NOLI NOCERE!!!
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
საიტის კატეგორიები
pharmanews მედიკამენტი [0]
რჩევები [0]
ფარმაცევტული კომპანიები [1]
ჩატი
სტატისტიკა
მთავარი » 2010 » აგვისტო » 01

კენტუკის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა შექმნეს საღეჭი რეზინი სამხედროებისათვის. იგი, ასევე, დაიცავს ღარიბი ქვეყნების ბავშვებს პოტენციურად სასიკვდილო ინფექციებისაგან.

საღეჭი რეზინი შეიცავს ანტიბაქტერიულ პრეპარატს KSL-ს, რომლის საშუალებითაც იშლება და გაიწოვება კბილების ნადები. იგი გაუადვილებს სამხედრო მოსამსახურეებს პირის ღრუს მოვლას საველე პირობებში, შეცვლის რა კბილის ჯაგრისსა და პასტას. სამკურნალო ეფექტისათვის საჭიროა საღეჭი რეზინის 20-30 წუთი ღეჭვა.
სიახლე იცავს, ასევე, წყლულოვანი გინგივიტისაგან (ვენსანის ანგინა) – ღრძილების ანთებისაგან, რომელიც მიმდინარეობს ქსოვილების ნეკროზითა და დაწყლულებით კბილების ღრძილებთან კავშირის დაზიანების გარეშე.
საღეჭი რეზინი შეძლებს ღარიბი ქვეყნების ბავშვების დაცვას პოტენციურად სასიკვდილო ინფექციებისაგან. მაგალითად, შიდსით დაავადებულ აფრიკელ ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ პირის ღრუს სერიოზული დაავადებები. მეცნიერების თქმით, ზ.ა. სიახლე გააუმჯობესებს ამ ბავშვების ცხოვრების ხარისხს.

http://topn ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1046 | დაამატა: makho | თარიღი: 2010-08-01 | კომენტარი (0)

ვიტამინების მაქსიმალური სარგებლიანობისათვის საჭიროა სწორად იქნას ისინი მიღებული. მაგ. აფთიაქებში შეიძლება ვიხილოთ მრავალნაირი სახეობის ვიტამინური კომპლექსები, რომლებიც მდიდიარია ვიტამინებით და მინერალებით, მაგრამ ხშირად ისინი კარგად არ შეითვისება ორგანიზმის მიერ, ვინაიდან ზოგიერთი ვიტამინი ხელს უშლის ერთმანეთს, კერძოდ ან მოდის კონფლიქტში ერთმანეთთან ან ერთი ვიტამინის არსებობა აფერხებს მეორეს შეწოვას.

აი, რამდენიმე რჩევა, რომლის გათვალისწინებაც სასარგებლო იქნება:
• არასოდეს არ გამოიყენოთ ერთი და იმავე ვიტამინურ-მინერალური კომპლექსი. მიიღეთ კურსის სახით ჯერ ერთი რომელიმე კომპლექსი და შემდეგ შეცვალეთ სხვით. ვიტამინების მიღების კურსებს შორის გაკეთეთ დაახლოებით 2-3 კვირიანი შესვენება.
• ვიტამინების მიღება ხდება როგორც სამკურნალო, ასევე პროფილაქტიკური მიზნითაც. იმისათვის, რომ გაარკვიოთ, რომელი ვიტამინი ან მინერალი გესაჭიროებათ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და საჭიროების შემთხვევაში, ჩააბაროთ ანალიზები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლე ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1232 | დაამატა: makho | თარიღი: 2010-08-01 | კომენტარი (0)

მკვლევართა გუნდმა აღმოაჩინა ვიტამინი B3 -ის ანტიფუნგალური თვისება. საფუარა სოკოს (Candida albicans) მიერ გამოწვეული ინფექცია მნიშვნელოვანი პრობლემაა საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის და ხშირ გართულებას წარმოადგენს იმუნოდეფიციტური ინდივიდებისთვის, როგორიცაა აივ-ინფიცირებული პაციენტები, ქიმიოთერაპიული კურსის გამვლელი ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის და ორგანული ტრანსპლანტატის რეციპიენტებისთვის. შემუშავებული მკურნალობის მეთოდები მალე კარგავს ეფექტურობას წამალზე რეზისტენტული შტამების განვითარების გამო.

კვლევამ აჩვენა, რომ C. albicans ფერმენტი, რომელიც Hst3-ის სახელითაა ცნობილი, ძალზედ მნიშვნელოვანია სოკოს ზრდისა და გადარჩენისათვის. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ნიკოტინამიდით ანუ ვიტამინი B3-ის ერთ-ერთი ფორმით Hst3-ის გენეტიკური და ფარმაკოლოგიური ინჰიბირება მკვეთრად ამცირებს C. albicans-ის ვირულენტობას თაგვების მოდელში. C. albicans-ის როგორც ნორმალური, ისე წამალზე რეზისტენტული შტამი მგრძნობიარეა ნიკოტინამიდის მიმართ. გარდა ამისა, ნიკოტინამიდი ასევე ხელს უ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1607 | დაამატა: makho | თარიღი: 2010-08-01 | კომენტარი (0)

შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სამკ. მცენარეები
სამ. ლექსიკონი
MSteam
მედიკამენტები
საიტები
PSP
AVERSI
GPC
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი
ჩანაწერების არქივი