანიები [1]
ჩატი
სტატისტიკა
მთავარი » 2010 » აგვისტო » 05
ფარმაცევტულმა კომპანიებმა Merck (აშშ) და AstraZeneca (დიდი ბრიტანეთი) გააერთიანეს ძალისხმევა ფირმების მიერ შემუშავებული ორი კიბოსსაწინააღმდეგო პრეპარატის კომბინაციით ადრეული კლინიკური კვლევის ჩასატარებლად. ფარმაცევტული ინდუსტრიის გიგანტები პრაქტიკულად არ თანამშრომლობენ მსგავს სიტუაციაში და ამგვარი მოვლენა სიმსივნისსაწინააღმდეგო თერაპიის შემუშავების პრინციპულად ახალი გზების პოტენციალს ავლენს.
ექსპერიმენტული მკურნალობა იწარმოებს AstraZeneca-ის მიერ წარმოებული MEK ცილაზე მოქმედი AZD6244 პრეპარატისა და Merck-ის მიერ წარმოებული AKT ცილის მაბლოკირებელი MK-2206 პრეპარატის კომბინაციით. AZD6244 იმყოფება კლინიკური კვლევის მეორე სტადიაზე, ხოლო MK-2206-მა ახლახან გაიარა პირველი სტადია.
MEK და AKT ცილები ჩართულია სხვადასხვა ბიოქიმიურ პროცესებში და ნებისმიერი მათგანის მუტაციამ შეიძლება გამოიწვიოს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარება. ეს პროცესები ურთიერთკავშირშია და ერთის ბლოკირება იწვევს მეორის აქტივაციას. როგორც წინასწარმა კვლევებმა აჩვენა, ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 910 | დაამატა: makho | თარიღი: 2010-08-05 | კომენტარი (0)

Roche Holding AG-ის მიერ წარმოებულმა ახალმა პრეპარატმა გამოიწვია სარძევე ჯირკვლის კიბოს უკუგანვითარება სარძევე ჯირკვლის HER2-პოზიტიური კიბოს მქონე ქალების 25%-ში. ამის შესახებ იტყობინება შვეიცარული კომპანია შუალედური კლინიკური კვლევის შედეგების საფუძველზე.
Trastuzumab-DM1-ით მკურნალობა გულისხმობს Roche-ს Herceptin-ით და ქიმიოთერაპიული აგენტით კომბინირებულ მკურნალობას.
Roche-ს წარმომადგენლობის თქმით, კვლევაში მონაწილე 112 პაციენტიდან დაახლოებით 35%-ს აღენიშნა სიმსივნის უკუგანვითარება ან სტაბილიზაცია სულ ცოტა ექვსი თვის მანძილზე.
ნანახია: 962 | დაამატა: makho | თარიღი: 2010-08-05 | კომენტარი (0)

ესთეტიკურ მედიცინაში გამოყენებულ ცნობილ ტოქსინს უფრო მეტი სარგებელი აღმოაჩნდა. ბოტოქსად წოდებული ბოტულინის ნეიროტოქსინი (BoNT) ახდენს სახის კუნთების იმობილიზაციას, რასაც იყენებენ ნაოჭების გადასწორების ან ნეირომისკულარული დარღვევების მკურნალობისთვის. ამჟამად მოხდა მისი ისეთი მოდიფიკაცია, რომ შესაძლებელი გახდეს ამ პრეპარატის ასთმისა და, სავარაუდოდ, კიბოს სამკურნალოდ გამოყენება.

BoNT-ის მოქმედებით იშლება SNAREs პროტეინი, რომელიც მონაწილეობს უჯრედიდან სხვადასხვა ნივთიერებების გამოყოფაში. ჩვეულებრივ, BoNT მოქმედებს მხოლოდ ნეირონების SNAREs-ზე, რაც იწვევს ნეირომედიატორების გამოყოფის შეკავებას და შედეგად, კუნთებსა და ტვინს შორის კავშირის გაწყვეტას.
სხვადასხვა SNAREs შეუძლია უჯრედებიდან ისეთი ნივთიერებების გამოყოფა, როგორიცაა ლორწო ან იმუნური ქიმიკატი ციტოკინი. ჯოზეფ ბარბიერმა (Joseph Barbieri) და მისმა კოლეგებმა ვისკონსინის სამედიცინო კოლეჯიდან (Medical College of Wisconsin) მოახდინეს ამინომჟავის ჩანერგვით BoNT-ის ისეთი მოდიფიკაცი ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1211 | დაამატა: makho | თარიღი: 2010-08-05 | კომენტარი (0)

შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სამკ. მცენარეები
სამ. ლექსიკონი
MSteam
მედიკამენტები
საიტები
PSP
AVERSI
GPC
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი
ჩანაწერების არქივი